კობა კობალაძე - ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკ გია ცერცვაძის ოჯახს - სამარადისო დიდება გმირებს!

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი კობა კობალაძე ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძის გარდაცვალებასან დაკავშირებით "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სამძიმრის წერილს ავრცელებს.

"დღეს მშობლიური მიწას მიაბარეს თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი გია ცერცვაძე! ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახსა და მეგობრებს! სამარადისო დიდება გმირებს!


სამწუხაროდ, გია ცერცვაძის გარდაცვალებამ ვერ ჩაიარა პოლიტიკური წიაღსვლების გარეშე.


"ნაციონალური მოძრაობისა" და მისი პარტიული ტელევიზიის ქმედება ყველანაირ ზღვარს გასცდა. ყოფილი სამხედროების პოლიტიკაში ჩართვის მცდელობები მათთვის საკმარისი არ აღმოჩნდა და დღეს ისინი გარდაცვლილი ვიცე-პოლკოვნიკის პოლიტიკური მიზნით გამოყენებას ცდილობენ. ამის მკაფიო მაგალითია გია ცერცვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებული სპეკულაციები. ქართული სახელმწიფო აფასებს ამ ღირსეული მებრძოლის ღვაწლს და თავდადებას ქვეყნის წინაშე, თუმცა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დასაკრძალ პირთა შესახებ კრიტერიუმები თავდაცვის სამინისტროს მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული.


1. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების დროს ან გარდაიცვალა ამ მოქმედების შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო;


2. სამხედრო მოსამსახურე, რომელიც დაიღუპა „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციის ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობის განხორციელებისას ან გარდაიცვალა ამ მისიებში მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო; შესაბამისად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე არ ხდება იმ პირების დაკრძალვა, რომლებიც არ დაღუპულან სამხედრო მოქმედებების შედეგად, მიუხედავად მათი წარსული, დიდი დამსახურებისა ქვეყნის წინაშე. რაც შეეხება კიდევ ერთ სიცრუეს რომელსაც ასევე ურცხვად ტირაჟირებს ნაცპარტია და მათი ტელევიზია, შეეხება ბრალდებას თითქოს დაკრძალვაზე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები არ ყოფილან. ეს არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მორიგი, მიზანმიმართული მცდელობა. დაკრძალვის ცერემონიალზე იმყოფებოდნენ გენერალური შტაბის მაღალჩინოსნები, თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორი. გია ცერცვაძე სამხედრო პატივით (საპატიო ყარაული და ორკესტრი) დაიკრაძალა. გია ცერცვაძის სამუშაო გამოცდილება უკავშირდება მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს, შესაბამისად დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ ასევე შსს-ს გენერალური ინპექციის უფროსი და შსს-ს სხვა მაღალჩინოსნები. "ნაციონალური მოძრაობის" მცდელობა - მოახდინონ საზოგადოების დეზინფორმირება, არის ამორალური, ჩვენი გმირების შეურაცხყოფა და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობა", - ნათქვამია კობალაძის მიერ გავრცელებულ პოსტში.


წყარო: facebook.com

ზუგდიდში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს 

ზუგდიდში ახალგარზდა კაცი ცივი იარაღით დაჭრეს.

„Freedom Barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა

ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის პროექტის „freedom barometer-ის“ ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პრესის თავისუფლების ინდექსი გაიზარდა და ქვეყანა სიტყვის თავისუფლების კუთხით წამყვან პოზიციას იკავებს.

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილს, ინფექციაზე გამოკვლევა ჩაუტარდა

კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის შვილი იაშვილის კლინიკაში მოათავსეს. 

მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა უმაღლესი და პროფესიული განათლების მე-10 საერთაშორისო გამოფენა დაათვალიერა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ წარდგენილ პროგრამებსა და აქტივობებს პირადად გაეცნო.

ელენე ხოშტარია: სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა

"სამწუხაროდ მომიწია რუსეთში სწავლა იმიტომ, რომ ფული არ მქონდა ევროპაში მესწავლა",- ასე უპასუხა ელენე ხოშტარიამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ევროპული საქართველოს ერთერთ ლიდერს კითხვა დაუსვეს, თუ რატომ ჩააბარა მან იმ უნივერსიტეტში, რომელიც "კაგებეს" დაფუძნებული იყო. 

გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების რეჟიმი მოიხსნა და მოძრაობა აღდგა. ამ დროისთვის, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის(რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 დავით წითლიძემ და შოთა რეხვიაშვილმა ქვემო ქართლში მიმდინარე და დაგეგმილი სამელიორაციო პროექტები განიხილეს 

ქვემო ქართლში მიმდინარე და  დაგეგმილი სამელიორაციო ინფრასტრუქტურული სარეაბილიტაციო პროექტები და საექსპლუატაციო ღონისძიებები განიხილეს საქართველოს მელიორაციის გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ და ქვემო ქართლში  სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან შეხვედრაზე. 

 

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

მთაწმინდის ფერდობზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული

ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე 39 პაციენტია მოთავსებული. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მარინა ეზუგბაია: ვფიქრობ, კორონავირუსით დაინფიცირებული ქალის თანამშრომლებს ვირუსი არ აღმოაჩნდებათ

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 31 წელის ქალს, რომელსაც კორონავირუსი აღმოაჩნდა, განსაკუთრებული მჭიდრო კონტაქტები არ ჰქონია.

განათლების სამინისტრო სკოლების სანიტარულ-ჰიგიენურ მდგომარეობას ამოწმებს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სრულად იცავს საერთაშორისო სტანდარტითა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დადგენილ რეკომენდაციებს და სასწავლო პროცესის ეფექტიანი მართვის მიზნით, საჯარო სკოლების მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. 

მთაწმინდაზე, ეშმაკის ბორბალთან ხანძარია

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარია. 

კორონავირუსთან დაკავშირებით 112 განცხადებას ავრცელებს 

კორონავირუსთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 განცხადებას ავრცელებს. 

თამარ გაბუნია: თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, თბილისში დამატებითი საკარანტინო ადგილები მზადდება, რადგან საჭიროების შემთხვევაში, მილანიდან ჩამოსული მგზავრების გადაყვანა მოხდეს. 

საარჩევნო განვითარების სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

28 თებერვალს რვა ქალაქში საარჩევნო განვითარების სკოლების წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. 

არჩილ თალაკვაძე: თუ 40% ოპოზიციის პრინციპული მოთხოვნაა, ამისთვის მზად ვართ

„არჩევნებზე შეთანხმების მისაღწევად 40% თუ პრინციპული მოთხოვნაა, მზად ვართ“, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც პოლიტიკურ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს მთავრობის ერთპიროვნულად შესაქმნელად.

გურამ ნიკოლაშვილი: ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა

„ეკონომიკური და პოლიტიკური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის ინდექსით 2019 წელს საქართველომ ახალი ისტორიული მაქსიმუმი დააფიქსირა, შედეგი გაიუმჯობესა და 27-ე ადგილი დაიკავა ევროპის 45 ქვეყანას შორის“, - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“ თავისუფლების ბარომეტრის შეფასებაზე საუბრისას.

ჯანდაცვის მინისტრი კორონავირუსზე: მინდა მოსახლეობა დავამშვიდო, სიტუაცია კონტროლირებადია

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციისა და მკურნალობისთვის მობილიზებულია რამდენიმე სამედიცინო კლინიკა და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ქალი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებულ კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, "საქართველოს ბანკის" თანამშრომელია. ამის შესახებ ინფორმაციას ბანკში ადასტურებენ.

საქართველოში Waste Expo 2020 გაიმართა

USAID/CENN ნარჩენების მართვის პროგრამის, ამერიკის სავაჭრო პალატისა (AmCham) და ნარჩენების მართვის ასოციაციის (WMA) თანამშრომლობით, საქართველოში Waste Expo 2020 უკვე მეორედ გაიმართა.

ახალციხეში ქალი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

ახალციხეში, თამარ მეფის ქუჩაზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს.