პრემიერი “ღირსეული პარტნიორის” მონაწილეებს: გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე მხოლოდ მშვიდობაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სწავლება ,,ღირსეული პარტნიორის“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

 

ბახტაძის თქმით,  ქართვლებისთვის საამაყოა, რომ ჩვენი ჯარისკაცების ერთგული სამსახურის, თავდადებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში შეტანილი წვლილისთვის დღეს საქართველოს  ღირსეულ პარტნიორად მიიჩნევენ და ეს საერთაშორისო სწავლებაც სწორედ ამ სახელს ატარებს.


პრემიერის განცხადებით, სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ მთელ ჩვენს რეგიონში უსაფრთხოებას, სტაბილურობისა და მშვიდობის  განმტკიცებას ემსახურება. 


“არაერთხელ თქმულა და დღეს ამ ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ  მსურს განვაცხადო - ეს საერთაშორისო სწავლება არც ერთი ქვეყნის წინააღმდეგ  არ არის მიმართული, იგი მხოლოდ  და მხოლოდ რეგიონულ უსაფრთხოებას, მშვიდობისა  და სტაბილურობის განმტკიცებას ემსახურება, რაც, დარწმუნებული ვარ, ყველა ერის ინტერესშია.მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების მონაწილე ქვეყნების რაოდენობა მართლაც შთამბეჭდავია, უკვე 13 მონაწილემდე გაიზარდა და მასში შედიან საქართველო, აშშ, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, სომხეთი, პოლონეთი, ნორვეგია, თურქეთი და უკრაინა. სწავლება სასარგებლოა ყველა მონაწილე ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის, თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და საბრძოლო მზადყოფნის  ამაღლებისთვის.  რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, ყალიბდება ურთიერთნდობა სხვადასხვა ქვეყნის სამხედროებს შორის და საფუძველი ეყრება თანასწორუფლებიან, ერთმანეთის გაძლიერებაზე ორიენტირებულ სამხედრო-პოლიტიკურ თანამშრომლობას. რაც შეეხება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, ეს სწავლება იქნება მეტი პროფესიონალიზმის, მეტი სიმტკიცის, მეტი საბრძოლო მზადყოფნისა და  სტრატეგიულ და საერთაშორისო პარტნიორებთან მეტი თავსებადობის მომტანი, ჩვენს ქვეყანას კი მეტ მშვიდობას, მეტ უსაფრთხოებას, მეტ სტაბილურობასა და საერთაშორისო ჩართულობას მოუტანს”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო დიდად აფასებს ყველა პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერას და მადლობელია აშშ-ისა და ნატოს სხვა  წევრი და მეგობარი ქვეყნების მხრიდან გამოხატული მკვეთრი მხარდაჭერისთვის, რაც სახეზეა ბოლო წლების განმავლობაში და საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან. 


“მოგეხსენებათ, ისტორიულად, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული მის ტერიტორიაზე მეგობრული ჯარების ყოფნით და ახლა ჩვენ თვისობრივად ახალი ისტორიული რეალობის მომსწრე ვართ. თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო და რეგიონი დღეს უფრო დაცულია. მეგობრებო, დღეს გმასპინძლობთ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების დიდი ნაჭილი სამწუხაროდ ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ ოკუპაციაზე და ამ უმძიმეს გამოწვევაზე არის მხოლოდ მშვიდობა და სტაბილური ქვეყნის მშენებლობა, სადაც მთავარი პრიორიტეტი გახლავთ დემოოკრატიული ღირებულებები. მსურს, კიდევ ეღთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს, თითოეულ თქვენგანს იმ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერისთვის, რასაც თქვენ საქართველოსთვის და ჩვენი ერისთვის ახორციელებთ.  საერთაშორისო სწავლება ,,ღირსეული პარტნიორი“ - 2018, ისევე როგორც ყველა წინა სწავლება, დარწმუნებული ვარ, იქნება შედეგიანი და პოზიტიურ გავლენას მოახდენს მონაწილე ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე, რომლებიც, თავის მხრივ, ამ სწავლებაში მიღებულ ცონდასა და უნარ-ჩვევებს იმ სასიკეთო საქმეს მოახმარენ, რასაც მსოფლიოში მშვიდობის განმტკიცება ჰქვია.  ღმერთი იყოს საქართველოს და ჩვენი ყველა მეგობარი ქვეყნის მფარველი, გისურვებთ წარმატებებს”, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სწავლების მონაწილე სამხედროებს. 


სწავლებაში, რომელიც ვაზიანში დღეს გაიხსნა, ნატოს წევრი, პარტნიორი და მეგობარი ქვეყნების 3004 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს.


 


 


მამუკა მდინარაძე: ნებისმიერ პოლიტიკოსს ობიექტური დასკვნის გამოსატანად ვურჩევ ისარგებლონ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლოდროინდელი პოზიციით

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მამუკა მდინარაძე კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

თელავში სამ საცხოვრებელ სახლში ცეცხლი ლოკალიზებულია

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

ირაკლი ლატარია: კონგრესმენის განცხადება ვერ ჩაითვლება ობიექტურად, რადგან ის კომპანია „ფრონტერას“ პირდაპირი ლობისტია

ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია აცხადებს, რომ რესპუბლიკელი კონგრესმენის მარკიუნ მალინის წერილს, რომელშიც ის საქართველოს მთავრობას ამერიკული კომპანიების მიმართ მტრულ განწყობაში ადანაშაულებს, პირადი ინტერესი უდევს საფუძვლად.

ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ცხედრები უკრაინაში გადაასვენეს

უკრაინაში თეირანის აეროპორტის მახლობლად ჩამოვარდნილი თვითმფრინავის კატასტროფაში დაღუპული 11 ადამიანის ცხედრები გადაასვენეს.

გია ვოლსკი: კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება

„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენის განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის, „ფრონტერას“ ინტერესს უკავშირდება“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ე.წ მიონის შენობაში ხანძარი ლიკვიდირებულია-დაღუპულია ერთი მამაკაცი

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე გაჩენილ ხანძარს შუა ხნის მამაკაცი ემსხვერპლა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძის 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა

ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვახტანგ რობაქიძის აღკვეთის ღონისძიებაზე მეორედ იმსჯელეს. "ქართული ოცნების" დეპუტატ ანრი ოხანაშვილისადმი მუქარისა და ხულიგნობისთვის დაკავებულს 7000-ლარიანი გირაო შეეფარდა.

თელავში სამი საცხოვრებელი სახლი იწვის

თელავში, ახვლედიანის ქუჩაზე, სამი საცხოვრებელი სახლი იწვის. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძარი დაკეტილ ბინაში გაჩნდა და დანარჩენებს მოედო.

ანდრია გვიდიანი: კონგრესმენი იქცევა არაეთიკურად, როდესაც იყენებს მის პოლიტიკურ გავლენას მის მიერ ლობირებული კომპანიის მხარდასაჭერად

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი კონგრესმენ მალინის განცხადებას, სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

ბელიაშვილის ქუჩაზე ე.წ. მიონის შენობა იწვის

თბილისში, ბელიაშვილის ქუჩის 98 ნოემრში ყოფილი მიონის ქარხნის შენობაში მეეექვსე სართულზე ხანძარი ლოკალიზებულია. 

მამუკა ხაზარაძე: ქვეყანა, "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობით, ორიენტრირებულია ჩრდილოეთ ვექტორზე

პარტია "ლელო საქართველოს" მლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონგრესმენ მორკუინ მალინის წერილი საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიულ ურთიერობას ეჭვქვეშ აყენებს.

მეუფე იოანე დეკანოზის შეწყალებაზე: როცა პრეზიდენტს შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ალბათ ის შეასრულებს ამას

ქუთაის-გაენათის ეპისკოპოსი მეუფე იოანე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მას არავის პატიმრობაში ყოფნა არ სურს. 

ხელვაჩაურში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შარაბიძეებში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთმა კი ძლიერი დამწვრობა მიიღო.

გია ვოლსკი: დასპოილერება რა არის არ ვიცი, მაგრამ გახარია არის ქვეყნის სტაბილურობის გარანტია

"დასპოილერება რა არის არ ვიცი, გიორგი გახარია მძლავრად არის თავის პოსტზე",- ამის შესახებ პართალენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ სამთავრობო ცვლილებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. 

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: განცხადება მიკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება

"მე ვფიქრობ, რომ განცხადება მნიკერძოებულია და ის კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება",- ასეთი შეფასება მისცა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე სპიკერმა გია ვოლსკიმ რეპუბლიკელი კონგრესმენის მარკუინ მალინის წერილს.

ილიამ მეროე: დღეს უნდა ასხუროთ ნაკურთხი წყალი თქვენს სახლებს, თქვენს ეზო-კარს და მადლი სულისა წმინდისა დაისადგურებს თქვენთან

კათოლისკოს-პატრარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძრიდან მოსახლეობას ნათლისღების დღესასწაული მიულოცა, დალოცა მრევლი და მისცა კურთხევა, რომ მათ სახლებს ნაკურთი წყალი ასხურონ.

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში ტრამპის მრჩეველი თანამდებობიდან გადადგა

რუსეთისა და ვეროპის საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველი ენდრიუ პიკი თანამდებობიდან გადადგა.

გური სულთანიშვილის "საზოგადოებრივი მითები" ფეიკმედიის და მედიის ნეიტრალურობის შესახებ - POSTV

„გავრცელებული მითი მედიის ნეიტრალურობის და მიუკერძოებლობის შესახებ არა მხოლოდ მოგონილია, არამედ შეუძლებელი და ეწინააღმდეგება ჯანსაღი დემოკრატიული პროცესის წარმოებას, სადაც სხვადასხვა ინტერესის ჯგუფები საკუთარი იდეების და დღის წესრიგის გასამყარებლად იბრძვიან“, - ამბობს POSTV-ის გადაცემა „საზოგადოებრივი მითების“ ავტორი და წამყვანი გური სულთანიშვილი.

იემენში ყაზარმის სარაკეტო დაბომბვისას 70 სამხედრო დაიღუპა

იემენში, მარიბის რაიონში მდებარე სამხედრო სასწავლო ბანაკი დაიბომბა, რის შედეგადაც 70 სამხედრო დაიღუპა. 

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

ქუთაისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

თბილისში პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე 977 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. დააკავა.