ლევან იზორიას ავღანეთში ვიზიტის დროს ბაზა „კუნდუზზე" თავდასხმა მოხდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. 

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.


 


უწყების ინფორმაციით, ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.


 


ბაზა „კუნდუზზე" დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.


 


თავდაცვის მინისტრი ავღანეთში ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მოინახულა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს.


 


IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. 


 


ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა , სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.


 


მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა. 


 


საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.


 


საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.


 


 


უმბერტო დე პრეტო აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციის (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო 22 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობის ახალი პროექტი იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა.

მიხეილ ბატიაშვილმა სომხეთის განათლების მინისტრთან რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

გაფრინდაულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.

კობა გვენეტაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

თალაკვაძე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე: ოპოზიციის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება

სკანდალური შეწყალებების საქმეზე პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციიის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, დაცვის მხარემ კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის 3 მილიარდი აქვს დახარჯული, საიდანაც მოგება არ მიუღია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით შესაძლო ფულის გათეთრების საკითხზე საუბრისას, საზოგადოებას ახსენებს თუ რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის.

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

ამირან გულუაშვილი: ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში

„ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს კანდიდატმა ამირან გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: 

შსს სოციალურ ქსელში განთავსებული არასრულწლოვანის ვიდეოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს.