ქალაქი გირესუნი საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტერიალს უმასპინძლებს

ხვალ, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების მორიგი შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ გირესუნში გაიმართება.

ლევან იზორიას თურქეთში ვიზიტი დედაქალაქ ანკარაში, ეროვნულ თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონიალით დაიწყო. საქართველოს თავდაცვის მინისტრს თურქმა კოლეგამ ნურეთინ ჯანიქლიმ უმასპინძლა.  
 
პირისპირ შეხვედრის შემდეგ მინისტრებმა საუბარი საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შემადგენლობით გაფართოებულ ფორმატში განაგრძეს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის მზარდი დინამიკა განიხილეს. მთავარ საკითხებს შორისაა ასევე, თურქეთთან, როგორც რეგიონის უდიდეს ნატოს წევრ ქვეყანასთან და სტრატეგიულ პარტნიორთან, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. თურქეთის მხარის მიერ საქართველოს მიმართ ხაზგასმით აღინიშნა მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული თანადგომა. ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა და განაცხადა, რომ თურქეთი ყველა შესაძლო ტრიბუნას იყენებს საქართველოს მიმართ საკუთარი პოზიციისა და მხარდაჭერის დასაფიქსირებლად.
 
ლევან იზორიამ მასპინძელ მხარეს ნატოში ინტეგრაციის კუთხით საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პროცესი 5 სტრატეგიულ მიმართულებას ეფუძნება.  ნურეთინ ჯანიქლიმ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მხრივ გატარებული რეფორმებს უმაღლესი შეფასება მისცა და ხაზი საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის პრაქტიკულ მზაობას გაუსვა. მან ავღანეთში მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს კონტრიბუციაც აღნიშნა და განაცხადა, რომ საქართველოს წვლილი ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე მისიებში დასაფასებელია. 
 
გაფართოებულ შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა ასევე, რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივი მინისტერიალის ფორმატსა და საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ საერთაშორისო წვრთნებში თურქეთის მონაწილეობის მნიშვნელობაზე.
 
ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლისა და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო და მისი მუზეუმი დაათვალიერა.


რუსეთის ახალი მთავრობა: ვინ ვინ არის და რა ვიცით მათ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას მინისტრთა ახალი კაბინეტის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.

ომბუდსმენი თეა წულუკიანთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს  

სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა.

 

ლაშა დარსალია თბილისში აკრედიტებულ ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სარალიძე გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმებაზე: ვის რამდენ წელს მიუსჯიან ნაკლებად მადარდებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს გამოეხმაურა.

"დემოკრატიის ინდექსში" სომხეთმა საქართველოს პირველად გაუსწრო

ანალიტიკური კვლევების ორგანიზაციის The Economist Intelligence Unit-ის 2019 წლის "დემოკრატიის ინდექსის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.08-ით შემცირდა და 165 ქვეყანას შორის კვლავ 89-ე ადგილზეა. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან რაივო აგეთან.

ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან

„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩუგოშვილი კონგრესმენების წერილზე: ქვეყანას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილს გამოეხმაურა.

ბათუმში ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს ქუჩაზე გადასვლის დროს შეეჯახა.

ირაკლი ბენდელიანი პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე: საპროტესტო ზონასთან კავშირში არ არის

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ირწმუნება, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი საპროტესტო აქციების შეწყვეტა არ არის.

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები ხვალიდან 4 მარშრუტზე განაწილდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. 

ზაზა ხუციშვილი: დიმიტრი ხუნდაძე თავიდანვე პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგი იყო

როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა, მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა,- ამის შესახებ ზაზა ხუციშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბრიტანული კომპანია OneWeb საქართველოს ბაზრით დაინტერესდა

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, რომელიც რეგიონს დაფარავს.

ვაშაძე პარლამენტის წინ ჯებირების დადგმაზე: ხელისუფლებამ თავი შემოიღობა

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ მწვანე ჯებირების დადგას გამოეხმაურა.

ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობის წევრები პარლამენტის წინ ჯებირების დადგმას აპროტესტებენ

ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს წინ მერიის მიერ ჯებირების დადგმას აპროტესტებენ.

ტრამპი: ჩვენ გვაქვს გეგმა "კორონავირუსთან" საბრძოლველად

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  ქვეყანას "კორონავირუსთან" საბრძოლველად გეგმა აქვს.

რეკომენაციები ვუჰანში წამსვლელებისთვის, სადაც "კორონავირუსია" გავრცელებული

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვუჰანში წამსვლელებისთვის რეკომენდაციებს გასცემს, სადაც "კორონავირუსია" გავრცელებული.

გელა ნიკოლაიშვილი: შოთაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც არაკორუმპირებულმა, პრინციპულმა ადამიანმა, რომელმაც სისტემა დააყენა კანონის საფუძველზე

ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს.

"ლა ლიგის ბიზნეს სკოლის" კურსზე სწავლა დაიწყო

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, "ლა ლიგის ბიზნეს სკოლის" სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო.

პირველად ისტორიაში საბერძნეთს ქალი პრეზიდენტი ჰყავს 

პირველად საბერძნეთის ისტორიაში ქვეყნის პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურად ქალი აირჩია.