კატეგორიები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა მეწარმეებთან რთველის მოსამზადებელი შეხვედრა გამართა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს უფროსი გიორგი სამანიშვილი რთველის საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ რთველის ორგანიზებულად ჩასატარებლად როგორც ხელისუფლება, ისე კერძო სექტორი, სრულ მზადყოფნაშია.


 


"რთველის წარმატებით ჩასატარებლად ყველა წინაპირობა არსებობს, ყურძნის მოსავალი საკმაოდ დიდია, ამავე დროს გაზრდილია ღვინის ექსპორტი. რთველთან დაკავშირებული საკითხები ორგანიზებულია, მთავრობამ რთველის ხელშემწყობი ღონისძიებები დაამტკიცა. დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიებთან ვისაუბრეთ იმ დეტალებზე და პროცედურებზე, რომლებიც მთავრობის განკარგულებით არის გათვალისწინებული. შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი, კომპანიების მხრიდან მივიღეთ ინფორმაცია რთველთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებზე. ვფიქრობთ, რომ მაქსიმალური კოორდინაციითა და ორგანიზებულობით შევძლებთ რთველის სეზონის წარმატებით და ეფექტურად ჩატარებას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


 


ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ღვინის მზარდი ექსპორტი რთველის წარმატებით ჩატარების ერთ-ერთი წინაპირობაა.


 


"კერძო სექტორი მზად არის და კარგად იცნობს წლევანდელ სისტემას, რომლის საფუძველზეც რთველი-2017 უნდა ჩატარდეს. ღვინის კომპანიები გაგებით შეხვდნენ, რომ წელს ყურძენზე მასიური სუბსიდირების საჭიროება აღარ არსებობს, რადგან გაზრდილია ექსპორტი და, შესაბამისად, მოთხოვნაც. ზოგადად, მეღვინეობის დარგი მზად არის, გადაამუშაოს ყურძენი მთლიანად. მოსავალს წელს საკმაოდ დიდს ველოდებით, ჩვენი პროგნოზით, ინდუსტრიულად გადამუშავდება დაახლოებით 140-150 ათასი ტონა ყურძენი", - აღნიშნა სამანიშვილმა.


 


შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ხარისხიან, კონდიცირებულ ყურძენზე სუბსიდიის გაცემის საჭიროება არ არსებობს და შესაბამისად, მთავრობის განკარგულების თანახმად, აღარ გაიცემა. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა, ამ გადაწყვეტილებას კერძოს სექტორის მხრიდან სრული მხარდაჭერა აქვს. მთავრობის გადაწყვეტილებით, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ. დაცული ადგილწარმოშობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სუბსიდია შენარჩუნდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ალექსანდროულსა და მუჯურეთულზე - 1კგ-ზე გაიცემა 2 ლარი.


 


გასული წლების მსგავსად, თელავში განთავსდება რთველის საკოორდინაციო შტაბი ღვინის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების, ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სახელმწიფო რწმუნებულების - გუბერნატორების (კახეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონები) წარმომადგენლების შემადგენლობით.


 


ამასთან ერთად, ყურძნის რეალიზაციისთვის თვითმმართველ ქალაქებში გამოიყოფა სპეციალური ადგილები, წარმოების გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, გაგრძელდება სესხების გაცემა საბრუნავი საშუალებების მიზნობრიობით.


 


გაფართოებულ ფორმატში გამართულ შეხვედრას ღვინის მწარმოებელი 50-მდე კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო. სოფლის მეურნეობის მინისტრმა და ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ კომპანიების წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხეს.



ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმის სტატუსის მოსაპოვებლად 4 ქართული ფილმი იბრძოლებს

ამერიკის კინოაკადემიამ ტრადიციულად თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2017 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა შავ ზღვაში დაკარგულ სამხედრო მოსამსახურეებს პატივი მიაგო

გონიოში საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ძალების ორი სამხედრო მოსამსახურის - კაპრალ იაგო შარაძის და I კლასის რიგითის გიორგი ნანეტაშვილის შავ ზღვაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევიდან ერთი წელი გავიდა.

გლდანში გაზის მიწოდება 20:00 საათიდან ეტაპობრივად აღდგება

18:00 საათზე გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა გლდანის რაიონში, ლიბანის ქუჩა №15, №17-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და ბარალეთის ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს. 

 

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გაზის აფეთქების შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ადგილზე გაეცნო.

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მთაწმინდაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს მოტოციკლზე მჯდომმა პირმა ესროლა და ადგილიდან მიიმალა.

ისნის მეტროსთან ჩხუბის შედეგად კაცი გარდაიცვალა

ურთიერთშელაპარაკების შედეგად ისნის მეტროსთან ერთი პირი გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ლილოსთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი

სოფელ წინუბანთან სპეცოპერაციის დროს დაკავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ინფორმაცია "პირველს" შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, დაკავებულმა გაქცევა სცადა, რა დროსაც ფეხი დაიზიანა.

გორის რაიონში დაკარგული ადგილობრივი გარდაცვლილი იპოვეს

გორის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ადგილობრივი მკვიდრი, 1970 წელს დაბადებული ხვიჩა ჯოლბორდი გარდაცვლილი იპოვეს.

გეგმური სამუშაოების გამო ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

თბილისში გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 17 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

16 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.3885 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3888 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 თეთრი შეადგინა.

თბილისში 600 აბონენტს გაზის მიწოდება ხვალ აღუდგება

დღეს თბილისში 600 აბონენტს გაზის მომარაგება ავარიულად შეუწყდა. მათ გაზის მიწოდება ხვალ, 11 საათიდან ეტაპობრივად აღუდგებათ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთთან პოექტის მე-2 ფაზის რეალიზებას იწყებს  

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ჩინეთის რესპუბლიკასთან მასშტაბური პროექტის მეორე ფაზის განხორციელებას იწყებს.

დაჩი ცაგურია - უკვე მეორე დღეა ვუყურებთ ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას

უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას.

ინფრასტრუქტურული პროექტები ქობულეთის მუნიციპალიტეტში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ქობულეთში, საღორია-ქაქუთის გადასასვლელ მონაკვეთზე მიმდინარე ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო.

გიორგი ხატიძე: თენგიზ შერგელაშვილი რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია

უმრავლესობის დეპუტატის გიორგი ხატიძის განცხადებით, მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში თენგიზ შერგელაშვილისთვის ჩაბარებული რეფორმების ჩავარდნის შემდეგ, ის რომ ვინმეს კომპეტენციას დაუწუნებს, ღიმილის მომგვრელია.

ოზურგეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია

ოზურგეთის რაიონში 14 აგვისტოს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1974 წელს დაბადებული ზ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

უმრავლესობის დეპუტატმა თენგიზ შერგელაშვილი გააკრიტიკა

მაშინ, როცა არ გაქვს პრობლემის მოგვარების საკუთარი პროგრამული გზა, არჩევ წარმატებული ხედვის წყალწყალა არგუმენტებით კრიტიკას, - განაცხადა თენგიზ შერგელაშვილზე უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ.

 

სპეცოპერაცია ლილოში - დაკავებულია შეიარაღებული ძებნილი

ლილოსთან ახლოს, სოფელ წინუბანში სპეცოპერაციის შედეგად ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებულს, სავარაუდოდ, იარაღიც ჰქონდა. ამის შესახებ "პირველს" შს სამინისტროში უთხრეს.

ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოში ნორმაზე მაღალი იყო

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ივლისში საშუალო ტემპერატურა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ნორმაზე 1-2.5 გრადუსით მაღალი აღინიშნა, რაც განპირობებული იყო პირველ დეკადაში თბური ტალღის გავრცელებით.

ბათუმში ხანძარი ლიკვიდირებულია

ბათუმში, გენერალ აბაშიძის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

SPAR-ის რიგით 31-ე მარკეტი დღეს ვაჟა-ფშაველაზე გაიხსნა

სპარის რიგით 31-ე მარკეტი თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან (ვაჟა-ფშაველას №67) გაიხსნა.