„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ მიმდინარეობს

თბილისში „ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ მიმდინარეობს.

 

კონფერენცია საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურმა, გენერალმა დენის მერსიემ, ვიცე პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში დესისლავა ივანოვამ გახსნეს.  


„ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი 2018 კონფერენცია“ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის, საქართველოსა და ბულგარეთის საელჩოს მიერ ერთობლივად დაიგეგმა. ამგვარი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება. ის მიზნად ისახავს იმის დემონსტრირებას, თუ როგორ შეუძლია SNGP-ის სტრუქტურას, ორგანიზაციასა და განხორციელების მექანიზმებს გახდეს განმეორებითი მოდელი ნატო-ს სხვა „თავდაცვისა და უსაფრთხოების აღმშენებლობის“ (DCB) ინიციატივებში. სასურველი შედეგის მიღწევა მოითხოვს, როგორც ჰოლისტიკურ და უწყებათაშორის მიდგომას, ასევე, ნატო-ს სტრუქტურების, მოკავშირეებისა და პარტნიორების მიერ ენერგიულ და სრულფასოვან ჩართულობას.


კონფერენციის ფარგლებში, ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების 175-მდე ექსპერტი საქართველოს სამთავრობო უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, არსებითი პაკეტის შედეგებსა და გაწეულ სამუშაოებზე იმსჯელებენ.


სამუშაო ჯგუფებად დაყოფილი უცხოელი სტუმრები ქართველ კოლეგებთან ერთად ისეთ საკითხებს განიხილავენ როგორიცაა: საქართველოს სტრატეგიული და ოპერატიული პროგრამების ურთიერთთავსებადობა როგორც სამთავრობო უწყებებთან, ასევე, ნატოს წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან; ტოტალური თავდაცვის კონცეფცია; ადამიანური, ორგანიზაციული, ფინანსური, ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო რესურსები.
მისასალმებელ სიტყვაში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მადლიერება გამოხატა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო ბულგარეთის საელჩოს მიმართ ასეთი მნიშვნელოვანი კონფერენციის ორგანიზებისთვის. „დღეს ჩვენ პროგრესის გზაზე ვდგავართ. მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ნატოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის“ - განაცხადა ლევან იზორიამ.


ცერემონიალის ოფიციალურად გახსნის შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის მეთაურთან, გენერალმა დენის მერსიესთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან ერთად პანელში „საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობებსა და ინსტიტუციონალურ აღმშენებლობაზე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის გავლენა“ მიიღო მონაწილეობა. პანელს ბულგარეთის ელჩი საქართველოში დესისლავა ივანოვა მოდერატორობდა.


ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ინიციატივებზე აქტიური მსჯელობა და მიმდინარე პროცესების შეფასება გასულ წელს დაიწყო, როცა „SNGP-ის სინქრონიზაციის სამუშაო შეხვედრა“ გაიმართა. სამუშაო შეხვედრის მიზანი ახალ სტრატეგიულ მიმართულებაზე საერთო მიდგომის მიღწევა, საერთაშორისო მხარდაჭერის კონსოლიდაცია და დუბლირებული ძალისხმევის თავიდან აცილება იყო.


ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო

თელავში ორგანიზაციის "ქვეყნის სამსახურში" ინიციატივით დაგეგმილი საპროტესტო აქცია დაიწყო.

პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება

21-22 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ნორვეგიული ცენტრის (DIKU) მიერ დაფინანსებული პროექტის, ,,ქართულ-ნორვეგიული თანამშრომლობა საზოგადოებრივ ჯანმრთელობაში GeNoC-PH“ ფარგლებში კონფერენცია გაიმართება.

ილია მეორე აშშ-ში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრებ ქართველებს მიმართავს.

ნინოწმინდის ელექტროსადგურზე "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი გარდაიცვალა

ნინოწმინდის სოფელ სოფელ განძაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელს სავარაუდოდ, დენმა დაარტყა.

საკონსულო: ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე შვიდი მოქალაქეა დარჩენილი

ბარსელონაში საქართველოს გენერალური კონსულის ინფორმაციით, რომელიც ბარსელონას აეროპორტში იმყოფება, საქართველოს ავიახაზების 20 ოქტომბრის ბარსელონა-თბილისის რეისის გაუქმების გამო, ბარსელონას აეროპორტში ამ ეტაპზე დარჩენილია მხოლოდ 7 მოქალაქე.

საკონსულო: ავიახაზებმა მოქალაქეებს ვითარების გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით, უმეტესობამ მოაგვარა საკითხი

თბილისი- ბარსელონას და ბარსელონა-თბილისის მიმართულებით შეჩერებულ ავიარეისებთან დაკავშირებით, საქართველოს საკონსულო ბარსელონაში განმარტებას აკეთებს.

არეულობა ჩილეში - სუპერმარკეტში გაჩენილი ხანძრის შედეგად  სამი ადამიანი დაიღუპა

ჩილეში კვლავ საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობს. არეულობის დროს, სანტიაგოში მდებარე სუპერმარკეტში ცეცხლი გაჩნდა, რასაც სამი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

 
დონალდ ტრამპი: ჰილარი კლინტონი გაგიჟდა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეშლილად მოიხსენია.

21 ოქტომბერს ჯივიპი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 21 ოქტომბერს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონის, მე-2 კვარტალში, გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

 

ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს

20 ოქტომბერს მსოფლიო ავიამეთვალყურეების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. საქართველოს ეკონომიკისა და მდსგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ქართველ ავიამეთვალყურეებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებთან საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერების მიზნით, სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს აგრძელებს.

გუდამაყრის ხეობაში ინტერნეტი გაეშვა

გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება.

ლევან დავითაშვილი: თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია წარმატებულია, ჩვენ გადავარჩინეთ ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, 2019 წელს, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ განხორციელებული ბრძოლის ღონისძიებების ანგარიში მოისმინა.

წალენჯიხაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკიფუში, საცხოვრებელი სახლის უკან მდებარე სათბურში ახალგაზრდა მამაკაცი ჩამომხვრჩვალი იპოვეს.

სოფელ ატოცში უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ამ ეტაპისთვის არ მიმდინარეობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცთან რუსეთის საოკუპაციო ძალები პერიოდულად ჩნდებიან, თუმცა მათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი ჯერჯერობით არ განუახლებიათ.

ორგანიზაცია "ქვეყნის სამსახურში" თელავში საპროტესტო აქციას გამართავს

მერიის აკრძალვის მიუხედავად, აქციის ორგანიზატორის, გიგა მაქარაშვილის თქმით, არ დაემორჩილებიან მერიის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და კონსტიტუციის თანახმად, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მაინც შეიკრიბებიან.

კორპუსში აფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმეა

გურამიშვილის გამზირზაფეთქების შედეგად დაშავებული ერთი პირის მდგომარეობა კვლავ უკიდურესად მძიმე რჩება.

ირაკლი ხელაძე: ვვარაუდობთ, რომ იმ კორპუსის მცხოვრებლების ნაწილს, სადაც აფეთქება მოხდა, თავიანთ ბინებში დაბრუნება შეეძლებათ

ნაძალადევის რაიონის გამგებელის ირაკლი ხელაძის განცხადებით, ერთ კვირაში გახდება ცნობილი, საცხოვრებლად ვარგისია თუ არა გურამიშვილის გამზირზე მდებარე კორპუსი, სადაც აფეთქება მოხდა.

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც  აფეთქება მოხდა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს

გურამიშვილის გამზირზე, საცხოვრებელ კორპუსში, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ამ წუთებში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 
ლონდონში საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება გაფორმდება, რომელიც ბრექსიტის შემდეგ შევა ძალაში

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 20-21 ოქტომბერს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა.