პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა

"ჩვენ შემდეგი მოწვევის პარლამენტს დავუტოვებთ პოზიტიურ მემკვიდრეობას და მყარ ფუნდამენტს ასოცირების შეთანხმების შესრულებაში შემდგომი პროგრესის მისაღწევად და ამ ისტორიული პროცესის ლოგიკურ დასასრულამდე მისაყვანად”.

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ  ევროკავშირთან ასოცირებისშეთანხმების შესრულების შესახებ საქართველოს პარლამენტის სამოქმედო გეგმის წარდგენაზე განაცხადა.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის მიერ მომზადებული, 2019-2020 წლების  სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  და კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ გახსნეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავას, კომიტეტებსა და აპარატს-ანგარიშის მომზადებაში გაწეული საქმიანობისთვის, ხოლო ევროკავშირის დელეგაციასა და გაეროს განვითარების პროგრამას - მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. 

“2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა განსაზღვრავს ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის სტრატეგიულ მიზნებს, ამოცანებსა და აქტივობებს სამი მიმართულებით: პირველი ეს არის-კანონშემოქმედებითი საქმიანობა, მეორე ეს არის- ასოცირების შეთანხმების შესრულების პროცესზე ზედამხედველობა და მესამე, ეს არის-ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ეს სამივე მიმართულება თანაბრად მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

სამოქმედო გეგმა ეფექტური საშუალებაა იმისთვის, რომ პარლამენტმა და მისმა ორგანოებმა შეთანხმებულად და გეგმაზომიერად იმოქმედონ და იმუშაონ მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღწევად ჩვენი მოქალაქეებისთვის ისეთ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, როგორიც არის მაგალითად,  სურსათის უვნებლობა, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა, გარემოსდაცვა, მომხმარებელთა პოლიტიკა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ვეტერინარია და ა.შ. ეს არის ასევე კარგი შესაძლებლობა ყველა დაინტერესებული მხარისთვის, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი საქმიანობა და აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობა საქართველოს კონსტიტუციით გამყარებული საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ-პოლიტიკურ და ღირებულებით არჩევანს ეფუძნება.

“შესაბამისად, ასოცირების ხელშეკრულების შესრულება არ არის რომელიმე რიგითი დოკუმენტით გათვალისწინებული უბრალოტექნიკური საქმიანობა.

ფაქტობრივად, ეს არის საქართველოს განვითარების და წინსვლის სამოქმედო გეგმაც. ეს არის საშუალება იმისა, რომ ჩვენ შემდგომ თაობებს დავუტოვოთ უფრო მოწესრიგებული, უფრო მშვიდობიანი და უფრო სტაბილური, მეტი კეთილდღეობის მქონე დამოუკიდებელი სახელმწიფო, ანუ,  ის, რისთვისაც იბრძოდნენ 1989 წლის 9 აპრილს ჩვენი გმირები და თანამოქალაქეები”,-მიმართა დამსწრეებს ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, ეს არის არა მხოლოდ ერთი კომიტეტის, არამედ თითოეული ჩვენგანის მნიშვნელოვანი მისია და პასუხისმგებლობა. პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება  ამ პროცესში, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, შედეგზე ორიენტირებული ექსპერტული ჩართულობის მნიშვნელობაზე გაამახვილა და საქართველოს პარლამენტის სახელით, მათ სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციითა და პარლამენტის ახალი რეგლამენტით, ჩვენი ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესზე კიდევუფრო ეფექტური ზედამხედველობის განხორციელების უფრო ძლიერი ბერკეტები შეიძინა. პარლამენტის თავმჯდომარემ მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„კონსტიტუციის ახალი რედაქციის და პარლამენტის ახალი რეგლამენტის გათვალისწინებით, პარლამენტმა შეიძინა უფროძლიერი ბერკეტები და ახალი ფუნქციები იმისათვის, რომ განახორციელოს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების უფროეფექტური ზედამხედველობა და ამ მხრივ პირნათლად შეასრულოს კანონშემოქმედებითი ფუნქციაც. ამ ფართომასშტაბიანისაქმიანობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაცია, პოზიტიური ცვლილებების დასარგებლის ნათლად წარმოჩენა, ამ მხრივ საზოგადოებრივი აზრის მობილიზება.

დარწმუნებული ვარ, რომ ერთი წლის შემდეგ, 2019 წლის შეჯამებისას კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო შედეგებით წარვდგებით ჩვენ მოსახლეობის წინაშე”,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.


ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.