კატეგორიები

საქპატენტში ბოსტნეულის ახალი ჯიშები დარეგისტრირდა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრში (საქპატენტი) ბოსტნეულის ახალი ჯიშები დაარეგისტრირა.

თავიანი ხახვის ჯიში „საშემოდგომო“, ნივრის ჯიში „ხანდო“ და კარტოფილის ჯიში „დიკო“ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების კვლევის სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს.


რეგისტრირებულმა  ახალმა  ჯიშებმა წინასწარი საწარმოო გამოცდა 2014-2016 წლებში სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საცდელ ბაზებზე გაიარა.


თავიანი ხახვის ჯიში „საშემოდგომო“ - მოსავლიანობა 39,6 ტ/ჰა; ნახევრად ცხარე, მომრგვალო-მობრტყო ფორმის  180 გრამიან ბოლქვს ივითარებს. მისი გამოყენება შეიძლება ადრე გაზაფხულზე მწვანილის და ბოლქვად საადრეო მოსავლის სახით. გასავრცელებლად რეკომენდებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში, ზღვის დონიდან 460 მ სიმაღლეზე.


ნივრის ჯიში „ხანდო“ -  მოსავლიანობა 12-14 ტ/ჰა; ივითარებს მსხვილ, მკვრივ, 6-7 კბილიან, მომრგვალო-მობრტყო ფორმის 67,7 გრამიან ბოლქვს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და გამორჩევის მეთოდით არის მიღებული. გასავრცელებლად რეკომენდებულია  აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რეგიონში ზღვის დონიდან 2000 მ სიმაღლეზე და დასავლეთ საქართველოში (აჭარა, ონი, ამბროლაური).


კარტოფილის ჯიში „დიკო“ - მოსავლიანობა 20-22 ტ/ჰა,  ერთ ძირზე ივითარებს საშუალოდ 9-10 ცალ, 150-220 გრამიან ოვალურ-წაგრძელებულ, თხელ მოყვითალო კანიან, კარგი გემური თვისებების და მყარი კონსისტენციის  ტუბერებს. აღნიშნული ჯიში საშუალო-საგვიანოა და კარტოფილის საერთაშორისო ცენტრიდან მიღებული ინვიტრო სელექციური მასალიდან არის გამორჩეული. გასავრცელებლად რეკომენდებულია სამცხე-ჯავახეთის რეგიონებისათვის, კერძოდ მესხეთისა და ქვემო ქართლის ზონებისათვის.



ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

გლდანში გაზის მიწოდება 20:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩა №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბარალეთის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

ისნის მეტროსთან ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.

გორის რაიონში დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

თბილისში 600 აბონენტს გაზის მიწოდება ხვალ აღუდგება

დღეს თბილისში 600 აბონენტს გაზის მომარაგება ავარიულად შეუწყდა. მათ გაზის მიწოდება ხვალ, 11 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა ვუყურებთ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, ის რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის რაიონში 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შერგელაშვილი გააკრიტიკა

მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილზე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი

ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო პირველ დეკადაში თბური ტალღის გავრცელებით.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა.