კატეგორიები

პრეზიდენტის თქმით, ღირსეული პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა

საქართველოს პრეზიდენტმა "ღირსეული პარტნიორი 2017"-ის ფარგლებში ვაზიანის პოლიგონზე წვრთნებში მონაწილე სამხედროებს მიმართა.

როგორც მრავალეროვანი სამხედრო სწავლების საჩვენებელი წვრთნების დასკვნით ღონისძიებაზე ქვეყნის მთავარსარდალმა განაცხადა, მას სჯერა, რომ ყველა ადამიანი, იბადება თავისუფალი, მაგრამ თავისუფალად დაბადებასთან ერთად ადამიანი იბადება ვალდებულებით.


"ამ ვალდებულების მსახურება და მსახურების ფორმას თითოეული ჩვენგანი ირჩევს. ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც მას მისი ბედისწერა არგუნებს. დღეს მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც თავისი ვალდებულება თავისი სიცოცხლის, თავისი უნარების ფასად ჩვენი ქვეყნების თავისუფლებასა და დამოუკიდებლობაში ნახა. მე ვდგავარ იმ ადამიანებს შორის, ვინც ნათლად გაიაზრა, რომ სამშობლოს დაცვა უმაღლესი და ყველაზე მაღალი ვალდებულებაა, რაც შეიძლება ადამიანმა შეასრულოს. მადლობა მინდა გითხრათ ამ სამსახურისთვის",- აღნიშნა ქვეყნის მთავარსარდალმა.

პრეზიდენტის თქმით, ღირსეულია ეს პარტნიორობა იმიტომ, რომ ამ პარტნიორობის მიზნები არის ღირსეული.


"ამ პარტნიორობის მიზანი არის გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლა, ბრძოლა ადამიანის მიერ მეორე ადამიანის ჩაგვრასთან, მის დამონებასთან, უფლებების წართმევასთან, ამ პარტნიორობის მიზანი არის სხვათა თავისუფლების სამსახური და ამიტომ არის ეს პარტნიორობა ღირსეული. ქართველი ჯარისკაცები ამაყად ემსახურებიან ამ მიზანს. ამ პარტნიორობის მიზანი არის თავისუფლებისმოყვარე საქართველოს დაცვა, დაცვა იმ ერისა რომელმაც ისტორიაში გაიტანა თავისი დამოუკიდებლობა და მომავალ საუკუნეებშიც დამოუკიდებელ ქვეყანას შექმნის, ერთიან ქვეყანას შექმნის, დაცულ ქვეყანას შექმნის და ამიტომ არის ეს ღირსეული სამსახური. ამ ღირსეულ სამსახურს სულ ცოტა ხნის წინ შეეწირა ჩვენი თანამებრძოლი. ჩვენი თანამებრძოლი მდინარი ბებიაშვილი, სულ ცოტა ხნის წინ ამ მაღალი მიზნებისთვის დაიღუპა, მე ქედს ვიხრი მისი და მისი სხვა დაღუპული თანამებრძოლების წინაშე, იმ ადამიანების წინაშე ვინც თავისი თავი, თავისი ვალდებულება ჩვენი მოქალაქეების დაცვაში დაინახა.

მივესალმები და მადლობას ვუხდი ყველა ქვეყნის წარმომადგენელს, შესაბამის უწყებებს, ვინც ასეთი ფართომასშტაბიანი და ჰარმონიული სწავლების განხორციელებაში მიიღო მონაწილეობა.

ქართველი ერი, ქართული საზოგადოება მადლობელია თქვენი სამსახურისთვის და თქვენი მშობლიური ქვეყნებიც მადლობელი არიან იმ სამსახურისთვის, რასაც თქვენ მათ უწევთ.

ჩვენს საზოგადოებებს აქვს უნარი განვითარდეს, იმიტომ რომ თქვენ აი ამ ვალდებულებას, რომელზეც მე ვსაუბრობდი პირნათლად ემსახურებით.

მადლობა პირადად ჩემგან და ქართული საზოგადოებისგან ამ სამსახურისთვის. ღმერთი ფარავდეს თითოეულ თქვენგანს, ღმერთი ფარავდეს საქართველოს და ჩვენს მეგობრებს",- აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

სიტყვით გამოსვლამდე ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების დასრულების ცერემონიას დაესწრო. საერთაშორისო სწავლების დასრულება საჩვენებელი საველე სწავლებით აღინიშნა. სწავლებას ქვეყნის პრეზიდენტთან ერთად ესწრებოდნენ თავდაცვის მინისტრი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, ევროპაში აშშ-ის არმიის G3-ის უფროსი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში. მრავალეროვანი სამხედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2017“ დასკვნითი ღონისძიების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდო გადაეცათ. ვაზიანის პოლიგონზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ჯარისკაცებს.



მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა "Хартия"-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ

ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი გუშინ დაიკარგა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. "როიტერის" ცნობით, მძევალი თავისუფალია.

ბოჭორმის ქუჩაზე ახალი გზა დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ გაიხსნა.

ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა, რადგან საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

სააპელაციო სასამართლომ "ლაზიკა კაპიტალის" მტკიცებულების სახით საქმეს ახალი მასალები დაურთო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ხანძარი თბილისში - ცეცხლი სტომატოლოგიურ კლინიკაში გაჩნდა

თბილისში, წყნეთის ქუჩაზე არსებულ სტომატოლოგიურ კლინიკაში ცეცხლი გაჩნდა.