გიორგი მიქაუტაძე: მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიეწოდება

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე  მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მისი თქმით, სიცრუეა საუბარი, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ერევა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგებში.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა განვაცხადო, რომ იუსტიციის საბჭოს განახლებულმა შემადგენლობამ მიიღო სრულიად ახალი, თანამედროვე წესი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ. გამოცდა ორ ეტაპად ტარდება. კომისია არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭო შედეგებს თქვენთან ერთად იგებს. პირველი ეტაპი არის ელექტრონული - ეს ტესტების ფორმით ტარდება და გამოსაცდელს დამთავრებისთანავე ეცნობება, ანუ პროგრამა ავტომატურ რეჟიმში აძლევს რამდენი სწორი პასუხია გაცემული და რამდენი შეცდომაა დაშვებული. მეორე ეტაპი ტარდება წერითი გამოცდის ფორმით, რომელსაც ამოწმებს ორი დამოუკიდებელი კომისიის წევრი და მათ ერთმანეთის ვინაობა არ იციან. შემდეგ ხდება ამ შედეგების შეჯერება და თუ არ დაემთხვევა, უკვე შემდეგ ერთვება კომისიის თავმჯდომარე. ამიტომ, ფაქტობრივად გამორიცხულია რაიმე ხარვეზი. კომისიის შექმნასთან და ტრენინგებთან დაკავშირებით ჩვენ გავიარეთ USAD-ის პროგრამა პროლოგთან ერთად. გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შექმნა სპეციალური მოდული, რომლის მიხედვითაც კომისიის წევრების გადამზადება მოხდა. პროლოგისგან და USAD-ისგან ჩვენ ძალიან დადებითი შეფასება მივიღეთ. ორჯერ ჩავატარეთ შეფასება და ოროვე შემთხვევაში დადებითი შეფასება მივიღეთ,თუმცა იყო რაღაც მცირედი ხარვეზები, რომლის გასწორებაც ხდება. რაც შეეხება ტესტების დაცულობას - ტესტები განთავსებულია დამოუკიდებელ სერვერთან, რომელზეც წვდომა არავის აქვს და თითოეული კომისიის წევრს მის მიერ შდგენილი კითხვები დამოუკიდებლად  თავად  შეჰყავს,  ამიტომ ყოველგვარი სპეკულაცია მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად მიუღებელი და საზოგადოებას მიეწოდება ცრუ ინფორმაცია",-აცხადებს გიორგი მიქაუტაძე.


 

 

 

 

 

 


ახალციხიდან სომხეთის საზღვრამდე მისასვლელი გზა რეაბილიტირდება

საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდას (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზაზე 14.6 კმ-იანი (კმ98-კმ112) მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ივანე მაჭავარიანი: წლების განმავლობაში სახელმწიფო მაქსიმალურად გვერდში ედგა კომპანია „ომეგას“

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კომპანია „ომეგასთან“ მიმართებაში დასმული კითხვები პოლიტიკური მიზნებისთვისაა განკუთვნილი.

ივანე მაჭავარიანი: ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი, ორი პროცენტით მეტად გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით

„ჩვენი მიზანია, მინიმუმ პროცენტ ნახევარი ორი პროცენტით მეტად  გავიზარდოთ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით“.

გია აბაშიძე: EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე. 

სანდრო გირგვლიანის პარლამენტარი მკვლელები - POSTV ანალიზი

ინტერნეტტელევიზია POSTV აანალიზებს 2006 წლის 28 აპრილის ცვლილებებს სისხლის სამართლის კანონმდებლობასა და საპროცესო კოდექსში, რომლის შემდეგაც სააკაშვილის რეჟიმმა გირგვლიანის მკვლელებს არაადექვატურად მსუბუქი სასჯელი მიუსაჯა.

მაშველებმა 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან ვერტმფრენით დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის  ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის
საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გოტფრიდ ჰანე: ვაფასებ საქართველოს მთავრობის მიერ პრობლემის მიმართ გამოჩენილ ყურადღებას და მთავრობის მზაობას, შეიმუშაოს რეაგირების მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგიები

გაეროს ბავშვთა ფონდი დაეხმარა საქართველოს მთავრობას კვლევის ჩატარებაში, რომლიც მიზანიც პრობლემის მასშტაბების განსაზღვრა იყო.

სამგორის რაიონში კიდევ ერთი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამჯერად სამგორის რაიონში, ვარკეთილის მესამე მასივში შენდება.

მთაწმინდის პანთეონთან მისასვლელ გზაზე რიყის ქვაფენილი ბაზალტით შეიცვლება  

მთაწმინდის გამგეობამ, პანთეონისა და მამა დავითის მონასტერთან მისასვლელი გზის ნაწილის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

მარიამ კუბლაშვილი პანკისზე: ორივე მხარემ თანაბრად უნდა სცეს პატივი ერთმანეთს და არა ცალმხრივად

ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი პანკისში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფასებს და წერს, რომ ხეობაში 21 აპრილს მომხდარი დაპირისპირება დიალოგის გზით უნდა მოგვარდეს.

შრი-ლანკის ტერაქტებზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო

შრი-ლანკაში 21 აპრილს მომხდარ ტერაქტების სერიაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, წერს Reuters. 

მარტვილში ხუთი დღეა დაკარგულ კაცს ეძებენ

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდჭყონში, უკვე მეხუთე დღეა, შუახნის მამაკაცს ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო სამუშაოები 18 აპრილს დაიწყო.

ივანე მაჭავარიანი საბანკო რეგულაციებზე: ვაკვირდებით დინამიკას და პოზიტიური ტენდენციებია

„საბანკო რეგულაციების მთავარი მიზანია, ქვეყანაში გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა“.

თამარ ჩერგოლეიშვილი: გილოცავთ, რომ არ გვეხოცებიან ტყვიისგან ბავშვები

თამარ ჩერგოლეიშვილი ქვეყანაში ტყვიის შემცველობის ვითომდა გაზრდის ფაქტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

ივანე მაჭავარიანი: საპენსიო რეფორმა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის შეფასებით, საპენსიო რეფორმა საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობისაა.

თემურ მიქელაძე: თუ ბავშვის ორგანიზმში რკინისა და კალციუმის შემცველობა საკმარისია, მას ტყვიით მოწამვლა არ განუვითარდება

„ტყვიის გადაჭარბებული შემცველობის დროს კლინიკური გამოვლინებების იდენტიფიცირება  ძნელია. იმიტომ, რომ ასე კლინიკურად გამოხატული ნიშანი მას არ გააჩნია, თუ არ გვაქვს მწვავე მძიმე მოწამვლა“, - აცხადებს პედიატრი თემურ მიქელაძე.

თბილისის მერი ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკის რეაბილიტაციას აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

ივანე მაჭავარიანი: გადასახადების სიმცირის კუთხით საქართველო მესამე ადგილზეა მსოფლიოში

ფინანსთა მინისტრის თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში  შეხვედრებზე, ხაზი გაესვა საქართველოში არსებულ საგადასახადო სისტემის პროდუქტიულობის მაღალ დონეს.

ინდონეზიაში საარჩევნო კომისიის 69 წევრი დაიღუპა

ინდონეზიაში  არჩევნების დროს გადაღლილობისა და ავტოსაგზაო შემთხვევების გამო სულ მცირე 69 ადამიანი დაიღუპა, იტყობინება სააგენტო Xinhua ქვეყნის ცესკოს განცხადებაზე დაყრდნობით.

ივანე მაჭავარიანი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო კვლავ ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას რეგიონში“.

ივანე მაჭავარიანი: სიღარიბისა და უმუშევრობის პრობლემების მოგვარების გასაღები მხოლოდ მაღალ ეკონომიკურ ზრდაშია

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ახალი რეგლამენტით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მივიდა, სადაც ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ ვითარებაზე ისაუბრა.