მამუკა ბახტაძე: ჩვენი მთავარი მიზანია, თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება

ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში ნატოს სტანდარტებთან და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ. 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინიტრმა მამუკა ბახტაძემ სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს საჰაერო სივრცე თავდაცვისუნარიანობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია და მისი დაცვა ქვეყნის ღირსების საქმეა. მამუკა ბახტაძის თქმით, ამ საქმეში საქართველოს ფასდაუდებე ლ დახმარებას უწევენმოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები.


„ვულოცავ ამ დღეს ყველას, ვინც საქართველოს საჰაერო სივრცის სადარაჯოზე დგას, თითოეულ სამხედრო მფრინავს, მთელ საჰაერო ძალებს.  მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას საქართველოს ერთგული და უანგარო სამსახურისთვის. თქვენი სახით დღეს ჩვენს ქვეყანას ჰყავს  პროფესიონალი, მაღალ დონეზე მომზადებული კადრები, რომლებიც სულ უფრო უახლოვდებიან საერთაშორისო სტანდარტებს. ქართულ სამხედრო ავიაციას 26-წლიანი გამოცდილება აქვს. თუმცა, მისი ისტორია 100 წელს ითვლის  და 1918 წლიდან, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდიდან იწყება, როდესაც პირველი ქართული სამხედრო საავიაციო დანაყოფი შეიქმნა. საამაყოა, რომ ჩვენმა სამხედრო მფრინავებმა ამ ხნის განმავლობაში არაერთხელ გამოიჩინეს თავი საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვის საქმეში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ერთ-ერთ ინიციატივას წარმოადგენს. 


„სწორედ ეს განაპირობებს ჩვენს განსაკუთრებულ სტრატეგიულ ურთიერთობას საფრანგეთთან, რომელიც ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს ამ საქმეში. ამჟამად უკვე საქართველოშია საჰაერო თავდაცვის სისტემები - რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომელთა ჩამოტანა ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ამიერიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მთავრობის მეთაურის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებების გარდა, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერით და დახმარ ებით ასევე უმჯობესდებაქართული სამხედრო ავიაციის საჰაერო-სატრანსპორტო და ლოგისტიკურიშესაძლებლობები.


„მიმდინარეობს აგრეთვე შვეულმფრენების პარკის განახლება  - რემონტი და მოდერნიზება, რაც ხელს შეუწყობს თვისებრივად ახალი, დასავლური სტანდარტების ქვედანაყოფის ფორმირებას. ეს შექმნის მყარ ბაზას მოძველებული ტექნიკის თანამედროვე საფრენი აპარატებით ეტაპობრივი ჩანაცვლებისათვის. შედეგად ქვეყანას ეყოლება მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები, რომლებიც ეფექტიანად შეასრულებენ არა მარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებებს, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ჩაერთვებიან ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციებში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ცერემონიის დაწყებამდე მამუკა ბახტაძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ღონისძიებაზე მოწვეულმა სტუმრებმა, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.


სამხედრო ავიაციის დღესთან დაკავშირებითღონისძიება ალექსეე ვკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გაიმართა, სადაც თავდაცვის სამინისტრომ ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო სარაკეტო სისტემები წარმოადგინა. მოწვეულ სტუმრებს სიტყვითსაქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა მიმართეს.


 


 


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.