ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“ (ნაწილი II)

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი ცხოვრობს. ლეილა მოგვითხრობს, როგორ გაიარა პანკისიდან სირიამდე ურთულესი გზა შვილების გადასარჩენად.

პანკისიდან თურქეთში


2013 წლის აგვისტო იყო. სტამბოლში ჩავედი. იქ ვინმე რუსლანი უნდა დამხვედროდა, მაგრამ არავინ დამხვდა. თურმე ერთმანეთს ავცდით. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. იქვე, ერთ თურქ ქართველს წავაწყდი, რომელსაც ვუთხარი, რომ სირიაში შვილთან მივდიოდი. სწორედ ამ ქალისგან გავიგე, რომ ჩემს შვილს იქ აბუ აბდულას ეძახდნენ. იმ წამს დატრიალდა ის ქალი, ტაქსით გამამგზავრა იმ ადგილამდე, სადაც მეორე ადამიანი უნდა მენახა.


18 საათი ვიყავი გზაში, გაუსაძლის სიცხეში. ახლა მახსენდება, რომ სადღაც საზღვრისპირა ადგილას, უზარმაზარ შენობაში შემიყვანეს, დანგრეულში, იქ დამხვდა ერთი ბიჭი, რომელიც მხოლოდ თურქულ ენაზე საუბრობდა. ტელეფონზე დამალაპარაკა რუსულად მოსაუბრე ვიღაც კაცთან, რომელმაც ამიხსნა, რომ ჩემი შვილი მეორე დღის 12:00 საათამდე საზღვართან მოსვლას ვერ შეძლებდა. მანვე მითხრა, რომ ეს ბიჭი მიმიყვანდა ისეთ ადგილას, სადაც ღამის გათევას შევძლებდი.


ჩემი შვილის თხოვნით ჰიჯაბით დავდიოდი. საშინელი სიცხე სულს მიხუთავდა. მიმიყვანეს ერთი შენობის დიდ ოთახში, სადაც დაახლოებით 8 კაცი კომპიუტერთან იჯდა და მუშაობდა. როგორც აღმოჩნდა, მოვხვდი იმ ადგილას, სადაც მოჯაჰიდებს იღებდნენ. ახლაც მახსენდება, როგორი საშინელი კაცები იყვნენ, თავგადაპარსულნი და გრძელი წვერით.


ერთმა კაცმა ამიყვანა მეორე თუ მესამე სართულზე. ოთახი სავსე იყო დაჭრილებით. ოხვრა-კვნესა ისმოდა. ამ ოთახიდან პატარა, ასანთის კოლოფივით ოთახში შემიყვანეს, სადაც ღამის გათევას შევძლებდი. ოთახში სირიიდან წამოყვანილი გოგო დამხვდა, სამი შვილით. როგორც მერე გავიგე, ამ გოგონას ქმარი, შვილების თვალწინ, დანით მოკლეს. ამის შესახებ მისმა პატარა, 4 წლის ბიჭმა მიამბო. ძალიან დატანჯულები ჩანდნენ. ჩემთან კონტაქტს ჟესტებით ცდილობდნენ. როგორც იქნა, დაღამდა, თეთრად გავათენე ის ღამე, გაუსაძლის სიცხეში. მეორე დღეს, დილას ბიჭმა მომაკითხა და ქვედა სართულზე მყოფ ჩეჩნებთან მიმიყვანა. ოთახში 18-20 წლის ბიჭები დამხვდნენ. ავუხსენი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი. ჩემს შვილს ყველა იცნობდა. გადავწყვიტე, ამ ბიჭებისგან გამეგო, რატომ წავიდნენ სირიაში. მათ მიპასუხეს: „ჩვენ იქ მივდივართ, სადაც ჩვენი ძმები იბრძვიან“. ერთმა მითხრა, სამი თვეა, ცოლი მოვიყვანე და ოჯახს მოვატყუე, ვითომ ევროპაში მივდიოდი და აქ წამოვედიო. ეს ბიჭებიც და მეც ერთ დიდ მანქანაში ჩაგვსვეს და წაგვიყვანეს.


სირიის საზღვართან


საქართველოდან თურქეთში გადასვლის დროს საზღვარზე ფურცელი მომცეს, ბეჭედდარტყმული. არ ვიცოდი, თუ დამჭირდებოდა. იქვე გადავაგდე. როგორც აღმოჩნდა, სირიის გამშვებ პუნქტში ეს ფურცელი უნდა წარმედგინა. ვიცოდი, რომ სულ რაღაც ერთ კილომეტრში ჩემი შვილი მელოდებოდა. საზღვარზე არ მიშვებდნენ. პასპორტი უკან გადმომიგდეს. არავინ მაქცევდა ყურადღებას. მივხვდი, რომ არ აპირებდნენ ჩემს გაშვებას და უცბად დავიწყე საშინელი კივილი რუსულად – „ვინმემ რუსული არ იცით, დამეხმარეთ-მეთქი“. ამ დროს ერთი არაბი მოვიდა ჩემთან და ტელეფონით დამალაპარაკა კაცთან, რომელსაც ვუთხარი, ვინც ვიყავი და სადაც მივდიოდი.


ამის შემდეგ უპრობლემოდ გამიშვეს. უზარმაზარი ქვეყანა გადაიშალა ჩემს თვალწინ, რომელსაც ცეცხლი ეკიდა და იწვოდა.


მივდივარ. ირგვლივ სიცარიელე და მავთულხლართებია. მივდივარ 25-კილოიანი ჩანთით. ბეტონის კედელსა და მავთულხლართებს შორის გზა არ მთავრდება. ამ დროს გამოჩნდა რკინის უზარმაზარი ჭიშკარი. წვრილი გისოსების მიღმა ახალგაზრდა, წვერმოშვებული ბიჭები გამოჩნდნენ.


„ისლამურ სახელმწიფოში“


მივედი რკინის ჭიშკართან. დავაგდე ძირს ჩანთა და ვდგავარ. უცბად კარი აჭრიალდა. გაიღო. ამ ბიჭებს ვიღაც გამოეყო. ჩემკენ დაიძრა. ვუყურებ. ვერ ვცნობ ჩემს შვილს. დიდი წვერით, საოცრად გამხდარი იყო. რომ მომიახლოვდა და დამიძახა, მაშინღა ვიცანი.


შევხვდით ერთმანეთს. მანქანისკენ წამიყვანა, რომელიც იქვე იდგა. ამ დროს ზურგს უკან ხმა მომესმა. მოვტრიალდი. დავინახე ის ბიჭები, რომლებიც დილით თურქეთში ვნახე. უკვე მანქანაში ისხდნენ და წასვლას აპირებდნენ. ახლაც არ ვიცი, რა გზით მოხვდნენ ამ ტერიტორიაზე, რადგან იმ გზაზე, ჩემ წინ და უკან, არავინ დამინახავს, ისე გამოვიარე. მანქანაში ჩავჯექი. დამხვდა გოგონა – ჩემი რძალი. მარტო თვალები უჩანდა. როდესაც მომეხვია და  სახეზე ჰიჯაბი აიხადა, გავოგნდი. მისმა სილამაზემ დამამუნჯა.


ისეთ მანქანაში ვიჯექი, მსგავსი ცხოვრებაში არც კი მინახავს. როგორც ჩემი შვილისგან გავიგე, ის თარხანის მანქანა იყო, ტყვიაგაუმტარი, რომელიც სპეციალურად ჩემს დასახვედრად გამოატანეს. მერე გავიგე, რომ ამ მანქანის ასაწყობად ირანიდან ხალხი ჩამოუყვანია თარხან ბათირაშვილს  და მათთვის აუწყობინებია. დაახლოებით ნახევარი საათი მივდიოდით. ვხედავდი უზარმაზარ სახლებს, მიწასთან გასწორებულს. სახლების წინ დაყრილ თოჯინებს. საბავშვო ეტლებს. განადგურებული იყო ყველაფერი. მიწასთან გასწორებული. ალეპოს გარეუბნის ერთ-ერთ სახლში მივედით. იქაურობა სამოთხეს ჰგავდა. მოოქროვილი სამზარეულო... სახლში არანორმალური სიმდიდრე იყო. მარმარილოში ჩასმული, უზარმაზარი ოთახები. დავინტერესდი, ვის ეკუთვნოდა სახლი. როგორც ჰამზათმა მიპასუხა, სახლი მისი მეგობრის იყო. ის ბიჭი 20 წელი ავღანეთში იბრძოდა და ახლა სირიელ გოგოზე დაქორწინდა და აქ დაიდო ბინაო. ჩემმა შვილმა მითხრა, რომ მას არაფერი ჰქონდა, არც სახლი და არც სიმდიდრე და არც სჭირდებოდა. სირიაში მხოლოდ იმიტომ იმყოფებოდა, რომ შაჰიდი გამხდარიყო.


რამაზანის თვე იყო და მთხოვა, ბიჭებისთვის ხინკალი მომეხვია. ისიც მითხრა, გარეთ არც კი გამეხედა. მე არ ვიცოდი, ვინ გადიოდა და ვინ შემოდიოდა. უამრავი ოთახი იყო და მე სამზარეულოდან არ გავსულვარ. 5 დღე დავრჩი. სანამ იქ ვიყავი, ჩემს შვილს გარეთ გასვლის საშუალებას არ ვაძლევდი.


ირგვლივ ყველაფერი იბომბებოდა. ფანჯრებთან ერთად სახლიც კი ზანზარებდა. შიშისგან მთელი ღამეები არ მეძინა. ის ხუთი დღე გვერდიდან არ მომშორებიან ჩემი შვილი და რძალი. ღამეც კი ერთ ოთახში გვეძინა. ერთ დღესაც თარხან ბათირაშვილს შემახვედრა. ვესაუბრე. ბევრი კითხვა დავუსვი. ამიხსნა ყველაფერი. დამამშვიდა.


ჩემი შვილის მეგობრები ჩამოდიოდნენ ავსტრიიდან და უამრავი რამ ჩამოჰქონდათ, მაგრამ თვითონ არაფერს იტოვებდა. ყველაფერს სხვებს აძლევდა. არაფერი უნდოდა ამქვეყნიური. ერთი ხალათით დადიოდა, რომელსაც ღამე ირეცხავდა და დილისთვის აშრობდა.


მეექვსე დღეს ჩემმა შვილმა მითხრა, რომ უნდა წამოვსულიყავი. უკვე საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობდა. ჩემი იქ დარჩენა აღარ შეიძლებოდა. სხვა გზა არ მქონდა. წამოვედი. უამრავი მანქანა გამოგვყვა გამოსაცილებლად.


რომ ვშორდებოდით, მივბრუნდი, მუხლებზე დავეცი. ვთხოვე, წამომყოლოდა. ვეუბნებოდი, რომ აღარავინ დაგვრჩა ოჯახში. ვერ დავითანხმე. მითხრა, ყველა ძალიან მიყვარხართ - შენც, ჩემი მეუღლეც, ჩემი მესამე, არდაბადებული შვილიც. მაგრამ მე თქვენზე მეტად ალაჰი მიყვარს. მის წინაშე უნდა წარვდგეო. 


პანკისში დაბრუნება და შვილების გარდაცვალება


წამოვედი. როგორც იქნა, ჩამოვედი. ერთ დღეს ჩემს ტელეფონზე უცხო ნომრიდან ზარი შემოვიდა. ვუპასუხე. ჩემი შვილის ხმა: „განა მე არ მიყვარხართ, მე თქვენზე ვილოცებო“. ტელეფონში აფეთქების საშინელი ხმები გაისმა. კავშირი გაწყდა. გული ჩამწყდა. მთელი ღამე დარდში გავათენე. მეორე დღე. ისევ ზარი შემოვიდა. ჩემი მეორე შვილის, ხალიდის ხმა. ვეხვეწებოდი, არაფერი ეთქვა. გული ცუდს მიგრძნობდა. „პანიკა საჭირო არ არის, ჰამზათი შაჰიდი გახდა“. ეს მოხდა ჰამზათთან განშორების მეოთხე დღეს. მერე აღარაფერი მახსოვს.


რამდენიმე დღეში დავურეკე ჩემს მეორე შვილს. მაინტერესებდა, რას აპირებდა. მითხრა, რომ თვითონაც სირიაში გეგმავდა წასვლას. გული გამეყინა. მივხვდი, ვერც მას გადავარჩენდი.


ხალიდი სამი თვის შემდეგ დაიღუპა.


მაგ დროს საავადმყოფოში ვიყავი ტომოგრაფიაზე. რეკავს ტელეფონი. არ მინდა, ვუპასუხო. გული მიგრძნობდა, რომ რაღაც ცუდი უნდა ეთქვათ ჩემთვის...


ასე გამომეცალა ორი ვაჟკაცი სამ თვეში ხელიდან.


ფეხზე ვერ ვდგებოდი. ძაღლივით ოთხით დავდიოდი. მერე მივხვდი, რომ ჩემ მშობლებს მიხედვა სჭირდებოდათ. თავს ძალა დავატანე. ფეხზე წამოვდექი.


ხანდახან ისე მენატრებიან, რომ მინდა გავიდე და ხმამაღლა ვიტირო. მაგრამ ვხედავ ჩემს მშობლებს, რომლებმაც ორი შვილი დამარხეს და...


ცხოვრება გავაგრძელე. ვცდილობ, ჩემს მშობლებსა და ჩემს მესამე შვილს გავუფრთხილდე და ცრემლი აღარ დავანახო.


 


 


ავტორი: მანია ტოგონიძე, „პირველის“ რედაქტორი


 


 


პირველი ნაწილი იხილეთ ბმულზე


 


მასალაში გამოყენებულია The Daily Beast -ის ფოტოები


სიახლეები მსგავს თემაზე

ორი შაჰიდის დედის, ქისტი ქალის ისტორია – პანკისიდან „ისლამურ სახელმწიფოში“

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, ორი შაჰიდის დედა, ლეილა აჭიშვილი, 90-იანი წლებიდან იწყებს საკუთარი ისტორიის მოყოლას. მან საკუთარი შვილების გადასარჩენად საოცარი გზა გაიარა გროზნოდან პანკისამდე და პანკისიდან სირიამდე.

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შემოვა

თბილისში 126 ერთეული 12 მეტრიანი, გაზზე მომუშავე ავტობუსი შემოვა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. 

მოპედის ქურდობისთვის წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს

პოლიციამ მოპედის ქურდობის ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.პ. დააკავა.

გურიზმები: ფარდობითი მორალი, ვანო მერაბიშვილი და უალკოჰოლო ლუდი 

„ტრაგიკული და კომიკურია ერთად, თან მორალისა და სინდისის მშრალად შენარჩუნება გინდოდეს და ამიტომ გმობდე ვანო მერაბიშვილს და თან იდგე „ნაციონალურ მოძრაობასთან“, - ამბობს ანალიტიკოსი გური სულთანიშვილი POSTV-ის ვიდეობლოგში.

ჯარი ქართული წარმოების გაუყინავი ღორის ხორცით მომარაგდება

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯარი საქონლის ხორცის შემდეგ, უმაღლესი ხარისხის ქართული წარმოების ღორის ხორცით მომარაგდება.

რაჭაში ახალი დაცული ტერიტორია დაარსდება

დაცული ტერიტორიების ინფორმაციით, უკვე მომზადებულია კანონპროექტი "რაჭის ეროვნული პარკისა და შოვის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ".

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

ნაქერალას უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ნათია თურნავა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამუშაო შეხვედრა გამართა აზიის განვითარების ბანკის მუდმივ წარმომადგენელთან შეინ როზენტალთან, რომლის  დროსაც განხილული იქნა აღნიშნულ საფინანსო ორგანიზაციასთან საქართველოს მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პროექტები.

 

ProductTank Tbilisi შეხვედრათა ყოველთვიური სერია გრძელდება

ProductTank-ის შეხვედრების ყოველთვიური სერია გრძელდება.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

თბილისში ავარიის შედეგად ქალი დაიღუპა

თბილისში, სანაპიროსთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი დაიღუპა.

გია გაჩეჩილაძე: ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა

„ადამიანები, ვინც ერთმანეთს დასაჭერად დასდევდა, ვისაც თანამებრძოლები მოუკლეს სხედან იმათ გვერდით, ვინც ეს ჩაიდინა. საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში ოპოციციური პოლიტიკური სისტემის ამაზე მეტი დეგრადაცია, მორალური დაცემა და განადგურება მე არ მინახავს“, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ასპინძაში ავარიას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ასპინძაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

ნათია თურნავა: მიხარია, რომ ქართველ სტარტაპერებს შორის ქალბატონების რაოდენობა იზრდება

"როგორც ეკონომიკის მინისტრს და როგორც ქალს, ძალიან მახარებს ქალბატონების რაოდენობა სტარტაპერებს შორის, რადგან ძალიან ბევრი, კრეატიული იდეის სათავეში დგანან ახალგაზრდა, წარმატებული, ქართველი ქალები, რაც ძალიან ლოგიკურია",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ტექნოპარკში 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.

დავით ზალკალიანი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს პრეზიდენტთან ელიზაბეტ ტიჩი-ფილსბერგთან შეხვედრა გამართა.

 

დავით ჩიხელიძე: „ipsos“-ის, ისევე როგორც სხვა არაერთი კვლევა, საზოგადოებრივი აზრის ფორმულირებას ემსახურება და არა საზოგადოებრივი აზრის კვლევას 

ორგანიზაცია „დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის” ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე მთავარი არხის დაკვეთით, კომპანია „ipsos“-ის მირ ჩატარებულ გამოკითხვას ეხმიანება.

ნათია თურნავა: არ უნდა დავიშუროთ რესურსები, რაც ინოვაციურად მოაზროვნე ადამიანებს წაახალისებს

"ჩვენი სტარტაპერები უკვე გაცილებით მეტად არიან მომზადებულები, მეტი შანსი აქვთ მოიპოვონ დაფინანსება და გლობალურ ბაზარზე გავიდნენ",- ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ 100 000 ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

26 თებერვალს ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისში", 26 თებერვალს, 10:30 საათზე  ეკონომიკური კონფერენცია "საქართველო და მსოფლიო 2020" გაიხსნება.

ქართულ მრავალხმიანობასა და სუფრას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭა

ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს - "ქართულ მრავალხმიანობასა" და "ქართული ტრადიციული სუფრის/პურობის კულტურას". 

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია.

გიგი უგულავა შეწყალების თხოვნაზე: პრეზიდენტს მიმართვის გარეშეც შეუძლია საქმის გამოსწორება

"შეწყალების თხოვნით არ მგონია, რომ ვინმეს მივმართო",- ასე უპასუხა პატიმრობაში მყოფმა თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ კითხვას, რომელიც შეწყალების თხოვნას ეხებოდა.