კატეგორიები

პრემიერის თქმით, საქართველოს 10-15 მილიონი ვიზიტორის მიღება შეუძლია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დავოსის მერთან, ტარცისიუს კავიეზელთან ერთად, სამედიცინო-გამაჯანსაღებელი კურორტი "ბიოლი" დაათვალიერა, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოს 10-15 მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია.

პრემიერმა კურორტის განვითარების უდიდეს პერსპექტივაზე ისაუბრა და მის დამფუძნებელს, თამაზ მჭედლიძეს ალტერნატიული მედიცინის ბაზის განვითარებისთვის მადლობა გადაუხადა.


"თამაზ მჭედლიძე არის ადამიანი, რომელმაც დღეს საქართველოში ნულიდან შექმნა ეს საოცრება - შექმნა განსხვავებული რამ, რაც მანამდე ჩვენს ქვეყანაში არასოდეს ყოფილა. მინდა ხაზგასმით ვთქვა, ვიდრე იქნებიან ასეთი პატრიოტები, ქვეყანა აუცილებლად წინ წავა.


საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თქვენ გეყოლებათ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი იმისთვის, რომ ასეთი კერები საქართველოში სხვაგანაც განვითარდეს", - მიმართა პრემიერმა "ბიოლის" დამფუძნებელს.


საქართველოს მთავრობის მეთაური მიესალმა დავოსის მერის ტარცისიუს კავიეზელისა და მისი მეუღლის საქართველოში სტუმრობას და შვეიცარიასთან საქართველოს ძალიან საინტერესო, მზარდ ურთიერთობებზე ისაუბრა.


გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობს დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში, ასევე, შვეიცარიასთან აქვს ძალიან საინტერესო ურთიერთობა მთიანი რეგიონების განვითარების კუთხით.


"შვეიცარია ნამდვილად გამოირჩევა ევროპის ქვეყნებს შორის და მსოფლიოში იმით, რომ ისე განავითარა საკუთარი მთიანი რეგიონები, რომ შეინარჩუნა ავთენტურობა. სწორედ ამის სწავლა გვინდა ჩვენ შვეიცარიისგან. ასევე მინდა, დიდი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოში გასულ შემოდგომას ჩამოსული იყო შვეიცარიის პარლამენტის სპიკერი ქალბატონი კრისტა მარკვალდერი, წელს შემოდგომაზე კი, ჩვენ ველოდებით შვეიცარიის პრეზიდენტის ქალბატონი დორის ლუთარდის ვიზიტს,“- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. მისი თქმით, ჩვენს ქვეყნებს შორის ასეთი მჭიდრო კავშირები განსაკუთრებული ურთიერთობების დასტურია.


გიორგი კვირიკაშვილმა ასევე, კიდევ ერთხელ, გამოხატა მადლიერება შვეიცარიის განსაკუთრებული როლისთვის საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.


პრემიერ-მინისტრმა დავოსის მერი, მომავალ წელს ბაკურიანში მიიწვია, სადაც საქართველოში ჰოკეის პირველი არენის გახსნა იგეგმება.


გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ჩვენს ქვეყნაში ალტერნატიული მედიცინის განვითარებაში შვეიცარიასთან თანამშრომლობა უდიდეს როლს შეასრულებს.


"ეს არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება, რომელსაც ვფიქრობ, უდიდესი რესურსი და განვითარების პერსპექტივა აქვს, განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ საქართველოში ჩამოსული ტურისტების სულ უფრო მზარდ მაჩვენებელს. წელს 30%-იანი ზრდა გვაქვს და ვფიქრობ, თუ დავოსს შეუძლია, წელიწადში 2 მილიონ ვიზიტორს უმასპინძლოს, საქართველოს შეუძლია, სრულიად თავისუფლად უმასპინძლოს წელიწადში 10-15 მილიონ ვიზიტორს. ჩვენ უკვე შარშან გადავაბიჯეთ 6-მილიონიან მაჩვენებელს, წელს ვფიქრობთ, 7 მილიონს მივუახლოვდებით და თუ ამ ტემპით ვიარეთ, დარწმუნებული ვარ, სულ რამდენიმე წელიწადში შევძლებთ, 10 მილიონს გადავაჭარბოთ. 15 მილიონი კი, საქართველოსთვის ის მაჩვენებელია, რომელიც განაპირობებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ - მიკროგრანტების პროგრამა,


"აწარმოე საქართველოში", აგროტურიზმის განვითარება, ყველაფერი მივაბათ ტურიზმს, რათა ადამიანმა დაინახოს უმნიშვნელოვანესი კავშირი, რომელიც არსებობს თითოეულ დამატებით ჩამოსულ ტურისტსა და საქართველოში თითოეული ადამიანის კეთილდღეობას შორის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


კოჯორში მდებარე კურორტი "ბიოლი" საქართველოსთვის ინოვაციური ნაბიჯია, რომელსაც ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნასა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. პროექტში 14 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა.



გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი გააჩინა

ბიძის მიერ გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა "Хартия"-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ

ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი გუშინ დაიკარგა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. "როიტერის" ცნობით, მძევალი თავისუფალია.

ბოჭორმის ქუჩაზე ახალი გზა დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ გაიხსნა.

ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა, რადგან საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

სააპელაციო სასამართლომ "ლაზიკა კაპიტალის" მტკიცებულების სახით საქმეს ახალი მასალები დაურთო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.