ირაკლი ბერაია: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ  მინისტრის ინიციატივას ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ

დეპუტატ ირაკლი ბერაიას განცხადებით, ლევან იზორიას ხელმძღვანელობით, თავდაცვის სამინისტროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები უპრეცედენტოა, როგორც შინაარსობრივი, ასევე მასშტაბების თვალსაზრისით. 

მისივე თქმით, ამ რეფორმების მიზანი, საქართველოს თავდაცვითი მზადყოფნის გაძლიერება და ქართული შეიარაღებული ძალების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის გაზრდაა:


„რაც სამხედრო განათლებისა და წვრთნების უზრუნველყოფით, საერთაშორისო პროექტების (განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა) სინქრონიზებით, ადეკვატური დაფინანსებით, ნატო-სთან თავსებადი შეიარაღებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებით და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებით ხორციელდება.  ჩვენი ქვეყნის თავდაცვის ორგანიზება ეფუძნება თავდაცვის ახლებულ ხედვას და სრულ შესაბამისობაშია ნატო-ს უელსისა და ვარშავის სამიტებზე განსაზღვრულ ალიანსის განახლებული შეკავების პოლიტიკის პრიორიტეტებთან. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და ნატოსთან თავსებადობის ხარისხმა უპრეცედენტოდ მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. თავდაცვის ბიუჯეტი მშპ-ს 2 %-ს, ხოლო მასში აღჭურვილობის წილი - 20 % ზე მეტს შეადგენს. ხორციელდება შეიარაღებული ძალების უახლესი ანტი-სატანკო, საჰაერო თავდაცვის და ცეცხლსასროლი იარაღით აღჭურვა, საწვრთნელი და სხვა ინფრასტრუქტურის განვითარება. აღნიშნული ქმედითი ნაბიჯები საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბევრად უფრო თავსებადს ხდის ნატო-სთან, ვიდრე ალიანსის ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს.  თავდაცვის მინისტრის ბრიუსელში ვიზიტისას, ამერიკის თავდაცვის მდივნის, ნატო-ს გენ მდივნის და ალიანსის სხვა წევრი სახელმწიფოების თავდაცვის მინისტრების შეფასებები ამის ნათელი დადასტურებაა. ის, რომ ჯეიმს მეთისი თავდაცვის რეფორმებს მოიხსენიებს, როგორც სამაგალითოს და ჯეიმს აპატურაი აღნიშნავს, რომ საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რეფორმების სფეროში დასახული ამოცანა კარგად შეასრულა, ნიშნავს იმას, რომ მინისტრი იზორია, არის ძალიან წარმატებული მინისტრი და რეფორმატორი ლიდერი, რომლის ხედვაც გადამწყვეტ როლს ასრულებს თავდაცვის სისტემის განვითარებაში და გაძლიერებაში. აქვე მსურს აღვნიშნო, რომ მე გასულ კვირას დავბრუნდი ვაშინგტონიდან, სადაც ვმონაწილეობდი აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში, სადაც აშშ-ის თავდაცვისა და სახელმწიფო დეპარტამენტების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესი“,-განაცხადა ირაკლი ბერაიამ.


როგორც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ბერაია  სრულ მხარდაჭერას უცხადებს  მინისტრის ინიციატივას ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის შექმნის შესახებ და 2019 წლის გაზაფხულზე ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნების ჩატარებას.


„ იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ალიანსში გაწევრებისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, აუცილებელია მათი შემდგომი დახვეწა, გაფართოება და ამ მიზნით გვჭირდება კრეატიული ნაბიჯები. თანამშრომლობის ეს ახალი პრაქტიკული ინსტრუმენტები, უზრუნველყოფს არა მხოლოდ ჩვენი შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნისა და თავსებადობის სტანდარტის შემდგომ ამაღლებას, არამედ უპრეცედენტო ნაბიჯია რეგიონში ალიანსის გაზრდილი ხილვადობისა და შეკავების ხარისხის უზრუნველსაყოფად. ასევე მსურს გამოვეხმაურო იმ უსაფუძვლო, ბინძურ კამპანიას, რასაც თავდაცვის სამინისტროსა და მინისტრის მისამართით აქვს ადგილი. ეს არის მიზანმიმართული იერიში ჩვენი ხელისუფლების ყველაზე ძლიერ და წარმატებულ რგოლებზე, რაზეც გადის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ადვილი მისახვედრია, თუ ვის ინტერესებშია ეს დესტრუქციული ქმედებები. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს თავდაცვის სამინისტროს საქმიანობა და ამ შეფასებაში ჩვენი მთავარი კრიტერიუმი და ინსტრუმენტია ჩვენ ხელთ არსებული საპარლამენტო ზედამხედველობის მექანიზმები, ჩვენი ამერიკელი და ნატოელი პარტნიორების შეფასები“,-არნიშნავს ირაკლი ბერაია.


 


პარლამენტის თავმჯდომარე:საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე, როგორიც დღეს აქვს

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განცხადება გაკეთა, სადაც ამბობს რომ საქართველოს ასეთი გამოკვეთილი პოზიციები საერთაშორისო ასპარეზზე არ ქონია.

"ჩვენმა ოპონენტებმა შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ დიპლომატიურ სამსახურს"

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ოპონენტებმა დიპლომატიურ სამსახურს შეურაცხყოფა მიაყენა.

მამუკა მდინარაძე: სააკაშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში კორუფციაა, მსოფლიო ბანკი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის რეიტინგში კვლავ გვაწინაურებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე, სადაც მინისტრის საათის ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს მოუსმინეს, მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს მსოფლიო ბანკისა და აშშ-ს სენატის განცხადებები დაუპირისპირა.

აშშ-თურქეთი სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

თურქეთი და ამერიკა სირიაში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკლ პენსმა პრესკომპერენციაზე განაცხადა. 

სირცხვილი არის ის ნულები, რაც მათი საქმიანობის პერიოდს ასახავს - ზალაკლაინი ოპონენტებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ოპონენტების კრიტიკაზე საპასუხოდ სტატისტიკა მოიშველია და განაცხადა, რომ სირცხვილი მათი საქმიანობის ამსახევლი ნულებია. 

ჭიათურის მაღაროში მუშა გარდაიცვალა

ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში მუშა გარდაიცვალა. ინფორმაცია "პირველს" პროფკავშირების თავმჯდომარემ პაატა სამხარაძემ დაუდასტურა .

"ვულოცავ ჩვენს საამაყო ძიუდოისტს, ეთერ ლიპარტელიანს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს"

თბილისის მერი კახა კალაძე,  პირველ ქართველი ძიუდოისტ ქალს ეთერ ლიპარტელიანს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს.

სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას

22 ოქტომბერს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე პრემიერ-მინისტრი ტიგრან ავინიანი „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.

 
მამუკა მდინარაძის პასუხი ირაკლი აბესაძეს: 2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი

„2000 წლიდან დღემდე საქველმოქმედო დახმარების სახით კულტურის მოღვაწეებზე გაიცა 130 მლნ ლარზე მეტი“, -პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს ირაკლი აბესაძეს უპასუხა.

თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა შეაჯამა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ - თამარ ხულორდავამ საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლა თავის გამოსვლაში შეაჯამა.

ვაზისუბანში, ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

თბილისში ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა, როგორც შსს-მ "პირველს" განუცხადა, მსუბუქი ავრომანქანა ქვეით მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა შემდგომ კი მანქანებს.

"კიწმარიშვილმა, სააკაშვილისგან გადმოგვცა რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით"

"ეროსი კიწმარიშვილმა, მიხეილ სააკაშვილისგან გადმოგვცა, რომ თუ არ დავთმობთ ტელევიზიაას ტრუსიკის ამარა დავრჩებოდით", - ამის შესახებ დავით დვალამა და ჯარჯი აქიმაძემ გადაცემაში "რეაქცია" ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის საქმეზე საუბრისას განაცხადეს.

"საბჭოთა უშიშროების ყოფილი პოლკოვნიკი ხარ" - ბოკერია-ნოზაძის დაპირისპირება პარლამენტში - ვიდეო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, "ევროპული საქართველოს" დეპუტატი გიგა ბოკერია და "ქართული ოცნების" დეპუტატ სიმონ ნოზაძე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ეთერ ლიპარტელიანი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია

ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებული ეთერ ლიპარტელიანია.

ზუგდიდის მერმა გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ თაბუკაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიასა და თამარ მეფის ქუჩებზე საავტომობილო გზებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა. 

ანრი ოხანაშვილი: პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად

„პროკურატურის მრჩეველთა ჯგუფმა მიიჩნია, რომ არსებული მტკიცებულებები საკმარისია ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ ბრალდების წარსადგენად“, - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა.

თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, ჯასტინ მაკკენზი სმიტს უმასპინძლა.

კომუნიკაციების კომისიამ „კავკასუს ონლაინს“ კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა

კომუნიკაციების კომისიამ 17 ოქტომბერს შპს „კავკასუს ონლაინი“ სამართალდამრღვევად ცნო და კანონდარღვევით გასხვისებული წილების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება მოსთხოვა.

დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

საქართველოს საქმეთა მინისტრის დავით ზალკანიანის თქიმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია იქნება.

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" აზიის განვითარების ვიცე პრეზიდენტი შეუერთდა

"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნით პანელში, აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტი შიქსინ ჩენი მიიღებს მონაწილეობას.

საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიური კონფერენციის გამარჯვებულად შემოსავლების სამსახური დასახელდა

თბილიში საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) საგადასახადო კანონმორჩილების ტექნოლოგიური გადაწყვეტის საკითხისადმი მიძღვნილი წლიური კონფერენციისა და ტექნოლოგიური გამოფენა გაიმართა.