კატეგორიები

“პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით წიგნი “გმირი“ გამოსცა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში წიგნ “გმირის“ მეოთხე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული ჯარისკაცების ისტორიებს აერთიანებს.

პროექტი “გმირი“ თამარ ფხაკაძის ინიციატივით 2009 წელს განხორციელდა, გმირების შესახებ რეალური ისტორიები გაზეთ პრაიმტაიმში იბეჭდებოდა, 2010 წელს უკვე პირველი წიგნი გმირი გამოიცა. 2013 წელს უცხოურ მისიებში დაღუპული სამხედროების რეალური ისტორიები დაიბეჭდა წიგნად. “პრაიმტაიმმა“ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით კვლავ გამოსცა წიგნი “გმირი“. ამჯერად წიგნში 2008 წლის ომსა და მისიებში დაღუპული ბიჭების ისტორიებია გაერთიანებული.

წიგნის პრეზენტაციაზე მისულ მშობლებს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სიტყვით მიმართა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პატივია წიგნ “გმირის“ გამოცემაში მონაწილეობა. 

“დღეს, ჩვენს უახლოეს ისტორიაში ალბათ ყველაზე მტკივნეულ დღეს სიმბოლურად გადავწყვიტეთ მხარდაჭერა და თანადგომა იმ ინიციატივისა, რომელიც ქალბატონ თამარ ფხაკაძეს აქვს. ეს ინიციატივა უკავშირდება ყველაზე საპატიო მისიის შესრულებას, რომელიც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, რომელიც საკუთარი ერის ღირსების გაძლიერების და განმტკიცების მიზანს და ჩვენი გმირების წიგნის სახით ისტორიის გადმოცემას, ემსახურება. მე როგორც მოქალაქეს და როგორც ყველაზე საპატიო უწყების ხელმძღვანელს მაქვს პატივი, რომ მონაწილე ვიყო იმ საქმეში, რასაც ჰქვია წიგნის გამოცემა. ჩვენ სიმბოლურად 8 აგვისტოს დავისახეთ მიზნად, რომ მისი ტირაჟი გაგვემრავლებინა და გვაქვს სურვილი, რომ ეს მომავალშიც გავაკეთოთ. 

როდესაც გმირების უკვდავყოფაზე ვფიქრობ, ვფიქრობ იმაზე, რომ თუ რამე აძლიერებს ჩვენს ერს, თუ რამემ მოგვცა საფუძველი, რომ დღემდე ისტორიული გამოწვევებისა მოვსულიყავით ღირსეულად, ეს არის სწორედ უკვდავყოფა გმირებისა, ეს არის უდიდესი პასუხიმგებლობა თითოეული ქართველის, რომ თავისი წვლილი შეიტანოს ქართული და ეროვნული ღირსების დაცვის საქმეში.  ეს ჩვენ გვაერთიანებს და ის ჩვენს ეროვნულ არსებობას ახანგრძლივებს“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

პრეზენტაციაზე სიტყვით “პრაიმტაიმის“ დამფუძნებელი და პროექტ “გმირის“ იდეის ავტორი თამარ ფხაკაძე გამოვიდა. 

“ქედს ვიხრი ჩვენი გმირების წინაშე, ქედს ვიხრი მათი ოჯახების წინაშე. რა ჰქონდა მიზანი ამ წიგნს? რა თქმა უნდა, ჩვენმა მომავალმა თაობამ სახელი და გვარებით იცოდნენ მათი გვარი, რომლებიც ჩვენ რომ სახლში ვიყავით ბრძოლის ველზე იდგნენ და სიცოცხლეს წირავდნენ, ემოცია, რომელიც ამ წიგნის გაკეთებას ახლდა იყო საოცარი. მთელი რედაქცია ტიროდა. შეუძლებელია, ამის გარეშე წაიკითხო 17, 18 19, 20 წლის ადამიანის ისტორია, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს ჩვენი ქვეყნისთვის წირავს. ახლა როცა მშობლებს ვუყურებ ეს ემოცია აქ არის. მინდა დიდი მადლობა ვუთხრა მინისტრს და თავდაცვის სამინისტროს, რომ ჩვენ გვაქვს საშუალება წიგნი დავბეჭდოთ. მადლობა ყველას, რომ მობრძანდით“, - განაცხადა თამარ ფხაკაძემ. 

წიგნის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შპს “პრაიმტაიმსა“ და თავდაცვის სამინისტროს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტს “პრაიმტაიმის“ გენერალურმა დირექტორმა გიორგი ქუთათელაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმეების წარმოება და განხორციელება, რომელიც მიზნად ისახავს ყოველგვარი წინასწარი ან შემდგომი ანაზღაურების გარეშე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში, საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების სახელის უკვდავყოფას.



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

გლდანში გაზის მიწოდება 20:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩა №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბარალეთის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

ისნის მეტროსთან ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.

გორის რაიონში დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

თბილისში 600 აბონენტს გაზის მიწოდება ხვალ აღუდგება

დღეს თბილისში 600 აბონენტს გაზის მომარაგება ავარიულად შეუწყდა. მათ გაზის მიწოდება ხვალ, 11 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა ვუყურებთ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, ის რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის რაიონში 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შერგელაშვილი გააკრიტიკა

მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილზე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი

ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო პირველ დეკადაში თბური ტალღის გავრცელებით.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა.

თელავში ნაპოვნი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შველის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.