პრემიერმა სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

საქართველომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არის შემდგარი დემოკრატია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, მთავრობის მეთაური სალომე ზურაბიშვილის შტაბში იმყოფებოდა, სადაც დამოუკიდებელ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება და მოპოვებული ნდობა მიულოცა, ხოლო ამომრჩეველს აქტიურობისთვის მადლობა გადაუხადა.


„მინდა, ყველა ამომრჩეველს გადავუხადო განსაკუთრებული მადლობა, აქტივობა იყო საკმაოდ მაღალი. ამასთან ერთად, მე ისიც განვაცხადე, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები მიიღო როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში. საქართველოს აქვს უამრავი გამოწვევა, ჩვენს წინაშე არსებობს პრობლემები, რომლებიც ერთობლივი ძალისხმევით უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ. მე ამავე დროს, მივულოცე ქალბატონ სალომეს ის ნდობა, რაც მან მოიპოვა ჩვენი მოსახლეობისგან და წარმატებები ვუსურვე. საქართველოს აქვს თავისი ეროვნული ინტერესები და ეს ინტერესები უნდა გატარდეს მუდამ. ჩვენს ეროვნულ ინტერესებში პირველ რიგში, რა თქმა უნდა, შედის საქართველოს ტერიტორიის დეოკუპაცია და ჩვენი ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ამავე დროს, სწორედ ამ რიგის ამოცანა გახლავთ ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დავამარცხოთ სიღარიბე. ამისთვის ჩვენ გვჭირდება კონსოლიდაცია, ერთსულოვნება და დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ამას აუცილებლად მივაღწევთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩვენს მოსახლეობას ასეთი აქტიურობისთვის“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ამ დროისთვის ცესკოს 3705 საარჩევნო უბნიდან 3694 უბანი აქვს დათვლილი, რაც საარჩევნო უბნების 99.7% შეადგენს.


დათვლილი საარეჩვნო უბნების მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59.56% მოიპოვა, რაც რაოდენობრივად არის 1 146 063 ხმა.


გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 778 167 ხმა მიიღო, რაც საერთო ხმების 40.44%-ია.


 


სიახლეები მსგავს თემაზე

საარჩევნო უბნების 99,7%-ის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილმა ხმების 59,56% მიიღო, გრიგოლ ვაშაძემ - 40.44%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.  

ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.