ქართული შეიარაღების ექსპორტზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს

2017 წლის განმავლობაში "დელტა" არსებული კონტრაქტების შესრულებას ახორციელებდა, 2018 წლის მდგომარეობით კი ქართული შეიარაღების ექსპორტის თაობაზე მუშაობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანასთან მიმდინარეობს.

ამის შესახებ სსსტც „დელტას“ გენერალურმა დირექტორმა უჩა ძოძუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" ეთერში, გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა, გასული 2017 წელი შეაჯამა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.


„გასული 2017 წლის განმავლობაში „დელტა“ აქტიურად მუშაობდა კლიენტების მოთხოვნაზე მორგებული სერიული პროდუქტის წარმოებასა და დახვეწაზე. ასევე დაინტერესებულ ქვეყნებთან შეთანხმებითა და მათი მოთხოვნების გათვალისწინებით გადაიდგა ნაბიჯები ახალი პროდუქციის შექმნისკენ. შედეგად 2018 წელს ცენტრი კვლავ შეძლებს გააგრძელოს მუშაობა საერთაშორისო კონტრაქტებზე“. 


"დელტას შესაბამისი გუნდი მსოფლიოს ყველა კონტინენტზე მუდმივ რეჟიმში მუშაობს პოტენციურ მყიდველებთან. ამ ეტაპზე გვყავს წარმომადგენლობა მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში, ისინი აქტიურად მუშაობენ ადგილობრივ შემსყიდველებთან რათა მოახდინონ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი.“


„სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა დიდ დაინტერესებას იწვევს სეტყვასაშიში პროცესებით რისკიან ქვეყნებში და უკვე იგეგმება სამუშაო ჯგუფის გამგზავრება სამ სხვადასხვა ქვეყანაში ტექნიკური სამუშაოების შესრულების მიზნით.“


„დელტა აქტიურად მუშაობს ინდივიდუალური დაცვის საშუალებების განვითარებაზე, ამავდროულად მივდივართ ჯავშანტექნიკის მიმართულებით, სადაც განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ მოდულურ და მულტიფუნქციურ ჯავშანტექნიკაზე, ასევე ვმუშაობთ საარტილერიო სისტემების, ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისა და ინდივიდუალური შეიარაღების მიმართულებებითაც.“


„მულტიფუნქციური მოდულური სისტემებით შესაძლებელია მრავალწლიანი კომერციული ურთიერთობების დამყარება, ვინაიდან ერთი ტიპის ჯავშანტექნიკის შემთხვევაში შესაძლებლობა გვეძლევა ერთი პლატფორმის ბაზაზე ათობით სხვადასხვა დანიშნულების ჯავშანმანქანა შევთავაზოთ. 


ასევე შესაბამისი მუშაობა მიმდიანრეობს არსებული კადრების შენარჩუნების, მათი კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მოზიდვის მიზნითაც. ამისათვის „დელტაში“ ფუნქციონირებს შესაბამისი სასწავლო ცენტრი".


მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ირაკლი ლატარია: კონგრესმენის განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად, რადგან ის კომპანია „ფრონტერას“ პირდაპირი ლობისტია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

უკრაინაში თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.

გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.