აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოსა და თურქეთის გენშტაბების ხელძღვანელებს შეხვდება

ბაქოში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი, გენერალ-პოლკოვნიკი ზაქირ გასანოვი საქართველოს გენშტაბის ხელმძღვანელს, გენერალ-მაიორს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან და მის თურქ კოლეგასთან, გენერალ იაშარ გიულერთან შეხვედრას გამართავს.

როგორც "პირველს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი 2014 წელს ჩამოყალიბდა, რომლის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება სამი ქვეყნის თავდაცვის მინისტრების და შეიარაღებული ძალების მეთაურთა შეხვედრები


ამ ღონისძიებების გამართვის ადგილი (ქვეყანა) განისაზღვრება ურთიერთშეთანხმებით - მონაცვლეობით, როტაციის პრინციპით.


2017 წლის 23 მაისს ბათუმში ჩატარდა მინისტრების შეხვედრა, ხოლო იმავე წლის 17 ოქტომბერს  თბილისში შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა გაიმართა.


2018 წლის აპრილში თავდაცვის მინისტრები თურქეთში შეხვდნენ, ხოლო შეიარაღებული ძალების მეთაურების შეხვედრა ხვალ ბაქოში ტარდება.  



მინისტრების შეხვედრებზე განიხილება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის პოლიტიკური საკითხები, ხოლო გენერლების შეხვედრაზე - რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემოდან გამომდინარე სამხედრო თანამშრომლობის საკითხები, განხორციელებული ღონისძიებები და სამომავლო გეგმები.


ამ ეტაპზე სამმხრივი სამხედრო თანამშრომლობის მიმართულებებს წარმოადგენს: სამმხრივი სწავლებები, როგორებიცაა ETERNITY („უსასრულობა“, 2017 წლამდე იყო საშტაბო, 2018 წელს დაემატა საველე კომპონენტი) და CAUCASUS EAGLE („კავკასიის არწივი“, სპეცოპერაციების ძალებისთვის), რომლებიც ასევე მონაცვლეობით ტარდება წევრ ქვეყნებში, 2017 წელს „უსასრულობა“ და „კავკასიის არწივი“ ჩატარდა საქართველოში;


გარდა ამისა განიხილება სამხედრო განათლების სფეროში თანამშრომლობა. აკადემიების უფროსების პირველი შეხვედრა მაიში ბაქოში ჩატარდა;


საუბრის თემებს შორის ასევე არის, სამხედრო სპორტული შეჯიბრებები. პირველი შეჯიბრებები 5 სახეობაში აპრილში ბაქოში  ჩატარდა.


სამმხრივ ფორმატში შეხვედრამდე, სამი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მეთაურები ასევე მართავენ ხანმოკლე ორმხრივ შეხვედრებსაც (აზერბაიჯანი-საქართველო, თურქეთი-საქართველო, აზერბაიჯანი-თურქეთი), რაც ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე ყურადღების გამახვილების საშუალებას აძლევს მხარეებს.


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.