კატეგორიები

აჭარაში 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა არჩილ ჩიქოვანმა აჭარის მთავრობის წევრებს ხუთივე მუნიციპალიტეტში დაგეგმილი საგზაო-ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა.

“აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ 2017 წელს განხორციელდება 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. დღევანდელ სხდომაზე მოთხოვნილი იქნა ხუთივე მუნიციპალიტეტში 42 ხელოვნური ნაგებობის, მათ შორის ერთი ხიდის მშენებლობისთვის საჭირო ფინანსები 1 255 631 ლარის ოდენობით. 41 ლოკაციაზე უნდა განხორციელდეს ფერდსამაგრი სამუშაოები, რისთვისაც კეთდება საყრდენი კედლები. პროექტები 42-ვე ობიექტთან დაკავშირებით მიმდინარე წელს შევიძინეთ. ყველა პროექტს აქვს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და გეოლოგიური დასკვნები. პროექტებიდან 1 ხიდი შენდება ქედაში, დანარჩენი 41 პროექტი გადანაწილებულია ხუთივე მუნიციპალიტეტში“, - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.



აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, არაერთხელ დაესწრო გზების მოასფალტებისა და ბეტონის საფარის დაგების პროცესს აჭარის სხვადასხვა სოფელში. მისი თქმით, გამართული საგზაო ინფრასტრუქტურა არის ყველაზე მთავარი ჩვენი მოსახლეობისთვის და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.


“მხოლოდ მიმდინარე წელს 300-ზე მეტი პროექტია დაგეგმილი აჭარის მუნიციპალიტეტებში და მათი 85 % დასრულებულია, ან მიმდინარე პროცესშია. სულ რეგიონს 87 კმ ახალი ასფალტის საფარიანი გზა ექნება, რაც შთამბეჭდავი ციფრია“, - აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.



აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე დღეს 2017 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული რეგიონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ იმსჯელეს. რესპუბლიკური ბიუჯეტის თანახმად, ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებულ მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისათვის მიმდინარე წელს გათვალისწინებულია 17 200 000 ლარი. ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების დასაფინანსებელი თანხა საერთო ჯამში შეადგენს 3 565 283 ლარს.




აღნიშნული თანხით განხორციელდება შემდეგი პროექტები: ბათუმში მრავალსართულიანი სახლების ეზოების კეთილმოწყობისა და კომუნალური სისტემების მოწესრიგების პროექტები, ასევე რესტავრაცია ჩაუტარდება მრავალსართულიანი სახლების ძველ ლიფტებს და აუცილებლობის შემთხვევაში დამონტაჟდება ახალი ლიტფები. მოეწყობა ქუჩები გონიო-კვარიათის დასახლებებში. თანხები გათვალისწინებული იქნება ასევე ქობულეთში სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების სამუშაოებისა და ქედის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ნაგავმზიდი მანქანის შეძენისთვის.



საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

გლდანში გაზის მიწოდება 20:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩა №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბარალეთის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

ისნის მეტროსთან ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.

გორის რაიონში დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

თბილისში 600 აბონენტს გაზის მიწოდება ხვალ აღუდგება

დღეს თბილისში 600 აბონენტს გაზის მომარაგება ავარიულად შეუწყდა. მათ გაზის მიწოდება ხვალ, 11 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა ვუყურებთ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, ის რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის რაიონში 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შერგელაშვილი გააკრიტიკა

მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილზე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი

ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო პირველ დეკადაში თბური ტალღის გავრცელებით.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა.

თელავში ნაპოვნი შველის გადარჩენა ვერ მოხერხდა

თელავის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღის წინ ნაპოვნი შველის გადარჩენა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებისა და ვეტერინარების მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა.