პრემიერი: ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით სიტუაცია კატასტროფულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე რუმინეთში პირველი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ის უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას, რომლის შემდეგაც,  მხარეებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

"ჩვენ რუმინეთთან გვაკავშირებს განსაკუთრებული ურთიერთობები. მეგობრობა ქართველ და რუმინელ ხალხს შორის საუკუნეებს ითვლის. ჩემთვის განსაკუთრებით სიმბოლურია დღევანდელი ვიზიტი, რადგან საქართველო და რუმინეთი წელს მეგობრობის 300-წლიან იუბილეს აღნიშნავენ.

ბუნებრივია, როდესაც ჩვენს ერებსა და ხალხებს შორის მეგობრობაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს ანთიმოზ ივერიელი, ვახტანგ VI, კონსტანტინე ბრინკოვიანუ. ფასდაუდებელია მათი წვლილი  ქართულ-რუმინული ურთიერთობების განვითარების საქმეში.

ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენი დიდი წინაპრების დაწყებულ საქმეს ვაგრძელებთ, ჩვენი ურთიერთობები ვითარდება და დღეს გვაქვს უამრავი საერთო ინტერესი.

ჩვენ ამავე დროს ვართ უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნები, რომლებიც გეოგრაფიულადაც არიან დაკავშირებული. შავი ზღვა გვიქმნის უნიკალურ შესაძლებლობას, მეტი როლი ვითამაშოთ არა მხოლოდ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში, არამედ სხვა ქვეყნებთაან ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაში.

დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ეს არის სწორედ ის გზავნილი, რომლის მიტანას ჩვენი დასავლელი მეგობრებისთვის წლების განმავლობაში ვცდილობდით, ვინაიდან შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარეშე შეუძლებელია, ვისაუბროთ ევროპული და ევროატლანტიკური საზოგადოების უსაფრთხოებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შავი ზღვის კონტექსტი უფრო და უფრო აქტუალური ხდება.

მივესალმებით ვაშინგტონში გამართულ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე ნატოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შესაბამისი პაკეტის დამტკიცების თაობაზე, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის რეგიონში ნატოს უფრო აქტიურ ჩართულობას და საქართველოსა და უკრაინის მხარდაჭერას. აქვე, მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს რუმინელ მეგობრებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესში მტკიცე მხარდაჭერისთვის",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის განმარტებით, პოლიტიკური დიალოგი საქართველოსა და რუმინეთს შორის, უმაღლეს დონეზეა და  მნიშვნელოვანია, ეკონომიკური თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

"ჩვენ მზად ვართ, გვქონდეს ამბიციური დღის წესრიგი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის, შავი ზღვის რეგიონში არსებული ჯერ კიდევ აუთვისებელი პოტენციალის ბოლომდე ასათვისებლად. ამ კონტექსტში, ძალიან მნიშვნელოვანია ის შეხვედრა, რომელიც ბუქარესტში 2019 წლის 4 მარტს გაიმართა და რომელზეც საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პოლიტიკური დეკლარაცია მოამზადეს  ერთობლივი სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ. ჩემთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ჯერ კიდევ “საქართველოს რკინიგზაში” მუშაობის პერიოდში ვიყავი ამ ახალი დერეფნის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი და ჩემთვის სასიხარულოა, რომ ამ ძალიან დიდი იდეის რეალიზაცია ხდება ეტაპობრივად.

განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საქართველოს პორტებისა და პორტ კონსტანცას შორის ურთიერთობას, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ საქართველოში შენდება ღრმაწყლოვანი პორტი, რომელიც ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალ შესაძლებლობებს გააჩენს. ამასთან, ჩვენ გვაქვს ინოვაციური პროექტები ენერგეტიკაში, რომლებიც მოემსახურება ევროკავშირისა და ევროპული ოჯახის ენერგოუსაფრთხოების კიდევ უფრო მეტად განმტკიცებას და საქართველოს როლის გაძლიერებას ამ მიმართულებით.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რომ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს სტრატეგიული ხარისხი მიენიჭოს - ეს არის ჩვენი პოზიცია, რომელსაც ღიად ვაფიქსირებთ. სწორედ საერთო ძალისხმევით და ურთიერთობების სტრატეგიულ განზომილებაში გადაყვანით მოვახერხებთ ყველა იმ უმნიშვნელოვანესი საკითხის განვითარებას, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ და რომლებიც, როგორც რუმინეთისთვის, ასევე საქართველოსთვის მართლაც სტრატეგიულია.

ჩვენ ვაფასებთ, ევროკავშირში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიურ ძალისხმევას, რათა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ იდეა და კონცეფცია მაღალ დონეზე შენარჩუნდეს. პარტნიორობის 10 წლისთავზე, ყველა თანხმდება, რომ მრავალ სფეროში მიღწეულ იქნა ძალიან დიდი პროგრესი, მაგრამ, ჩვენ ასევე აღვნიშნეთ ერთობლივი ძალისხმევით პარტნიორობაში ახალი დინამიკის, ახალი მუხტის შეტანის აუცილებლობა, რომლის მიზანია ევროკავშირთან  საქართველოს კიდევ უფრო მეტი დაახლოება და ინტეგრაცია.

საქართველო აგრძელებს ასოცირების შეთანხმების წარმატებულ იმპლემენტაციას. გვსურს, ინტეგრაციის, მათ შორის სექტორული დაახლოების ხარისხი გადავიყვანოთ ახალ, თვისობრივად განსხვავებულ ეტაპზე. ეს არის ჩვენს მიერ ბრიუსელში წარდგენილი საგზაო რუკის იდეა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს უფრო მეტ დაახლოებას ევროკავშირთან და დარწმუნებული ვარ, რუმინელი მეგობრები ამ მიმართულებით აქტიურად დაგვეხმარებიან.

ვსარგებლობ შემთხვევით და მადლობას ვუხდი ჩვენს კოლეგებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოში არსებული ძალიან  მტკივნეული გამოწვევები. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციას. სიტუაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით კატასტროფულია. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჩვენ, მეგობრებთან ერთად, მომზადებული გვაქვს სამშვიდობო ინიციატივა, რომლის მთავარი მიზანია, შევაჩეროთ ამ ტერიტორიებზე არსებული ჰუმანიტარული კატასტროფა. რუსეთი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, რომელიც მან ჯერ კიდევ 2008 წელს აიღო, რომ გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. 

ჩვენ განუხრელად ვასრულებთ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას და მადლობას ვუხდით საერთაშორისო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდში დგომისთვის.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სწორედ ჩვენს რუმინელ მეგობრებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი კონტრიბუციისათვის.

ქალბატონო პრემიერ-მინისტრო, კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას გულთბილი მასპინძლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი შეხვედრა და ჩემი ვიზიტი საშუალებას მოგვცემს, ჩვენი ურთიერთობები მის ყველა განზომილებაში ახალ დონეზე გადავიყვანოთ.

უღრმესი მადლობა საქართველოს ერთგული მეგობრობისთვის!",-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


მალაიზიაში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია გაიმართა

მალაიზიაში, ქ. კუალა-ლუმპურის ლიმკოკვინგის უნივერსიტეტში, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, 9 აპრილის 30 წლისთავისადმი  მიძღვნილი  საჯარო ლექცია გაიმართა.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა დაშავებული პოლიციელები მოინახულეს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე - კახა საბანაძე და მინისტრის მოადგილე - ვლადიმერ ბორცვაძე პანკისის ხეობაში დაშავებული  პოლიციელების მოსანახულებლად, თელავის სამედიცინო დაწესებულებებში  იმყოფებოდნენ.

ალიკო ცინცაძის წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის "ქართული კაბალა" პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.

აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი კლინიკაში მოათავსეს- მდგომარეობა მძიმეა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა ვალერი ბგანბამ ე.წ. დეპუტატ ასლან ბჟანიას მოსკოვში მკურნალობის უზრუნველყოფის დავალება ე.წ.საგარეო უწყების ხელმძღვანელს მისცა.

ზუგდიდში დაკავებულის ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ

ზუგდიდის რაიონულ პროკურატურასთან დაკავებული მირიანე მარკელიას ოჯახის წევრები სამეგრელო-ზემო სვანეთის მთავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვენ.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებლები რაიონში მასშტაბური ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ.


30-მდე დეველოპერი ერთ სივრცეში - „არეა ექსპო 2019“

„არეა ექსპო 2019“-ში 30-მდე დეველოპერი კომპანია მიიღებს მონაწილეობას.

ია მეტრეველი: არ მგონია გუშინდელ მოქმედებებს პანკისელების უმეტესობა ემხრობოდეს

ბუტა რობაქიძის დედა, გუშინ პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური ქსელის საშუალებით ექმიანება.

ზელენსკის გამარჯვების შემდეგ, კრემლმა კიევთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი დაინახა

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შანსები არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა სამართლიანობა, პრაგმატული და პასუხისმგებლიანი მიდგომა.

„ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს

„ქართული ლუდის კომპანია“ ბიზნესის ოსკარად წოდებული Golden Brand -ის არაერთგზის გამარჯვებულია. „ჩერო“, „ზედაზენი“ და Ragnar-ი  წლის ყველაზე დამოუკიდებელ ბიზნეს დაჯილდოვებაზე საუკეთესოებად აღიარეს.

გიორგი ჩიქოვანი: მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას კონსტრუქციული დიალოგისკენ, რადგან ნებისმიერი ჰესის მშენებლობა არის ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების საჭიროება

„როდესაც ვსაუბრობთ  ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებასა და ენერგოდამოუკიდებლობაზე, უნდა გვახსოვდეს, რა ხდებოდა უახლოეს წარსულში საქართველოში, როდესაც დამოკიდებულნი ვიყავით სხვა ქვეყნის ენერგორესურსზე".

ნიდერლანდებში 9 აპრილის 30 წლისთავის აღსანიშნავი ღონისძიება გაიმართა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ლაიდენის უნივერსიტეტის ჰააგის კამპუსის სტუდენტებს საელჩოში უმასპინძლა.

მაია ცქიტიშვილი: ინციდენტის შეფასებისას საჭიროა, გავმიჯნოთ პოლიტიკური და სამართლებრივი შემადგენელი

"ჩვენ ვერ გავაჩერებთ ქვეყნის ენერგეტიკულ განვითარებას და ვერც სხვა მიმართულების პროექტებს".

გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტო ატმოსფერულ ჰაერში, წყალსა და ნიადაგში ტყვიის შემცველობის მონიტორინგის არეალს რეგიონებშიც აფართოებს.

116-ე სკოლის ადმინისტრაციისა და თანამშრომლების პასუხი ალიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე

12 აპრილს გამოქვეყნებულ სტატიაში „116-ე სკოლის დირექტორმა სკოლის რემონტისთვის განკუთვნილი თანხით საკუთარი სახლი გაარემონტა(?!)“ გაჟღერებულ ბრალდებებს ამავე სკოლის ადმინისტრაცია და თანამშრომლები პასუხობენ. 

ოჯახის წევრზე ძალადობისთვის ბრალდებულს 4 წელი მიესაჯა

ოჯახის წევრის მიმართ გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ ძალადობაში და თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანაში ბრალდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

აშშ-ში თურქეთიდან სამხედრო ბაზის გაყვანას არ გამორიცხავენ

ამერიკელი სენატორი-დემოკრატი რობერტ  მენენდესი არ გამორიცხავს, რომ ვაშინგტონმა ინჯირლიკში მდებარე სამხედრო ბაზა საბერძნეთში გადაიტანოს.

 

მაშველებმა ხევში ჩარჩენილი 2 მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მეხანძრე-მაშველებმა დაბა წყნეთში, შოთა რუსთაველის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე არსებულ ხევში ჩარჩენილი ორი მოქალაქე უვნებლად ამოიყვანეს.

თიბისის რეგიონული ბიზნესფორუმი იმერეთში ჩატარდა

თიბისის ორგანიზებით, საქართველოს რეგიონებში მასშტაბური ბიზნესფორუმების სერია გრძელდება. აჭარის შემდეგ თიბისის ბიზნესკლიენტები ამჯერად უკვე იმერეთში შეიკრიბნენ.

მაია ცქიტიშვილი: მინდა, მადლობა გადავუხადო პანკისის ხეობის მცხოვრებლებს, ვისაც ძალიან კარგად ესმით რამდენად მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარება

"რაც პანკისში მოხდა, დამაზიანებელია ყველასთვის. სამწუხაროდ, გარკვეული ძალების მხრიდან სიმშვიდისკენ მოწოდების ნაცვლად ვიხილეთ აგრესიული ქმედებებისთვის გამოცხადებული სოლიდარობა და პარალელური აქციები".

4 დღის ამინდის პროგნოზი

აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე 22-23 აპრილს  აპრილს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 24-25 აპრილს ძირითადად უნალექო ამინდსა და +16 გრადუს სითბოს პროგნოზირებენ.