ტრამპმა მოკავშირე ქვეყნებისთვის იარაღის გამარტივებული წესით მიყიდვის შესახებ განაცხადა

აშშ–ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის პრემიერ–მინისტრ სინძო აბესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ვაშინგტონი მოკავშირე ქვეყნებისთვის იარაღის სწრაფი და მარტივი პროცედურებით მიყიდვის გეგმაზე მუშაობს. 

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა ფლორიდის შტატში მდებარე რეზიდენციაში განაცხადა, სადაც იაპონიის პრემიერ-მინისტრს სინძო აბეს უმასპინძლა.


ორდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.


ხაზი გაესვა, რომ ლიდერები მოლაპარაკებებზე ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ კორეის ნახევარკუნძულის ბირთვულ განიარაღებას შეეცდებიან.


გარდა ამისა, ამერიკის ლიდერი სინძო აბეს დაპირდა, რომ იაპონიას „თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში“ დაეხმარება და ამას შეიარაღების მიყიდვის გამარტივების გზით გააკეთებს.


„ამერიკა მხარს უჭერს იაპონიის ძალისხმევას, თავდაცვითი პოტენციალის გაზრდის კუთხით. ჩვენ ვსწავლობთ იაპონიიისთვის შეირაღების მიყიდვის გამარტივების ვარიანტებს. ამას არა მხოლოდ იაპონიასთან მიმართებაში, არამედ სხვა მოკავშირეებთან მიმართებითაც ვაკეთებთ. ისინი იარაღს გაცილებით სწრაფად მიიღებენ“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, რომ „ახლა ეს დღეების საკითხი იქნება“.


როგორც „პირველთან“ საუბარში რონდელის ფონდის მკვლევარმა, აღმოსავლეთმცოდნე ზურა ბატიაშვილმა განაცხადა, ტრამპის აღნიშნული გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ „მსოფლიოში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. შესაბამისად, შექმნილ საფრთხეებზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო".


„მსოფლიოში დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის. სულ უფრო მეტად იკვეთება ახალი "ცივი ომის" კონტურები. შესაბამისად, საჭიროა სწრაფი რეაგირება შექმნილ საფრთხეებზე. ტრამპის ეს გადაწყვეტილებაც ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ”, - აღნიშნავს ბატიაშვილი.


რაც შეეხება მოკავშირეებისთვისაც შიეარაღების გამარტივებული წესით მიყიდვის საკითხს, როგორც სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა ირაკლი ალადაშვილმა „პირველთან“ საუბარში აღნიშნა, „წლის დასაწყისში მოხდა რევოლუციური გადაწყვეტილება, როდესაც ამერიკამ მოგვყიდა მესამე თაობის თანამედროვე მართვადი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები „ჯაველინი“. მაგრამ, თუ კიდევ ახალი რაღაც გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ამერიკის პარტნიორებისთვის პროცედურების გამარტივების - ეს მისასალმებელია“.


თუმცა, ალადაშვილი ხაზს უსვამს, რომ „ამერიკული იარაღი საკმაოდ ძვირია, იმის შეძენის საშუალებას, რაც ჩვენ გვინდა, საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა არ გვაძლევს“.


მაგრამ, „საქართველო ირჩევს ტოტალური თავდაცვის კონცეფციას, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო ფიქრობს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე“, – ამბობს ალადაშვილი.


„ამიტომ ენიჭება უპირატესობა იმ ტიპის შეიარაღების შესყიდვას, რომელიც გამოიყენება თავდაცვითი მიზნებისთვის. კერძოდ, ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის საშუალებები. „ჯაველინები“ ერთი ეტაპია, რომელიც გადადგმულია და ძალიან კარგია, შეიძლება ასევე ტანკსაწინააღმდეგო -„თოუ“–ს ტიპის სარაკეტო კომპლექსების შეძენა. მთავარია აქ არის საჰაერო თავდაცვაზე საუბარი: გადასატანი სარაკეტო კომპლექსები „სტინგერი“, ეს იაფი საშუალებაა მაგრამ ეფექტიანი, ასევე შეიძლება საჰაერო თავდაცვის სისტემების უფრო სერიოზული ტიპზეც დალაპარაკება, რადგან თანამედროვე ომებში ნებისმიერი თავდასხმა იწყება ჰაერიდან, რისი მოწმენიც ვიყავით 2008 წლის ომის პერიოდში. ასევე, შესაძლებელელია უპილოტო საფრენი აპარატების პარკის განახლება, შესაძლებელია დრონების შეძენაც, რომლებსაც შეეძლებათ არა მარტო სადაზვერვო ფუნქციის შესრულება, არამედ საარტილერიო ცეცხლის კორექტირება, ასევე იმ დრონების, რომლებსაც შეეძლებათ საჰაერო დარტყმის მიყენება. შეიძლება ასევე რადიოელექტრონული საშუალებების შეძენა“, - აღნიშნავს ალადაშვილი.


რაც შეეხება რუსეთის ფაქტორს და კავკასიის რეგიონს მთლინობაში, ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ „ნებისმიერი კარგი ამბავი, რომელიც საქართველოში შეიძლება იყოს, რუსეთის გაღიზიანებას იწვევს“.


„რაც შეეხება საბაბის მოძებნას, რომ საქართველოს წინააღმდეგ რაიმე ქმედება განახორციელონ, ეს არ გაუჭირდებათ, რადგან ორი საოკუპაციო სამხედრო ბაზა მათ ერთგვარ პლაცდარმად აქვთ, ასე რომ გამორიცხული, რა თქმა უნდა, არაფერი არ არის“, - განმარტა „არსენალის“ მთავარმა რედაქტორმა.


თუმცა, მისივე თქმით, „რაც უფრო მეტი თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო და საჰაერო თავდაცვის შეიარაღება და საშუალება ექნება ქართულ არმიას, ეს მეტ საშუალებას მისცემს მოწინააღმდეგეებს დააფიქროს უღირთ თუ არა მათ დანაკარგები. მათ ეცოდინებათ, რომ ქართველი მებრძოლები „ჯაველინებით“ და ვთქვათ „სტინგერებით“ შეძლებენ 10-დან 7-8 ტანკის აფეთქებას და 10 თვითმფრინავიდან 5-6–ის ჩამოგდებას - ეს დიდი დანაკარგია და მოწინააღმდეგე დაფიქრდება, უღირს თუ არა ომის წამოწყება“.


რაც შეეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, როგორც "პირველს" უწყებაში განუცხადეს, ვიდრე ამერიკა გაცილებით კონკრეტულ განაცხადს არ გააკეთებს კომენტარისგან თავს შეიკავებენ. 


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.