„გვაქვს კონკრეტული დოკუმენტები“ - რატომ უპირისპირდება და რაში ადანაშაულებს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე მამუკა ხაზარაძეს

„თიბისი ბანკის“ ირგვლივ აგორებულ სკანდალს ბიზნესმენი ანზორ ქოქოლაძე ეხმაურება.

„ელიტ ელექტრონიქსის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ახალ ბრალდებებს უყენებს და ირწმუნება, რომ ფლობს დოკუმენტებს, რომლებიც ოფშორში დიდი ოდენობით თანხის გათეთრებას ადასტურებს. 


- რაც შეეხება კონკრეტულად 17 მილიონს, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც ღია წყაროებით არსებობს და რა ინფორმაციასაც ვფლობთ, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვამტკიცო- რა დოკუმენტური მტკიცებულებებიც გვაქვს, ეს ეხება 10 მილიონი დოლარის გადაქაჩვას ოფშორში და გათეთრებას, რომელიც უკავშირდება „ელიტ ელექტრონიქსს“ და „თიბისი ბანკს“, სადაც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე პირადად ფიგურირებდნენ. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, ეს დაიწყო 2009 წელს. კომპანია, რომელსაც 14 წლის განმავლობაში ვაშენებდი, ერთ ღამეში ფარულად გადაიფორმეს ნაციონალური რეჟიმის მხარდაჭერით, შემდეგ, როგორც დოკუმენტებით გაირკვა, 2012 წელს „თიბისი ბანკმა“ ოფშორულ კომპანია „დაუ ინვესტმენტთან“ გააფორმა ხელშეკრულება 10 მილიონი დოლარის ვალდებულების 1,5 მილიონად დათმობის შესახებ და ეს 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან“  გადაქაჩეს ოფშორულ კომპანიაზე „დაუ ინვესტმენტში“. ამაში ჩართულები იყვნენ როგორც ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე, ისე მათი ბიზნესპარტნიორები მიხეილ ბენიმინი, საულ ზილბერშტეინი, დორი გროსმანი და ოდიტ შაჰნაი. როგორც ჩანს, ჩამოყალიბებული ჰქონდათ ოფშორულ კომპანიებში ფულის გადაქაჩვისა და შემდეგ გათეთრების გარკვეული სქემები. ამის უარყოფა შეუძლებელი იქნება, რადგანაც გვაქვს კონკრეტული დოკუმენტები, რომ ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ 2012 წელს „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 10 მილიონი დოლარი „ელიტ ელექტრონიქსიდან“ ოფშორში გადაქაჩეს და გაათეთრეს.


 - ანუ „ელიტ ელექტრონიქსს“ ჰქონდა ბანკის ვალი და ბანკმა ამ ვალის მოთხოვნა დაუთმო ოფშორში არსებულ კომპანიას, რომლის უკანაც იდგნენ ხაზარაძე და ჯაფარიძე?


- დიახ. 10 მილიონი დოლარი მილიონ-ნახევრად გადაყიდა, ანუ გადააფორმა ოფშორულ კომპანიაზე, „თიბისი ბანკმა“ მიიღო ოფშორული კომპანიისგან მილიონ-ნახევარი დოლარი. ბანკმა  დაკარგა დაახლოებით 8,5 მილიონი დოლარი, ანუ სხვა აქციონერებს „მოუტეხეს“, ხოლო, თავის მხრივ, ბიუჯეტმა ამ სქემით 1,7 მილიონი დოლარი იზარალა მოგების გადასახადის ნაწილში, რადგანაც ბანკმა ეს თანხა ჩამოწერა, „ელიტ ელექტრონიქსიდან“ კი რეალურად გადაირიცხა ოფშორში. გარდა მოგების გადასახადის 20 პროცენტისა, დამატებით მოუწევდა 5 პროცენტი დივიდენდის გადასახადი, პირად ანგარიშზე რომ მოეხვედრებინა თანხა. ანუ, ჯამში, ამ ტრანზაქციით ბიუჯეტმა დაკარგა 4 150 000 დოლარი. პროკურატურის ბოლო მასალებიდანაც დაახლოებით ანალოგიურ  სქემას ვეცნობით. ერთ რამეს ვიტყვი - ვერც მამუკა ხაზარაძე და ვერც ბადრი ჯაფარიძე ვერ განახორციელებდნენ ვერცერთ კომბინაციას, რომ არა ნაციონალური ხელისუფლების  მხარდაჭერა. ამ სქემებში მკაფიოდ ისახება, როგორც ხელისუფლების, ისე იმდროინდელი ეროვნული ბანკის მონაწილეობა, სხვანაირად ეს შეუძლებელი იქნებოდა. რაც შეეხება კონკრეტულ ქეისს - 17 მილიონი დოლარის გადატანას, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ავთანდილ წერეთელი უფრო მსხვერპლის როლშია. როგორც კლიენტს, სთხოვა, გადარიცხვა მოეხდინათ და ეტყობა, უარი ვერ უთხრა და უხერხულობაში და შარში გახვიეს. მაგრამ ეს თანხა, როცა ნახა, რომ არ იყო მთლად სწორი, ალბათ, მოითხოვა... მე ასე მგონია, რასაც ვხედავ ინფორმაციას, მოითხოვა, 2012 წელს თანხა განულებულიყო, ან გადაეტანათ და ამის გამო გადაიტანეს ოფშორულ კომპანიაში. ოფშორული კომპანიის სტილი, როგორც გითხარით, ეს ერთეული შემთხვევა არ არის, სავარაუდოდ სხვა შემთხვევებიც იქნება, „ელიტ ელექტრონიქსის“ შემთხვევაში კონკრეტული დოკუმენტაცია გვაქვს, რომ გადაქაჩეს და გაათეთრეს 10 მილიონი დოლარი. მე მოვისმინე მამუკა ხაზარაძის განცხადება, ეს თანხა ისევ „თიბისი ბანკს“ მოვახმარეთო. თუ ბანკს მოხმარდა, რატომ გადაქაჩეს ოფშორში, ეს ხომ ისედაც ბანკის თანხა იყო. თან, როგორც ირკვევა, ამ ოფშორსაც თვითონ ფლობდნენ. სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე. შეუძლებელია „თიბისიბანკს“ მოაკლო თანხა, აიღო კომპანიიდან, ოფშორში გადაქაჩო და გაათეთრო და შემდგომში, ფაქტზე წასწრებულმა იძახო, ვაძლიერებდი ბანკსო. ეს არანაირ ლოგიკაში არ ჯდება. სავარაუდოდ, ამ სქემით სხვა პარტნიორებს „მოუტეხეს“ ეს თანხა. როგორც ვიცით, 21% მათ ეკუთვნით, ხოლო დანარჩენი 79% - სხვა პარტნიორებს.


- პარტნიორები გასაგებია, მაგრამ დაზარალდა თუ არა ამ სქემით ბანკის მეანაბრეთა ინტერესები?


– ზოგადად, ნებისმიერი ბანკის ფული შედგება აქციონერებისა და მეანაბრეთა თანხებისგან და როდესაც დაუსაბუთებელი, მფლანგველური კრედიტები გაიცემა, ორივე აქტორი დგება დარტყმის ქვეშ. „თიბისის“ შემთხვევაში, აშკარად ჩანს, რომ სხვა აქციონერებისგან ფარულად მოხდა ეს გარიგება, შესაბამისად, დაზარალდებოდნენ აქციონერები, ამავდროულად, დაზარალდა ბიუჯეტიც, რადგან ეს ამოუღებელი 17 მილიონი გადაქაჩეს ოფშორში, ხოლო ბანკმა ჩამოწერა ეს თანხა. შესაბამისად, მოგების გადასახადის  სახით, ანუ ამ თანხის 20%-ით,  3,4 მილიონი დოლარით დაზარალდა ბიუჯეტი. იმაზე მანიპულირება, რომ „თიბისი ბანკი“ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, და თუ რომელიმე აქციონერის მიერ ჩადენილ დანაშაულზე მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება, ეკონომიკას საფრთხეში ვაგდებთ - არასწორია, ამით ბანკს საფრთხე არ შეექმნება, თანაც, თუ დააკვირდებით, ბანკის დანარჩენი 79%-ის მფლობელ არცერთ აქციონერს არ გამოუხატავს პრეტენზია, რადგანაც ამ სქემებით, პირველ რიგში, თვითონაც დაზარალდნენ. ქვეყანაში არ უნდა იყვნენ ხელშეუხებელი ადამიანები. ნაციონალური რეჟიმთან  ერთად ხაზარაძეს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი და ასეულობით ადამიანს უკანონოდ წაართვა ქონება, რა პასუხს ვაძლევთ მათ? 


- მფლანგველური კრედიტები ახსენეთ. რას გულისხმობთ?


- „თიბისი ბანკი“ ხშირად გასცემდა დაუსაბუთებელ კრედიტებს, მათ შორის ციხეებში. დღეს რომ ნებისმიერი თქვენგანი მივიდეს და „თიბისი ბანკს“ მოსთხოვს კრედიტი, აუცილებლად მოსთხოვენ საბუთებს, შემოსავლებს, უზრუნველყოფას და ა.შ. ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ციხეში კრედიტის გაცემის, პატიმარს აძლევდნენ კრედიტს, შემდეგ ეს ფული მიჰქონდა ნაციონალურ რეჟიმს, წრედი იკვრებოდა. ფაქტობრივად, ამაში ჩართული იყო როგორც „თიბისი ბანკი“, ისე ნაციონალური რეჟიმი, მათ შორის კეზერაშვილი, ადეიშვილი და ა.შ.


- თუმცა ეს მაინც ვარაუდებია... გაქვთ რამე მტკიცებულებები?


- რა თქმა უნდა, ამის უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს. ამას არც უარყოფდნენ იმ დროს. მე კონკრეტულად მთავაზობდნენ ვახტანგ ბუცხრიკიძე და ბადრი ჯაფარიძე, რომ, თუკი 9 მილიონ დოლარად დავუთმობდი 51-პროცენტიან წილს „ელიტ ელექტრონიქსში“, ხელისუფლებასთან ყველა პრობლემას მოაგვარებდნენ, მათ შორის, ადეიშვილთან. ადეიშვილი შენ არ გენდობაო. შემდგომში, მართლაც ისე გამოიკვეთა, სინქრონში ხდებოდა ყველა პროცესი, ანუ ხელისუფლებისა და „თიბისი ბანკის“ მოქმედებები ჩვენთან მიმართებაში იყო სინქრონში. ბევრი სხვა შემთხვევაცაა, თუნდაც, „კონსტანტა ბანკის“ შემთხვევა. ჯერ დააპატიმრეს დამფუძნებელი, მერე ღამის 2 საათზე გამოიყვანეს საპატიმროდან, მარჯანიშვილის ქუჩაზე „თიბისი ბანკის“ ცენტრალურ ოფისში მიიყვანეს, ღამის 2 საათზე მოაწერინეს ხელი და 12 მილიონი კრედიტი გამოუყვეს, ხელისუფლებამ წაიღო ფული, ხოლო „კონსტანტა ბანკი“ „თიბისი ბანკმა“ წაიღო. ასე იყო თამაზ ელიზბარაშვილის შემთხვევაში, პატიმარ კაცს 6 მილიონი გამოუყვეს კრედიტი, რომელიც პირდაპირ ნაციონალურმა რეჟიმმა წაიღო. ანალოგიური შემთხვევა ბევრია. ეს ისეთი შემთხვევებია, რომელთა უარყოფა ძალიან ძნელია, არსებობს მტკიცებულებები და იმის მტკიცება, იყო თუ არა „თიბისი ბანკი“ ნაციონალურ რეჟიმთან, ერთმნიშვნელოვანია. დღეს ჩემთვის გაუგებარია, როდესაც სააკაშვილი აკრიტიკებს ხაზარაძეს. ისინი ერთი გუნდი იყვნენ და სინქრონში მოქმედებდნენ.


ქუთაისის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში და ქობულეთში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

პოლიციამ ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი - 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

წითელ ხიდზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი", არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ  „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

მაშველებმა ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 16 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება

თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საქართველოს მეცნიერები ციტირების ინდექსით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერები არიან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ახალი ნაბიჯი სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ - განათლების სამინისტრო EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება",-ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

თბილისს 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები დაემატება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის საკითხები განიხილა.

პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას წელსაც გეგმავს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.

დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს.

მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს

კიდევ ერთი საკითხი, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ითვალისწინებს, ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.