43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის ფარგლებში გადამზადდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონი პირველი ქვედანაყოფია, რომელიც უპრეცედენტო პროექტის - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით (GDRP) მომზადდა.

საბრძოლო მომზადების ცენტრისა (CTC)  და ამერიკელი დამკვირვებელ-მაკონტროლებლების ერთობლივი შეფასებით, 43-ე ბატალიონი მზად არის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის გეგმით გათვალისწინებული დავალებები მაღალ დონეზე და ეფექტიანად შეასრულოს.


13-კვირიანი ინტენსიური წვრთნების შედეგად ამაღლდა ბატალიონის საბრძოლო მზადყოფნის ხარისხი, მომზადების პერიოდში შემუშავებული ტაქტიკური სტანდარტული სამოქმედო პროცედურებით გაუმჯობესდა მართვისა და კონტროლის პროცედურები. წვრთნებში ჩართვამდე კი, სრულად აღიჭურვა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინდივიდუალური და კოლექტიური შეიარაღებით.


დღეს საბრძოლო მომზადების ცენტრში (CTC) 43-ე ბატალიონის მიერ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის პირველი როტაციის წარმატებით დასრულება აღინიშნა. 43-ე ბატალიონის, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) პირად შემადგენლობას, ასევე აშშ-ის ევროპული სარდლობის ინსტრუქტორებს წვრთნების წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსის მ.შ., პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ მიულოცეს.


„საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამით დავიწყეთ ახალი ეპოქა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების ეფექტიანად შესრულებისთვის არის მიმართული. 43-ე ბატალიონს  დიდი პატივი გქონდათ დაგეწყოთ აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული კურსი. სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ 13 კვირის განმავლობაში თქვენი მაღალი პროფესიონალიზმით, დისციპლინის მაღალი ხარისხით და თანამშრომლობის საუკეთესო ფორმით, რომელიც ამერიკელ და ქართველ ინსტრუქტორებთან ჩამოგიყალიბდათ, მიაღწიეთ განსაკუთრებულ წარმატებას. ეს კიდევ ერთხელ გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას, კიდევ უფრო აამაღლებს მის სტაბილურობას, უსაფრთხოებას, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს საქართველოს თითოეული მოქალაქის მეტ დაცულობას. ჩვენი ქვეყნის ღირსების დაცვას კი, ვხედავთ სწორედ იმ გზაზე, რასაც ნატოში ინტეგრაცია, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავება ჰქვია“,  - აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.


ღონისძიება CTC ცენტრის ქართველ და ამერიკელ ინსტრუქტორთა, ასევე 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეთა დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა. 


უპრეცედენტო პროექტის - თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში 43-ე ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი იყო საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) - 53-მდე სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ამერიკელი ინსტრუქტორი. მენტორებმა ქვედანაყოფზე დაკვირვება და საბოლოო შეფასება სპეციალური ფორმით საბრძოლო ძალის ელემენტების 6 მიმართულებით განახორციელა: სახმელეთო მანევრი, საცეცხლე საშუალებების გამოყენება, სადაზვერვო შესაძლებლობების გამოყენება, ძალთა დაცვა, მართვა და კონტროლი, შენარჩუნების ოპერაციები.


43-ე ბატალიონმა CTC-ის ხელმძღვანელობის რეკომენდაციითა და ზედამხედველობით,  GDRP-ის ფარგლებში მიღებული საბრძოლო გამოცდილების დახვეწისა და გაუმჯობესებისთვის შიდამოსამზადებელი სწავლების გეგმა  (homestation training plan) უკვე შეიმუშავა. დღეიდან, ქვედანაყოფი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდება და ადგილზე გააგრძელებს გეგმით დასახული ამოცანების შესრულებას. ქვედანაყოფის მზადყოფნის დონეს კი, პერიოდულად  მონიტორინგს გენერალური შტაბის საბრძოლო მომზადების მზადყოფნის სამმართველო გაუწევს.  


13-კვირიანი მომზადების ფარგლებში 43-ე ბატალიონმა საბრძოლო მომზადების სრული ციკლი მაქსიმალურად მიახლოებული ბრძოლის პირობებში ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში  გაიარა.


საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია  საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო ქვედანაყოფების მზადყოფნის დონის ამაღლება ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველსაყოფად. პროგრამა ასევე, უზრუნველყოფს მათი დაკომპლექტების, წვრთნისა და აღჭურვის შესაძლებლობების განვითარებას.


 


უმბერტო დე პრეტო აბრეშუმის გზის ფორუმში მიიღებს მონაწილეობას

საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ორგანიზაციის (IRU) გენერალური მდივანი უმბერტო დე პრეტო 22 ოქტომბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის პანელში „სატრანსპორტო კავშირები - ტრანსფორმაცია აბრეშუმის გზის გასწვრივ და მის მიღმა“ მიიღებს მონაწილეობას.

ირაკლი მირცხულავა: მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში

„მინდა ჩემი წვლილი შევიტანო პროკურატურის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და მისი ეფექტიანობის ზრდაში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრობის კანდიდატმა ირაკლი მირცხულავამ პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობის ახალი პროექტი იწყება

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში ახალი პროექტი „ეროვნული პარკები და ეკოტურიზმი“ იწყება.

ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა

საქართველოს ეროვნული ბანკი მდგრადი საბანკო ქსელის შეფასების სისტემაში ორი ნაბიჯით დაწინაურდა.

მიხეილ ბატიაშვილმა სომხეთის განათლების მინისტრთან რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრა

მიხეილ ბატიაშვილმა და სომხეთის განათლების მინისტრმა არაიკ არუთიუნიანი რეფორმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა

გარემოსდაცვითი განათლების კვირეულის ფარგლებში გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  ორგანიზებით სკოლის მოსწავლეებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი ხასიათის ღონისძიებები გაიმართა.

დევდორაკის გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება

საავტომობილო გზების დეპარატმენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ133 მონაკვეთზე მდებარე „დევდორაკის“ საავტომობილო გვირაბში მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

გაფრინდაულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა

დიდუბის რაიონის გამგეობა გაფრინდაულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს.

კობა გვენეტაძემ მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის სადისკუსიო პანელზე პრეზენტაცია წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბაკნის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო საფინანსო კორპორაციისა (IFC) და IFC-ის მხარდაჭერით შექმნილი მდგრადი საბანკო ქსელის (SBN) ორგანიზებულ მრგვალი მაგიდის დისკუსიაში, რომელიც ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში გაიმართა.

EQAR-ის პრეზიდენტი: „თქვენ ჩვენი - ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ”

ერევანში, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის - ENQA-ს ყოველწლიურ გენერალური ასამბლეაზე საქართველო როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა ოფიციალურად წარადგინეს.

კობა გვენეტაძე სსფ-ის და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (სსფ) და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მონაწილეობს.

საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 ოქტომბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება.

"დაიცავი შენი შვილი" - ანა დოლიძე საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აზარტული თამაშების წინააღმდეგ საზოგადოებრივ მოძრაობას, სახელწოდებით -"დაიცავი შენი შვილი" აყალიბებს.

თალაკვაძე პრეზიდენტის პასუხისმგებლობაზე: ოპოზიციის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება

სკანდალური შეწყალებების საქმეზე პრეზიდენტის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ოპოზიციიის განცხადებები სამმაგ სტანდარტს ეფუძნება.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულებმა სასამართლო სხდომაზე ბრალი აღიარეს, დაცვის მხარემ კი, ბრალდების მხარის მტკიცებულებები უდავოდ ცნო

20 ივნისის საქმეზე დაკავებული გიორგი ჯავახიშვილი და თორნიკე დათაშვილი სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.

თალაკვაძე: ბიძინა ივანიშვილს საქართველოსთვის 3 მილიარდი აქვს დახარჯული, საიდანაც მოგება არ მიუღია

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, "პროგრეს ბანკთან" დაკავშირებით შესაძლო ფულის გათეთრების საკითხზე საუბრისას, საზოგადოებას ახსენებს თუ რამდენი დახარჯა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყნისთვის.

ბილაინი NASA Space Apps Challenge-ის პარტნიორია

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონი“-ს წევრი, ბილაინი მსოფლიო მასშტაბის ჰაკათონის ადგილობრივი კონკურსის მხარდამჭერია.

ამირან გულუაშვილი: ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში

„ვიქნები თითოეული გამომძიებლისა და პროკურორის წარმომადგენელი და ნების აღმსრულებელი საპროკურორო საბჭოში“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს კანდიდატმა ამირან გულუაშვილმა პროკურორთა კონფერენციაზე განაცხადა.

რე|ბანკის და Dog Organization Georgia-ს ერთობლივი პროექტი მიუსაფარი ძაღლებისთვის

რე|ბანკი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში DOG (Dog Organization Georgia) - თან ერთად ახალ, სასარგებლო პროექტს განახორციელებს: 

შსს სოციალურ ქსელში განთავსებული არასრულწლოვანის ვიდეოს შესახებ განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელში ბავშვის ვიდეოების გავრცელებასთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა "ლიბერთი ბანკის" მხარდაჭერით შეიქმნა

onoff.ge ონლაინ პლატფორმა, საყოფაცხოვრებო მსხვილი და წვრილი ტექნიკის სახლიდან გაუსვლელად შერჩევის, შეძენისა და საკურიერო მომსახურებით სარგებლობის საშუალებას წარმოადგენს.