კატეგორიები

მერობის კანდიდატის მიზანია, თბილისში ეკოლოგიური მდგომარეობა არსებითად გააუმჯობესოს

პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ თბილისს ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა და შესაბამისი სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებულ მორიგ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე საუბრობს.


"მინდა, შევეხო თბილისისთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მტკივნეულ საკითხს, რომელიც თითოეულ ჩვენგანს აწუხებს და რომლის მოგვარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება-ეს არის ეკოლოგია. არაფერი არ ღირს ჩვენი და ჩვენი შვილების ჯანმრთელობის ფასად. ყველამ უნდა ვისუნთქოთ სუფთა ჰაერი და ვიცხოვროთ ჯანსაღ გარემოში. დღეს გარემოს ყველაზე მეტად რაც აბინძურებს, მგონია, რომ არის ტრანსპორტი და მშენელობები. ასევე, მნიშვნელოვანია პარკების, რეკრეაციული ზონების არსებობა-განვითარება, ნარჩენების მართვის საკითხიც გვაქვს მოსაგვარებელი. სიცოცხლით სავსე ქალაქს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ქალაქის ეკოლოგიური განვითარების ერთიანი ხედვა",- აღნიშნავს კახა კალაძე.


თბილისის მერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია: ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება, განახლდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, განვითარდეს საბაგირო ხაზები, მოხდეს ელექტრომობილების პოპულარიზაცია.


"პირველი, რაც მნიშვნელოვანი და გასაკეთებელია, მე ვფიქრობ, ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გავხადოთ არა მხოლოდ კომფორტული და მოწესრიგებული, არამედ, პოპულარული. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ მოგვიწევს დიდი რაოდენობით ავტობუსების შესყიდვა, ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ მათი წარმოება დააწყობა მოხდეს საქართველოში. აუცილებლად მოხდება მეტროს მოდერნიზაცია. ხელს შევუწყობთ საბაგირო ხაზების განვითარებასა და ელექტრომობილების პოპულარიზაციას. უნდა ამოქმედდეს ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერება,რაც მგონია, რომ კიდევ დაგვეხმარება ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაში",- აცხადებს მერობის კანდიდატი.


გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძე სამშენებლო რეგულაციების გამკაცრებაზეც საუბრობს. მისი თქმით, მოხდება მოსახლეობისთვის, დასაქმებულისთვის და თბილისის ეკოლოგიისთვის უსაფრთხო სამუშაოების წარმოება ქალაქის ნებისმიერ წერტილში.


"ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის განმარტებით, შემუშავდება პარკებისა და სკვერების განვითარების ერთიანი ხედვა.


"მხოლოდ ერთი ცენტრალური პარკის შექმნა არ არის საკმარისი თბილისისთვის, მისი განლაგებიდან და პერსპექტივაში ურბანული განვითარების გეგმიდან გამომდინარე. შეგახსენებთ, რომ თბილისში გვაქვს დაახლოებით 1400-მდე სკვერი და პარკი, რომელსაც სისტემატური ზრუნვა და განახლება სჭირდება. თითოეულ მათგანში შევქმნით ისეთ გარემოს, სადაც დროის გატარება იქნება ყველასთვის სასიამოვნო. ასევე, მნიშვნელოვანია, თბილისში არსებული რეკრეაციული პოტენციალის მქონე სივრცეების ათვისება. მტკვრის მიდამოებში ჩვენ გვაქვს უამრავი აუთვისებელი ადგილი, სადაც არის შესაძლებლობა იმისა, რომ მოვაწყოთ დასვენების ზონები და გამწვანებული სივრცეები. თბილისში დავნერგავთ ნარჩენების შეგროვება-გადამუშავების თანამედროვე სისტემას, რომელიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ეკოლოგიურ გარემოს. ყველაფერი ეს, რაზეც ვისაუბრე, მთლიანობაში, უზრუნველყოფს ეკოლოგიურად სუფთა სივრცის შექმნას, სადაც ჩვენი შვილები, მომავალი თობები გაიზრდებიან. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თბილისი ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და სიცოცხლით სავსე ქალაქი იქნება",- ნათქვამია ვიდეომიმართვაში.



გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი გააჩინა

ბიძის მიერ გაუპატიურებულმა 10 წლის ინდოელმა გოგომ ბავშვი საკეისრო კვეთით გააჩინა. დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

მთაწმინდაზე მომხდარი მკვლელობის დეტალები ცნობილია

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქუჩაზე გუშინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია. შსს-ს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული მ.ი., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

რუსეთის ჯარი ბელარუსში შევიდა

ბელარუსში რუსეთის სამხედრო ტექნიკა შევიდა. გამოცემა "Хартия"-მ გამოაქვეყნა ვოდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ გადაადგილდება ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მანქანების კოლონა.

ქართული ნავთობი აუქციონზე გავიდა

"საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ" 40 ტონამდე Georgian Heavy ტიპის ნედლი ნავთობის გაყიდვაზე აუქციონი გამოაცხადა.

დეპუტატი საოკუპაციო რეჟიმის მიერ თამარ მეარაყიშვილის დაკავებას დანაშაულს უწოდებს

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის დაკავებას სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად აფასებს.

თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ

ახალგორში დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მიერ გუშინ დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტსა და ჟურნალისტს, თამარ მეარაყიშვილს პარტია "ერთიანი ოსეთის" ცილისწამებაში ადანაშაულებენ.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა ქიზიყის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა სრულად განაახლა

სამგორის რაიონში, ქიზიყის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი კიდევ ერთ მასშტაბურ სარეაბილიტაციო პროექტს ასრულებს. აღნიშნულ ქუჩაზე წყალსადენის 300 მეტრი სიგრძის ახალი ქსელი მოეწყო.

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს

ჩაქვში ზღვაში დაკარგული კაცის ცხედარი იპოვეს. ახალგაზრდა კაცი გუშინ დაიკარგა. ფაქტი "პირველს" შს სამინისტროში დაუდასტურეს.

პოლიციამ კაცი დააკავა, რომელმაც ჰოლანდიურ რადიოსადგურში მძევალი აიყვანა

ჰოლანდიელმა სამართალდამცველებმა კაცი დააკავეს, რომელმაც ქალაქ ჰილვერსიუმში რადიოსადგურ 3FM-ის ოფისში მძევლად ერთი ქალი აიყვანა. "როიტერის" ცნობით, მძევალი თავისუფალია.

ბოჭორმის ქუჩაზე ახალი გზა დაიგება, მოეწყობა ტროტუარები და ბორდიურები

თბილისის მერი დავით ნარმანია და კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილი ისნის რაიონში, ბოჭორმის ქუჩის კაპიტალური შეკეთების სამუშაოებს გაეცნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის რთველში ჩაერთო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთში, გვარაში აგროსერვის ცენტრის ვაზის სანერგე მეურნეობაში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებთან ერთად, საადრეო ყურძნის მოსავლის აღებაში ჩაერთო.

ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – "სიმეტრია" გაიხსნა (ფოტო, ვიდეო)

თბილისში, ჭავჭავაძის №33-ში, ხერხემალსა და სახსრებში ტკივილის მკურნალობის ცენტრი – „სიმეტრია“ გაიხსნა.

ნაძალადევში კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 კორპუსში მიმდინარეობს

ნაძალადევის რაიონში მიწისქვეშა კომუნიკაციების შიდა ქსელის რეაბილიტაცია 5 მისამართზე მიმდინარეობს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ზღვის უბნის მე-11 მ/რ, მე-2 კვ. 32, 33, 33ა და 34 კორპუსებში კანალიზაციის ქსელის რეაბილიტაცია.

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტის ცხედარი იპოვეს

ქობულეთში ზღვაში დაკარგული ტურისტი კაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით იპოვეს. ამის შესახებ "პირველს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან აცნობეს.

შსს-მ ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1963 წელს დაბადებული ნ.ფ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

გორში განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და თ.ჩ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში არსებული ორი ბიზნესსაბჭო დაშალა, რადგან საბჭოს ხელმძღვანელებმა შარლოტსვილის არეულობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიცია გააკრიტიკეს.

ბათუმში აფეთქებისას დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში გაზგასამართი სადგურის აფეთქებისას ერთ-ერთი დაშავებული ისევ მართვით სუნთქვაზეა. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულს სხეულის 90% აქვს დამწვარი.

სააპელაციო სასამართლომ "ლაზიკა კაპიტალის" მტკიცებულების სახით საქმეს ახალი მასალები დაურთო

ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატების" წარმომადგენლობით, ს.ს. "ლაზიკა კაპიტალის" საქმეზე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ახალი მტკიცებულებები გაიზიარა და საქმეს მტკიცებულების სახით დაურთო.

ომბუდსმენი დე ფაქტო ხელისუფლებას ჟურნალისტის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, სამოქალაქო აქტივისტი და ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს.

ავარია თბილისში - დაშავებულია ერთი ადამიანი

მუხიანში, დუმბაძის გამზირზე, ერთმანეთს 2 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.