კატეგორიები

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში ბათუმში იმიტირებული ქალაქი მოეწყო

შსს-მ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის "შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის" ფარგლებში, ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, მოქალაქეებს იმიტირებულ უსაფრთხო ქალაქში "ეს ჩემი ქალაქია" უმასპინძლა.

იმიტირებულ ქალაქში შს სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის კუთვნილი ტექნიკა, შეიარაღება და აღჭურვილობა იყო წარმოდგენილი. გამოფენის გარდა, ბათუმელებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასულ დამსვენებლებსა და უცხოელ ტურისტებს უამრავი სიურპრიზი დახვდათ:


უსაფრთხო ქალაქში სტუმრებს მეგზურობა შსს-ს აკადემიის მიერ წარმოდგენილმა ანიმაციურმა გმირმა, "პოლიმ" გაუწია. აკადემიის ვირტუალურ ტირში მისულ მოქალაქეებს კი საშუალება ჰქონდათ, ინსტრუქტორის დახმარებით, რამდენიმე წუთით, პოლიციელის როლი მოერგოთ.


საექსპერტო–კრიმინალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები და მოძრავი ლაბორატორია, რომელიც უსადენო კავშირის საშუალებით დაკავშირებულია დაქტილოსკოპიურ და ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზებთან და აღჭურვილია სხვადასხვა სახის ექსპერტიზის ჩასატარებელი ინვენტარით, რაც შემთხვევის ადგილზე, ცხელ კვალზე პირველადი ექსპერტიზის ჩატარების საშუალებას იძლევა.


შსს-ს მომსახურების სააგენტომ მოზარდებისთვის შემეცნებით-გასართობი კუთხე მოაწყო, სადაც სააგენტოს თანამშრომლებმა, ველოსიპედის მართვის მოწმობის მოსაპოვებლად, 5-დან 10 წლამდე ასაკის ბავშვებს სახალისო თეორიული და პრაქტიკული გამოცდა ჩაუტარეს. იმიტირებული ქალაქის სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ მომსახურების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი შსს-ს სპორტული კლუბი MIA Force-ის სარბოლო ავტომობილები და ფოტოგამოფენა დაეთვალიერებინათ. შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის სახე, ევროპის ჩემპიონი ძარიანი ავტომობილებით რბოლაში დათა ქაჯაია კი მათ შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიაზე ესაუბრა.


შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახალისო შემეცნებით-გასართობ კუთხეში ბავშვებმა სახანძრო-სამაშველო ტექნიკა დაათვალიერეს და გასაბერ სასრიალო ბატუტზე ისრიალეს. მათ უსაფრთხოებაზე კი შსს-ს მეხანძრე-მაშველები ზრუნავდნენ.


შსს-ს "112"-ის დეპარტამენტის "112-ის კოსმოსური ხომალდში" მოზარდებმა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ კომპიუტერულ თამაშებში მიიღეს მონაწილეობა.


ღონისძიებას ბათუმელი მოზარდებიც შეუერთდნენ. ბათუმის ზაქარია ფალიაშვილის და რევაზ ლაღიძის სახელობის სამუსიკო სკოლების მოსწავლეებმა სხვადასხვა ინსტრუმენტზე განსხვავებული ჟანრის ნაწარმოებები შეასრულეს, ხოლო სკოლა-ლიცეუმი "მასტერ-კლასის" აღსაზრდელებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე ნახატები შექმნეს.


შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბავშვებს საინტერესო სათავგადასავლო თამაშები, სიმბოლური საჩუქრები და სიურპრიზები დაახვედრა. დაცვის პოლიციამ "დაცულ ქუჩაზე" ინკასაციის და ოპერატიული რეაგირების სპეცავტომობილები, ასევე, ეკოლოგიური ტრანსპორტი განათავსა.


საპატრულო პოლიციამ საგამოფენო სივრცეში საპატრულო პოლიციის ტრანსპორტი: "ფორდ-ინტერსეპტორი", საპატრულო პიკაპები, მოტოციკლები და "სეგვეი" წარმოადგინა.


სასაზღვრო პოლიციამ კი სახმელეთო საზღვრის დაცვისა და სანაპირო დაცვის დეპარტამენტების ტრანსპორტისა და აღჭურვილობის გამოფენა მოაწყო.


განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საგამოფენო სივრცეში განთავსებული იყო სპეციალური აღჭურვილობა და საბრძოლო ჯავშანტექნიკა: "კობრა", "მგელი", "დეფენდერი".


იმიტირებული ქალაქის საზღვრებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები და სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლები იცავდნენ, ხოლო სტუმრების უსაფრთხოებასა და წესრიგზე პატრულ-ინსპექტორები ზრუნავდნენ.


საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში, შსს-მ ბათუმს საჩუქრად მოცულობითი მანათობელი კონსტრუქცია - "მე მიყვარს ბათუმი" გადასცა, რომელზეც საგზაო მოძრაობის ნიშნებით აწყობილი გულია გამოსახული. კონსტრუქცია ბათუმის ბულვარში განთავსდა.



გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი გააჩინა

ბიძის მიერ გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა "Хартия"-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ

ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი გუშინ დაიკარგა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. "როიტერის" ცნობით, მძევალი თავისუფალია.

ბოჭორმის ქუჩაზე ახალი გზა დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ გაიხსნა.

ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა, რადგან საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

სააპელაციო სასამართლომ "ლაზიკა კაპიტალის" მტკიცებულების სახით საქმეს ახალი მასალები დაურთო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.