ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ისრაელში საქართველოს საელჩო ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცერემონია 27 აპრილს, მაცხოვრის ტაძარში, იერუსალიმის ძველ ქალაქში გაიმართება.

"ათასობით მომლოცველი დაესწრება ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას მსოფლიოს სხვადასვხა ქვეყნიდან, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნების ოფიციალური დელეგაციები.

მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ ყოველ წელს ისრაელის პოლიცია ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიის დროს უსაფრთხოებისათვის იღებს განსაკუთრებულ ზომებს. ამ დღისათვის ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჯანმრთელობის ცუდი მდგომარეობა, მოსალოდნელი ხალხის სიმრავლის გამო, რეკომენდებულია თავი შეიკავონ მაცხოვრის ტაძარში მისვლისგან.

ის პირები, რომლებიც დაესწრებიან ცეცხლის გადმოსვლის ცერემონიას, უნდა დაემორჩილონ პოლიციის პირველივე მითითებას ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით. დაუშვებელია იმ პირებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, რომელთაც ევალებათ ტაძარში და მასთან მისასვლელ გზებზე წესრიგის დამყარება.

გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ მოქალაქის მხრიდან, თუნდაც თხოვნის ტონით შეპასუხება შეიძლება ჩაითვალოს, როგორც სამართალდამცავი ორგანოს მიმართ წინააღმდეგობის გაწევად და შესაბამისად ხალხის სიმრავლის გამო და წესრიგის დამყარების მიზნით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალა.

აუცილებელია ყველა მოქალაქე მოერიდოს სასულიერო პირებთან კამათს, რომელთა ფუნქციებშიც შედის ტაძარში წესრიგის დამყარება.

მოქალაქეები უნდა მოერიდნონ იერუსალიმის ძველ ქალაქში ე.წ. სპეციალური „ბრასლეტების“ - ტაძარში შესვლის საშვების შეძენას. იერუსალიმის პოლიციის თანამშრომლების მიერ მსგავსი ტიპის გაყალბებული „ბრასლეტების“ მქონე პირები გამოძევებულ იქნებიან მაცხოვრის ტაძრიდან.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე დაიკარგა ძველ ქალაქში, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს პოლიციას შემდეგ ტელეფონის ნომერზე: +972 26226100 (პოლიციის თანამშრომელი მიიყვანს მას უახლოეს პოლიციის განყოფილებაში) და დაუკავშირდეს საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს.

ამასთან გასათვალისწინებელია, რომ სავიზო და სხვა სახის საზღვრის კვეთის მოთხოვნები საკმაოდ რთულია. დარწმუნდით, რომ გამომგზავრებამდე კარგად გაეცანით ისრაელის საემიგრაციო პოლიტიკას. ისრაელის დღესასწაულების და საზაფხულო ტურისტული სეზონის დღეებში გაითვალისწინეთ, რომ დაგჭირდებათ დამატებითი დრო, რათა გაიაროთ უსაფრთხოების კონტროლი აეროპორტში. ამ პერიოდში ისრაელი აძლიერებს უსაფრთხოების ზომებს. დამატებითი სასარგებლო ინფორმაცია ისრაელის საზღვრის კვეთისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე",-ნათქვამია განცხადებაში.


არჩილ თალაკვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოკლე დროში დავადგინოთ ახალუბანში მცხოვრები მოქალაქეების ადგილსამყოფელი და დავუბრუნოთ ისინი ოჯახებს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე სოფელ ახალუბანში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების დაკავების ფაქტს ეხმაურება.

ბორჯომში საპატიო მოქალაქეები გამოავლინეს

სახალხო დღესასწაულზე „ბორჯომობა 2019“ საპატიო მოქალაქეები დაასახელეს.

რუსმა სამხედროებმა, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა ამ დროისთვის არსებული ინფორემაციით, საქართველოს შვიდი მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში - ფოტორეპორტაჟი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა და იქ არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

დავით ზალკალიანი: ყველაფერს ვაკეთებთ, რაც კი რესურსი და საერთაშორისო მექანიზმი არსებობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გუგუტიანთკარში ჩავიდა და მოსახლეობას პირადად გაესაუბრა.

რომელ უბნებში მუშაობენ უკვე მართლწესრიგის ოფიცრები და როგორ დავუკავშირდეთ მათ

თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონს 117 მართლწესრიგის ოფიცერი ყავს, რომლებიც საკუთარ სამოქმედო ტერიტორიაზე მოსახლეობის უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

დიღომში, ოლიმპიურ სოფელში მდებარე ფრენბურთის არენაზე დასრულდა ძალოსანთა საქართველოს ჩემპიონატი. ასპარეზობაზე ბოლოს 109 და +109 კგ. წონითი კატეგორიის ძალოსნები გამოვიდნენ. 

რომან კაკულია: საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს საქართველოში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ

„ფიტჩის“ მიერ საქართველოსთვის რეიტინგის შენარჩუნება მიუთითებს, რომ საერთაშორისო საზოგადოების თვალში ჩანს, რომ საერთაშორისო თამაშის წესებს ამ ქვეყანაში პატივს სცემენ და მათ გაუმჯობესებაზე ფიქრობენ, -

თამარ კიკნაძე: სახელმწიფო კონსორციუმს ყველაფერში გაყვა, გარდა იმ ნაწილისა, რომელიც სახელმწიფო ინტერესს აზიანებდა და სწორედაც მოიქცა

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თამარ კიკნაძე პოსტს აქვეყნებს.

გიორგი ცუცქირიძე: რეალურად ირკვევა, რომ ამერიკული ჯგუფი „კონტი“, კონსორციუმში ხაზარაძეს და კომპანიას დასჭირდათ ტენდერის მოსაგებად

ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

 

ლადო ბოჟაძე: საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი უნდა აშენდეს ნებისმიერ შემთხვევაში და აშენდება კიდეც!

„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე,  „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლის შესახებ, სოციალურ ქსელში წერს.

ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისში გადაიყვანეს

ზუგდიდის ცენტრში მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული ქალი ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში გადაიყვანეს.

გია აბაშიძე: სიმართლე საბოლოოდ გაცხადდა! ხაზარაძე-ჯაფარიძეს მოუწიათ იმის აღიარება, რომ „კონტი“ არც ყოფილა რეალურად ანაკლიის პროექტში

ექსპერტი გია აბაშიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

ლევან ნიკოლეიშვილი: როგორც იქნა აღიარეს, რომ "კონტი" რეალურად არც ყოფილა პროექტში

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

დავით თვალაბეიშვილი: საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, არამედ ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც

„საქართველოს ენერგეტიკა მიმზიდველია არა მხოლოდ უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვისაც. მხოლოდ 2018 – 19 წლებში დაწყებული პროექტები ქვეყნის ეკონომიკაში მილიარდ დოლარზე მეტს ინვესტიციას მოიტანს".

თამარ მახარობლიძე: სახელმწიფომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს მისცა ყველანაირი საშუალება გადაერჩინა საკუთარი მონაწილეობა ამ პროექტში და შეესრულებინა ვალდებულებები

სამართალმცოდნე თამარ მახარობლიძე, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ ამერიკული ჯგუფი „კონტის“ გასვლას, სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

 

ქუთაისში სარდაფები გატეხეს

ქუთაისში აღმაშენებლის 11 ნომერში ორი სარდაფი გატეხეს.

ოთარ ანგურიძე:  „Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის

„Fitch”-ის რეიტინგი არის მკაფიო პოზიტიური გზავნილი ინვესტორებისთვის, რომ მიუხედავად არსებული გამოწვევებისა საქართველო სტაბილურად აგრძელებს ეკონომიკურ რეფორმებს, რაც აისახებს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე

"სახალხო დღესასწაული "ბორჯომობა" დაიწყო

17 აგვისტოს, ბორჯომში, სახალხო ტრადიციული დღესასწაული „ბორჯომობა 2019“ აღინიშნება.

სოსო არჩვაძე: „Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა

„Fitch” - ის რეიტინგმა ნეგატიური ეგზოგენური ფაქტორებისადმი საქართველოს ეკონომიკის მდგრადობა დაადასტურა,“.

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივით, დევნილი ვეტერანებისთვის ბინათმშენებლობის პროგრამა იწყება".