ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში, ბატონმა ბოლტონმა და სხვათაშორის, იმავე დღეს მატისმა წერილით კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ მოხდა იმ ფაქტის გაზგასმა, რომ ანტისატანკო თანამედროვე „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის უპრეცედენტო მოვლენა. მე პირად საუბარში ბატონი მატისისგან მოვისმინე, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც განსაკუთრებული ნდობა და აღიარება აქვთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემები უსაფრთხოდ იქნას დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების საფუძველზე გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღებების შეძენას აშშ-სგან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს იმის მაგივრად, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია იმისათვის, რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით. მე შემიძლია პირიქით ვთქვა, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-სთან წელს არის უფრო წინწასული, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. მე გარწმუნებთ, რომ მომავალ წლებში ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი სამხედრო ინსფრასტრუქტურის ფარგლებში გაიწვრთნება, საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს“.


ამ თემას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც: „აშშ-ის შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სათანადოდ და უსაფრთხოდ ინახავენ „ჯაველინებსა“ და სხვა სენსიტიურ თავდაცვით ტექნოლოგიებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საჯაროდ გამოხატა მისი ნდობა საქართველოს თავდაცვის ხელმძღვანელობის მიმართ".


 


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.