პრეზიდენტი: აუცილებელია, რომ ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი

პრეზიდენტმა ახალქალაქში, ,,დედაენის დღესთან" დაკავშირებით, კულტურის სახლის კედელზე "დედა ენის" პანო გახსნა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

სალომე ზურაბიშვილმა რეგიონში სახელმწიფო ენის სრულყოფილად ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქართული ენის ცოდნით შეიარაღებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აქტიურად იყვნენ ჩართულნი ქვეყნის ცხოვრებაში და მონაწილეობდნენ გადაწყვეტილებების მიღებაში.


საქართველოს პრეზიდენტმა ახალქალაქში მოსახლეობასთან საუბარი ზურაბ ჟვანიას გახსენებით დაიწყო.


,,დღეს სახელმწიფო ენის დღეა! მე მინდა დღეს გავიხსენო ზურაბ ჟვანია, რომლის ვარსკვლავიც გაიხსნა ევროპაში, სტრასბურგში, რამდენიმე დღის წინ და რომელიც იმ სკოლის დამაარსებელია, რომელიც სახელმწიფო ენას ასწავლის ჩვენს მოქალაქეებს და გვეხმარება ყველას, გავხდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები.


მეც ვსწავლობდი ბავშვობაში ქართულ ენას ,,დედა ენით" და ის ფაქტი, რომ ეს წიგნი დღეს უბრუნდება სკოლებს და ამით ისწავლიან ჩვენი ბავშვები სახელმწიფო ენას ძალიან მნიშვნელოვანი და ღირსშესანიშნავია.


მე ვიცი, რომ ყველას არ გესმით ქართული, ან შესაძლებელია ნაწილობრივ გესმით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაინც მოხვედით და ძალიან დიდი მადლობა თქვენ.


მე ვიცი, რომ იმისათვის, რომ ამ ქვეყანაში ქართული ენა გახდეს ნამდვილად სახელმწიფო ენა, ანუ ყველას ენა, როგორც მე ვარ ყველას პრეზიდენტი, მე პირადად, კონსტიტუციით მაქვს მონიჭებული პასუხისმგებლობა ენის გავრცელებაზე, პოპულარიზაციაზე და სწავლაზე.


დღეს ასევე ვნახეთ დოკუმენტური ფილმი იაკობ გოგებაშვილის შესახებ.


რატომ არის საჭირო, რომ სახელმწიფო ენა ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს?


იმიტომ, რომ ენა არის მთავარი კარი ურთიერთობებისათვის, ერთმანეთის გაგებისა და პატივისცემისათვის.


ენა არის კულტურის კარი, კარი სახელმწიფოს გაძლიერებისა. ამისათვის იბრძოდნენ 1978 წლის 14 აპრილს, რათა სახელმწიფო ენა ყოფილიყო დაცული.


მათ რომ არ გაემარჯვათ, ალბათ, ამას არ მოჰყვებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობის აღდგენა.


ეს ყველაფერი ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული ერთმანეთთან და არ შეიძლება ერთი მეორეს გარეშე.


ამიტომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი შვილები გახდეთ საქართველოს სრულყოფილი მოქალაქეები, ამიტომ არის, რომ მე ძალიან ბევრი გავაკეთე იმისათვის, რომ ორმაგი მოქალაქეობის მიღება შესაძლებელი ყოფილიყო ყველასათვის.


ეს ცვლილება შევიდა კონსტიტუციაში და დღეს, უკვე ყველას აქვს უფლება დაიბრუნოს, აღადგინოს საქართველოს მოქალაქეობა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, თქვენც გადადგან ერთი ნაბიჯი, ისწავლოთ სახელმწიფო ენა, რაც იმის ნიშანი იქნება, რომ გინდათ ამ ქვეყნის მოქალაქეობა.


ისწავლოთ ენა, იმ დონეზე მაინც, რომ ჩააბაროთ პატარა გამოცდა, რაც თან ახლავს მოქალაქეობის აღდგენის პროცესს.


ეს სიმბოლურია, მაგრამ ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფოს სურს, თქვენ გახდეთ საქართველოს სრული მოქალაქეები ყველა უფლებით და თქვენც გაქვთ ეს სურვილი და მაშინ არის სახელმწიფო ძლიერი, როცა ყველა მოქალაქეს სურს იყოს სრულყოფილი წევრი, გრძნობს თავს ამ ქვეყნის მოქალაქედ - სწორედ მაშინ იქნება საქართველო ყველა მხრივ ძლიერი სახელმწიფო.


მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ და გითხრათ, რომ ჩვენ - სახელმწიფო არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ უფრო ხელმისაწვდომი იყოს ქართული ენა, პირველ რიგში, ბავშვებისათვის.


სწორედ, ბაგა - ბაღიდან იწყება ენის შესწავლა იმ დონეზე, რომ მერე ყველა პერსპექტივა და კარიერა ღია იყოს.


ამიტომ მე დღეს, ახალქალაქიდან ხმამაღლა უნდა ვთქვა, რომ აუცილებელია, რომ უახლოეს მომავალში ახალქალაქში გაიხსნას ქართულენოვანი ბაგა-ბაღი. მე ვიცი, რომ თქვენც გინდათ ეს და ჩვენც გვინდა.


იმედი მაქვს, რომ მომავალ წელს, როცა აქ ჩამოვალ ეს აღარ იქნება სურვილი, ეს უკვე განხორციელებული იქნება", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.


პრეზიდენტისა და ადგილობრივი მოსახლეობის შეხვედრას ესწრებოდნენ: მხარის რწმუნებული, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი, მეუფე ნიკოლოზი.


გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.