ყოლბაია წასვლას არ აპირებს - რა რეფორმებს გეგმავს მისი პოტენციური შემცვლელი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში ცვლილებები იგეგმება.

ბოლო რამდენიმე დღეა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება დაწერა.


 


თუმცა, როგორც „პირველს“ აფხაზეთის ა/რ მთავრობის პრესსამსახურში განუცხადეს, ყოლბაია და მისი მთავრობა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. 


 


ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ყოლბაიას შემცვლელად რუსლან აბაშიძის კანდიდატურა განიხილება, რომელიც 5 იანვრიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებს.  


 


ამასთან, საინიციატივო ჯგუფს ა/რ მთავრობის ხელმძღვანელად არასამთავრობო ორგანიზაცია ”დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის” აღმასრულებელი დირექტორის ლელა გულედანის წარდგენა სურს. შესაბამისი წერილით საინიციატივო ჯგუფი დღეს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მიმართავს.


 


როგორც ლელა გულედანმა „პირველთან“ საუბარში განაცხადა, აფხაზეთის ა/რ მთავრობა ის სტრუქტურაა, რომელიც თითქმის სრულ რესტრუქტურიზაციას საჭიროებს და პირველ რიგში აუცილებელია დევნილ მოსახლეობაში მთავრობას მიმართ ნდობის აღდგენა.


 


მისი თქმით, აფხაზეთის ა/რ მთავრობა არც ცენტრალურ ხელისუფლებაში და არც მოსახლეობაში ავტორიტეტით არ სარგებლობს და პრაქტიკულად "პარაზიტად" იქცა. 


 


ლელა გულედანი ამბობს, რომ სტრუქტურაში კორუფცია და ნეპოტიზმია, რაც აუცილებლად არის დასამარცხებელი. მისი აზრით, საჭიროა საკადრო ცვლილება და სტრუქტურაში ახალი კადრების მიყვანა და მთავრობის ბალანსზე არსებული ფინანსების სწორად გადანაწილება.


 


ლელა გულედანი თვლის, რომ აფხაზეთის ა/რ მთავრობამ უნდა შეძლოს აფხაზებსა და ქართველებს შორის გარკვეული კომუნიკაციის დამყარება, თუნდაც სოციალური ქსელის მეშვეობით და შემრიგებლის ერთგვარი როლის შესრულება.


 


აფხაზეთის ა/რ მთავრობის შემადგენლობაში შედის:  აფხაზეთის ა/რ განათლების და კულტურის სამინისტრო; აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო; ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში ა/რ მინისტრის აპარატი; დევნილთა საქმეების დეპარტამენტი; იუსტიციის დეპარტამენტი; სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტი;


 


ჯამში კი, აფხაზეთის ა/რ მთავრობაში 1.200 ადამიანია დასაქმებული; აფხაზეთის ა/რ მთავრობის 2019 წლის ბიუჯეტი 17 მლნ ლარს შეადგენს.


გორის მუნიციპალიტეტში სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრეს მიმდებარედ, ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

ლუხუმ ჩხვიმიანი მსოფლიო ჩემპიონია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში  მსოფლიო ჩემპიონატზე, 60 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ქართველმა ლუხუმ ჩხვიმიანმა ოქროს მედალი მოიპოვა.

უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფი შეიქმნება

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, უშგულელების პრობლემების მოსაგვარებლად საინიციატივო ჯგუფს შექმნიან.

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლში ხანძარი ლოკალიზებულია

ყვარლის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია. აღნიშნულ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

მეუფე შიო: ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო

"ილია მეორის მღვდელმთავრად კურთხევით საქართველოში დიდი აღორძინება დაიწყო",-ამის შესახებ საკვირაო ქადაგებაზე კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ მეუფე შიომ სამების ტაძარში განაცხადა. 

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი: ველოდებით ანგარიშს, თუ რატომ არ გაიხსნა სტამბოლში საარჩევნო უბანი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე ამბობს, რომ უცნობია, რატომ არ გაიხსნა “საარჩევნო უბანი“ დღეს სტამბულში, მიუხედავად იმისა, რომ ამისთვის ყველაფერი მზად იყო.

ყვარლის მუციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო

ყვარლის მუციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოებში თავდაცვის სამინისტროს მუხლუხოიანი სახანძრო ტექნიკა ჩაერთო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. 

სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საყავრესთან ხანძარი სრულად ლოკალიზებულია.

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროm  ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული პ.ა. დააკავა.

მულახის თემის მოსახლეობამ უშულისკენ მიმავალი გზა რამდენიმე საათით გადაკეტა

მესტიის მუნიციპალიტეტში, მულახის თემის ყველა სოფლის მოსახლეობამ დილიდან უშგულისკენ მიმავალი გზა გადაკეტა.

ქუთაისში მე-13 საჯარო სკოლის წინ მრავალწლოვანი წიწვოვანი ხეები მოჭრეს

სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, კეთდება ახალი ღობე, რასაც  ხეები შეეწირა.

საგარეჯოში თაღლითობისთვის ნასამართლევი პირი იგივე დანაშაულის ჩადენისთვის დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ  ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული გ. ც. თაღლითობის ბრალდებით დააკავა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ოკუპირებულ აფხაზეთის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვდრებს განაგრძობს

ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ტეხურაში ახალგაზრდა კაცი დაიხრჩო

სენაკის მდინარე ტეხურაში 24  წლის კაცი დაიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აბანოს მოედნიდან იუსტიციის სახლის მიმართულებით მოძრაობა ჩაიკეტა და გადაადგილება შესაძლებელია
მეტეხის ხიდის გავლით მარცხენა სანაპიროს მიმართულებით. აღნიშნულის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს. 

"პრეზიდენტი უნდა ზრუნავდეს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებზე, მაგრამ არ უნდა რეაგირებდეს სხვის დაგეგმილ პროვოკაციებზე"

"ამ კონსტიტუციის საფუძველზე გვეძლევა საშუალება და პასუხისმგებლობა, რომ ავაშენოთ სახელმწიფო სადაც უფლება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა იქნება თანაბრად მნიშვნელოვანი", ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. 

"ჩვენი დიდი წინაპრების შვილებს გვაქვს განსაკუთრებული მისია, რომ დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია"

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, კონსტიტუციის მიღების დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. 

კახა კალაძემ მინსკელ კოლეგასთან ერთად, მინსკში ფესტივალი „თბილისობა 2019“ გახსნა

ბელარუსის დედაქალაქში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე, მინსკის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე ანატოლი სივაკთან ერთად, ფესტივალის „თბილისობა 2019“ გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება

25 აგვისტოს, ბათუმში კლასიკური მუსიკის ფესტივალი „ღამის სერენადები“ გაიხსნება.