ლევან იზორია - რეორგანიზაცია რუსეთთან ომის დროს მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა 2018 წლის ანგარიშის წარდგენისას სტრუქტურაში განხორციელებულ რეორგანიზაციაზეც გაამახვილა ყურადღება.

თავდაცვის მინისტრის თქმით, რეორგანიზაცია რუსეთთან ომის შედეგად მიღებული გამოცდილებით იყო განპირობებული. იმისთვის, რომ შეიარაღებული ძალები, როგორც ორგანიზაციული, ისე, საბრძოლო შესაძლებლობების თვალსაზრისით, ქვეყნის წინ მდგარი საფრთხეების ადეკვატური იყოს.


„როდესაც საბრძოლო შესაძლებლობებზე ვსაუბრობთ, მხედველობაში მაქვს მეტი მობილურობა ჩვენი რელიეფის გათვალისწინებით, მეტი ავტონომიურობა ცალკეული დანაყოფებისთვის და მხედველობაში მაქვს, სწორედ, ცენტრალიზებული მართვის პირობებში დეცენტრალიზაციის მაღალი ხარისხი და ამოცანის მართვის კულტურა. ეს რიგ შემთხვევებში, ცალკეული სიტუაციებიდან გამომდინარე ნიშნავს, რომ ცალკეული დანაყოფის მეთაურს გადაწყვეტილებისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების შესაძლებლობა ჰქონდეს; აქედან გამომდინარე, სწორედ, ასეთ ორგანიზაციულ ფილოსოფიას ვნერგავთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებში. თუმცა სათანადო საბრძოლო შესაძლებლობებთან ერთად განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, ასევე ორგანიზაციულ ასპექტს და სამხედრო ტექნიკის სტანდარტიზაციას, რაც შემდეგს გულისხმობს: როგორც საბრძოლო (იქნება ეს ქვეითი, მექანიზირებული, თუ სატანკო ქვედანაყოფები), ისე საბრძოლო მხარდაჭერის ელემენტები (იქნება ეს ანტისაჰაერო, ანტისატანკო, სამხედრო პოლიცია, კავშირგაბმულობა თუ სხვა), თითოეულ დანაყოფში, თითოეულ ბატალიონში თანაბრად წარმოდგენილი იყოს. მოხდეს სტანდარტიზაცია. ამ მიმართულებების ფარგლებში ტექნიკაც თანაბრად განაწილებული იყოს. ანუ ყველას ჰქონდეს მექანიზირებული ელემენტი, ყველას ჰქონდეს თანაბარი ანტისაჰაერო ტაქტიკური შესაძლებლობები, ანტისატანკო შესაძლებლობები და ამით აქცენტი გავაკეთოთ სწორედ მცირე ქვედანაყოფების ტაქტიკაზე.


საბრძოლო მოქმედებების ფილოსოფია იქნება სწორედ ის, რომ მტერს მიაყენო მყისიერი დარტყმა და შემდეგ გაარიდო თავი. იმისთვის, რომ ეს დარტყმა იყოს ეფექტური, როგორც ორგანიზაციული თვალსაზრისით, ისე შეიარაღების კუთხით, ისინი უნდა იყვნენ სტანდარტიზებული ყველა ქვედანაყოფისთვის, რათა ყველა ქვედანაყოფს, განსაკუთრებით ბატალიონებს, ასეულებს ადგილზე ტექნიკური, მათ შორის გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ჰქონდეთ. იმისთვის რომ მათ სიტუაციის შეფასების და ანალიზის საფუძველზე რაც შეიძლება ოპერატიული გადაწყვეტილება მიიღონ. სწორედ ამას ეფუძნება ჩვენი ეროვნული თავდაცვის გეგმაც და სწორედ ამ ოპერატიული მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ჩვენ ვქმნით სწორედ შეიარაღებული ძალების ისეთ სტრუქტურას, სადაც ბრიგადებში, სწორედ მცირე ზომის ქვედანაყოფებზე, მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე და თანაბარ სტანდარტიზაციაზე გაკეთდება აქცენტები“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.


 


დავით ზალკალიანი: ჩვენ არ უნდა დავხუჭოთ თვალი უკანონო ქმედებებზე, ეს კიდევ უფრო წაახალისებს საოკუპაციო ძალას

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ, ასამბლეის წევრების შეკითხვებს უპასუხა.

რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით,  რობაქიძის, წერეთლის, ყაზბეგისა და პეკინის გამზირებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

ირაკლი ღარიბაშვილი: ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს

"თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი ძლიერი, როგორიც არის დღეს“.

დავით ზალკალიანი: მნიშვნელოვანია ევროპის საბჭოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა კონფლიქტის ზონებში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილა.

საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო

2020 წლის 27 იანვარს საპროკურორო საბჭომ, ,,საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატების შერჩევის წესის“ მე-3 მუხლის შესაბამისად, საქართველოს გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირთა ერთიან სიაში  შეყვანილ პირებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყო.

ლევან იზორია გერმანიაში სრულუფლებიან ელჩად ინიშნება

ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ინიშნება. ამის შესახებ მან გადაცემაში - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად“ სტუმრობისას თავად განაცხადა. 

გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

თბილისში, ბერი გაბრიელს სალოსის გამზირზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი და დაშავებულია რამდენიმე ადამიანი. 

დავით ზალკალიანი: ამერიკასთან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება

„მინდა ძალიან მკაფიოდ გავუსვა ხაზი იმას, რომ ამერიკა არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას საფრთხე არ ემუქრება“. 

ირაკლი ღარიბაშვილი: მაქვს ინიციატივა, 27 იანვარი დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღედ დაწესდეს

"ახალი სოციალური პოლიტიკის ფარგლებში ყველაფერს გავაკეთებთ დაჭრილ-დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებზე ზრუნვისთვის".

დაჭრილი სამხედროებისთვის წეროვანში რეგიონში უნიკალური სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

წეროვანში, რეგიონში სრულიად უპრეცენდენტო მნიშვნელობის, საქართველოს ეროვნული გმირის, მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა.

"თალიბანი" აცხადებს, რომ ავღანეთში თვითმფრინავი მან ჩამოაგდო

მოძრაობა "თალიბანის" წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთში, ღაზნის პროვინციის მახლობლად თვითმფრინავი მათმა დაჯგუფებამ ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას "ესოშიეითიდ პრესი" ავრცელებს. 

არჩილ კალანდიამ ჩინეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ჩინური სოციალური ქსელით მიმართა

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ახალი ტიპის კორონავირუსთან (2019-nCoV) დაკავშირებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო განაგრძობს 24 საათიან რეჟიმში მუშაობას.

ჯივიპი ხვალ, ვაკის რაიონში, რამიშვილის ქუჩაზე ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს

ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2020 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი.

ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიხსნა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მოქმედმა თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს შენობაში საქართველოს ზამთრის ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა გახსნა.

თსუ-ში საერთაშორისო კონფერენცია -"ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020" მიმდინარეობს

ასამდე ცნობილი ფიზიკოსი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციში - "ნაკადის ტელესკოპების და სატესტო დასხივებების მე-8 ვორქშოფი - 2020", რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძე: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ჩვენი დელეგაციის მთავარი ამოცანაა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ჩვენთვის არის ტრიბუნა, რომ უფრო ხმამაღლა გავაჟღეროთ ის გზავნილები, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს უკავშირდება“, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა განაცხადა.

„ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ კურსი დასასრულს უახლოვდება

სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, „ლა ლიგის ბიზნეს სკოლის“ მოსწავლეებს  ბიზნეს სკოლის დირექტორმა, ხოსე მოია გომესმა და მარკეტინგის დირექტორმა, ედუარდო ლეგენდრემ ლექცია წაუკითხეს.

ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა

საქართველოს ტერიტორიაზე, კორონავირუსის ახალი ტიპის (2019-nCoV) შემოტანის და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების  იმპორტი აიკრძალა.

იაპონელი ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

რუსეთში, ქალაქლ ვლადივასტოკში სამართალდამცავებმა იაპონელი ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს რან გიდორს შეხვდა.