სუს-მა აჰმედ ჩატაევთან თემირლან მაჩალიკაშვილის კავშირზე მასალები გაასაჯაროვა

სუს-ის ცნობით, მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ პანკისის ხეობაში დაკავებულ პირებს კავშირი ჰქონდათ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულ აჰმედ ჩატაევთან.

"გვსურს გაგაცნოთ, ამ ეტაპისთვის არსებული დამატებითი ინფორმაცია 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებული გამოძიების შესახებ. როგორც მოგეხსენებათ, სპეცოპერაციის დროს ახმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა, ხოლო ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის წევრები, რუსეთის მოქალაქეები, იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი ლიკვიდირებულ იქნენ, ასევე დაკავებულ იქნა ტერორიზმის ბრალდებით ინტერპოლის მიერ ძებნილი შოაიფ ბორზიევი", - განაცხადეს ბრიფინგზე.


მათივე ცნობით,  საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა ტერორიზმში ბრალდებულთა ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირები გამოავლინა.


რუსლან ალდამოვის, ბადურ ჩოფანაშვილის, რამაზ მარგოშვილის, თემირლან მაჩალიკაშვილის და ზურაბ გორნაკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით, სასამართლომ განიხილა შუამდგომლობა, გაეცნო წარდგენილ მასალებს და მიიჩნია რომ ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც წარდგენილ იქნა სისხლის სამართლის საქმეზე იძლეოდა საკმარის საფუძველს ხსენებული ხუთივე პირის დასაკავებლად.
სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2017 წლის 26 დეკემბერს თბილისსა და ახმეტის რაიონის, სოფლებში დუისსა და ომალოში აღნიშნული პირების დაკავების სპეცოპერაცია ჩატარდა.



სუს-ის ცნობით, ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალებით, დაკავებულთა და მოწმეთა ჩვენებებით გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია დაკავებულ პირთა კავშირები ახმედ ჩატაევთან და ტერორიზმში ბრალდებული ჯგუფის სხვა წევრებთან.



"ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა ვიდეოკადრები, თუ როგორ გადაადგილდებიან თბილისში ახმედ ჩატაევის დაჯგუფის წევრები: შოაიფ ბორზიევი და ასლანბეგ სოლტახმადოვი, თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად. აღნიშნული კადრები დღეს გასაჯაროვდა.
ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებისას, სადაც ახმედ ჩატაევი იმყოფებოდა ამოღებულია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებული საბანკო ხელშეკრულება, სადაც ადგილობრივი საბანკო რეკვიზიტების გარდა, მითითებულია სამი უცხოური ქვეყნის საბანკო რეკვიზიტები. ამ ეტაპზე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობს თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო ანგარიშების შემოწმება", - ამის შესახებ სუს-ში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.


ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე დაკავებული შოაიფ ბორძიევის პირადი ჩხრეკისას ამოღებული ერთ-ერთი მობილური ტელეფონის დათვალიერებისას აღმოჩენილია თემირლან მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ საბანკო ხელშეკრულებაზე გადაღებული ფოტო.


გამოძიების ამ ეტაპზე ასევე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ გორნაკაშვილი პირადად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად, რაც მოიყვანა სისრულეში და დაჯგუფების წევრები მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლთან. გორნაკაშვილი თბილისშიც უწევდა დახმარებას ახმედ ჩატაევს და მისი დაჯგუფების წევრებს.



საგამოძიებო მოქმედებებით დადგენილია, რომ დაკავებული რუსლან ალდამოვი, ბადურ ჩოფანაშვილთან, რამაზ მარგოშვილთან და თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად უშუალოდ ხელმძღვანელობდა ახმედ ჩატაევისა და მისი დაჯგუფების წევრების საქართველოში შემოყვანას, მათ დაბინავებას, საცხოვრებელი ბინით, საკვებით, მობილური ტელეფონებით და სხვა საყოფაცხოვრებო პირობებით უზრუნველყოფას.


ტერორიზმში ბრალდებულ ჯგუფთან კავშირზე მყოფი სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.


უწყების ცნობით, გამოძიება 331- ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტერორიზმის დაფინანსებას , ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17 დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


კახა კალაძე ქუთაისში მიმდინარე აქციაზე: დაპირისპირება არ იქნება

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის შესაძლებლობა, თუმცა ეს კანონის ფარგლებს არ უნდა გასცდეს.

გიგი უგულავა: ქუთაისიდან ჩვენი მთავარი გზავნილია დაგვიბრუნონ პროპორციული არჩევნები

"თუ  დღეს ხმა არ ამოვიღეთ უზურპაცია ისე გაფორმდება, რომ 2040 წლამდე შეიძლება ვერაფერი მოვახერხოთ“, -ამის შესახებ "ევროპული საქართველო- მოძრაობა თავისუფლებისთვის“ გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ ქუთაისში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

სემეკმა „ვარკეთილაირის“, „საჩხერეგაზისა“ და „ენერგოკავშირის“  საინვესტიციო გეგმები შეითანხმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი კომპანიების მიერ 2019-2022 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები განიხილა და შეითანხმა.

მიხეილ ჩხენკელი: განათლების საერთაშორისო ცენტრი ჭეშმარიტად ინტელექტუალური ოქროს ფონდია

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განათლების საერთაშორისო ცენტრის 2019 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გახსნა.

 

კახა კალაძე: 2020 წელს გლდანში გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯება

გლდანის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ რაიონის მცხოვრებლებს, გამგეობის მიერ 2018-2019 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. 

 
რუსეთმა „მალაიზიური ბოინგის“ ჩამოგდების საქმეზე მთავარი მოწმე გააქცია

მოსკოვი თავისი დეზინფორმაციული ომით მარცხის წინაშე დგება.

ვიქტორ დოლიძემ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალურ დირექტორთან, მარტინ შუეპთან და ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ოპერაციების კოორდინატორთან, ნიკოლას ფლორისთან  შეხვედრა გამართა.  

ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის ს/გზის კმ99-კმ126 მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)- წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

რე|ბანკის საახალწლო აქცია

რე|ბანკი ტოპ|ქარდის მომხმარებლებს საახალწლოდ განვადების გაორმაგებულ ვადებს სთავაზობს, ხოლო მათ, ვისაც ტოპ|ქარდი ჯერ არ აქვს, ბარათის აღების  შემთხვევაში 50-ლარიან სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ*.

შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

 

პროექტის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ფარგლებში, ცირკულარული ეკონომიკისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართა. 

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ქუთაისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია დაიწყო. 

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გამართა

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დელეგაციამ გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ბავარიის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

სამეგრელოში მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით პოლიციელი დააკავეს

მამაკაცის გაუპატიურების ბრალდებით ჩხოროწყუში პოლიციის სამმართველოს თანამშრომელი დააკავეს.

მიხეილ ყაველაშვილი: როგორ გგონიათ, იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიები მთავრობის ჩამოყალიბებას შეძლებენ?! 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, 2024 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა, ქვეყანის სტაბილურობას საფთხეს შეუქმნის.

მდინარაძე: "ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას

"ნაციონალური მოძრაობის" ოცნებაა მთელი ქვეყანა აქციებმა მოიცვას, ვერ შეძლებენ სახელმწიფოს სტაბილურობის შერყევას",- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

დიმიტრი ხუნდაძე: ბიძინა ივანიშვილი წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენ ხალხში გავალთ და კანონპროექტს გავაცნობთ

მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომით უკმაყოფილოა.

უკრაინის ელჩი: დიპლომატებს გვსურს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგი წარიმართოს

საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის იგორ დოლგოვის თქმით,  ქართველმა ხალხმა საარჩევნო სისტემის ქართული მოდელი უნდა განიხილოს და არა გერმანულ-ამერიკული.

თიბისის მომხმარებლებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე შესაძლებელია

თიბისის ვიზა და მასტერქარდის ბარათის მფლობელებისთვის Garmin-ის მაჯის საათით გადახდა უკვე ხელმისაწვდომია.

მამუკა მდინარაძე: პროპორციულის საპირისპირო საარჩევნო სისტემაზე არც უნდა ვისაუბროთ

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დასრულდა.

ბურჯანაძე: რუსეთის საგარეო უწყება და მინისტრი მოწადინებულია, ხელი შეუწყონ ექიმ გაფრინდაშვილის გათავისუფულების პროცესს

"არცერთი ჩემი ნაბიჯი არასოდეს, არც ახლა, არც მომავალში  არ აზიანებდა და არ დააზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, -ამის შესახებ მოსკოვში ვიზიტით მყოფმა "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.