დავით ზალკალიანი: რუმინეთი არის საქართველოს სუვერენიტეტის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, რუმინეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და საჭიროა აქტიური კომუნიკაცია ამ ქვეყანასთან.

დავით ზალკალიანმა რუმინეთში მამუკა ბახტაძის ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ შეხვედრებზე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, როგორიც არის ორმხრივი ურთიერთობები, ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივები.

"ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია, გამომდინარე იქიდან, რომ რუმინეთი გახლავთ ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და  ძალიან მნიშვნელოვანია თავმჯდომარეობის პერიოდში ამ ქვეყანასთან აქტიური კომუნიკაცია, რადგანაც საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, რასაც პირდაპირი კავშირი აქვს როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ ორმხრივ ურთიერთობებზე, ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, შავი ზღვის რეგიონის უფრო ეფექტიანად გამოყენების პერსპექტივებზე. ეს რეგიონი დღეს თანამედროვე გეოპოლიტიკურ სიტუაციაში მსოფლიო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრშია, როგორც ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით. მნიშვნელოვანია ასევე შავ ზღვაზე ძალიან აქტიურად განვავითაროთ ინფრასტრუქტურული პროექტები, ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოტენციალის კიდევ უფრო ეფექტიან გამოყენებაზე", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ბუქარესტში ერთი თვის წინ, რუმინეთის, საქართველოს, თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების  ოთხმხრივი შეხვედრა შედგა, სადაც კონკრეტულ გეგმებზე ისაუბრეს, თუ როგორ უნდა დაახლოვდეს კიდევ უფრო კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან საქართველოს გავლით. დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

ერთი თვის წინ აქ გვქონდა ჩვენ ოთხმხრივი შეხვედრა რუმინეთის, საქართველოს  თურქმენეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების, სადაც კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრეთ, თუ როგორ დავაახლოოთ კიდევ უფრო კასპიის რეგიონი შავი ზღვის რეგიონთან საქართველოს გავლით და ბუნებრივია, ეს თემები იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მათ შორის საუბარი იყო ენერგეტიკულ პროექტებზეც და ვფიქრობ, რომ ძალიან სერიოზული პერსპექტივები არსებობს. გარდა ამისა, ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე. რუმინეთი არის საქართველოს, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების ძალიან მტკიცე მხარდამჭერი." - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანის განცხადებით, წელს, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელია  და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი უაღრესად მნიშვნელოვანია ამ კუთხით, მინისტრის განმარტებით, ბუქარესტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მოსამზადებელ სამუშაოებს და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის აღნიშნავს, საქართველოს და რუმინეთს აქვთ მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კონტექსტში.

"მოგეხსენებათ, რომ წელს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელია  და რუმინეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის როლი ამ მხრივ არის უაღრესად მნიშვნელოვანი. სწორედ აღმოსავლეთ პარტნიორობის მინისტერიალის მოსამზადებელ სამუშაოებზე იყო საუბარი, ასევე საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერაზე. რა თქმა უნდა ნატოს და შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულება სწორედ ეს გახლავთ. რუმინეთი, როგორც შავი ზღვის რეგიონის და ნატოს წევრი ქვეყანა, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ კუთხით და ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების კონტექსტში. ბუნებრივია ასევე ვისაუბრეთ სექტორული თანამშრომლობის პერსპექტივებზე. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირში საქართველოს ფიზიკურ ინტეგრაციაზე ისეთი მიმართულებებით, როგორიც არის ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა და რუმინეთს ამ კუთხითაც უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვფიქრობ, რომ ძალიან შინაარსიანი ვიზიტი იყო, რომელიც თავის ხელშესახებ შედეგებს უახლოეს  პერიოდში აუცილებლად მოგვცემს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა  მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.


ირაკლი კობახიძე: აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტით

"აგრესია და სიძულვილი მიუღებელია, მით უმეტეს, როდესაც ეს ყველაფერი კეთდება რელიგიური კონტექსტი", - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვერის ბაღში განვითარებულ მოვლენებს.

"ჩადით რუსეთში და ყველაზე ბობოლა რუსებს ჰკითხეთ ვინ არის ლევან ვასაძე?"

ბიზნესმენი ლევან ვასაძე თეთრი სამოსითა და ჯვრით ხელში ვერის ბაღში შეკრებილ იმ ადამიანებთან მივიდა, რომლებიც საქართველოში ლგბტ პრაიდის ჩატარების მოწინააღნდეგეები არიან.

ლევან ვასაძემ შს მინისტრს მიღებული გადაწყვეტილებითვის მადლობა გადაუხადა - ახლა ჩვენ გავაგრძელებთ ლოცვას

ლევან ვასაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, იმსათან დაკავშირებით რომ პრაიდი არ ჩატარდება ბრძული უწოდა.

რუსთავში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო

რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში, ტბაში 11 წლის ბიჭი დახრჩო. 

"ის რასაც ლევან ვასაძე ამბობს და რაც ითქვა ვერის ბაღში, არის სახელმწიფოს წიანააღმდეგ მიმართული ქმედებებისკენ მოწოდება"

"რაც არ უნდა პატრიოტიზმის დროშა ააფრიალო და გულისამაჩუყებლად ისაუბრო კანონის გარეშე ქმედებები არის საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აქცია" - ამისშესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი ტვ იმედის ეთერში განაცხადა.

 

ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ლევან ჩაჩუა გამოკითხვაზე იმყოფება

ვერის ბაღში, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ორგანიზებით გამართული შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე, ლევან ჩაჩუა თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს შეხვდა

2019 წლის 17 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში ბრაზილიის ელჩს, ციცერო მარტინს გარსიას, შეხვდა.

ნათია თურნავა: ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამთავრობო დელეგაციის  ვიზიტისა და საქართველოს აშშ-სთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოების პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.

თსუ-ში დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუსი პროფესორის დამანა მელიქიშვილის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო.

ირაკლი ჩიქოვანი - აშშ-ი და საქართველო ერთად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი

საქართველო გახდება რეგიონში ეკონომიკური ჰაბი, როგორც ლოგისტიკისთვის, ასევე სხვა ეკონომიკური საქმიანობისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

გურამ ფალავანდიშვილს დაკითხვაზე იბარებენ (ვიდეო)

რამდენიმე წუთის წინ ვერის ბაღში შსს-ს წარმომადგენლები მივიდნენ.

დიმიტრი ლორთქიფანიძე: ჩვენ არაფერს ვაკეთებთ, რაც კანონსაწინააღმდეგოა (ვიდეო)

ვერის ბაღში მეორე დღეა, სახალხო ლეგიონის შესაქმნელად მოხალისეებს ელოდებიან.

საპატრიარქო: LGBT ჯგუფების ლიდერები ქვეყნის დასავლურ ორიენტაციის მოწინააღმდეგეთა წისქვილზე ასხამენ წყალს 

საქართველოს საპატრიარქო LGBT-პრაიდის ჩატარებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "პირველი" უცვლელად გთავაზობთ. 

ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში ფორე მოსულიშვილის ქუჩის კაპიტალური რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარი დაზიანებული იყო და სანიაღვრე ქსელი არ არსებობდა.

გიორგი თაბაგარი: შსს-ს პოზიცია უცვლელია - ღონისძიება არ უნდა ჩატარდეს

„თბილისი პრაიდის“ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 

მაია ცქიტიშვილი: ნებისმიერი განცხადება და მითუმეტეს ქმედება, რომ ვინმემ შეითავსოს სახელმწიფოს როლი, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა ვერის პარკში გუშინ ჩატარებული აქცია შეაფასა.

მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლებაზე გავრცელებულ ინფორმაციას მაია ცქიტიშვილი ჭორს უწოდებს

ვიცე-პრემიერი ჭორს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მამუკა ბახტაძის შესაძლო ჩანაცვლების შესახებ. 

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება წლის ბოლომდე გადაუვადა

მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება კიდევ ერთხელ, 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა.

წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორ მარია ფილინასა და დანუტა ოსოვსკას წიგნის „პოლონელთა ბედი კავკასიაში" პოლონელ გადასახლებულ პოეტთა ,,თბილისური ჯგუფი“ პრეზენტაცია. 

შსს-ს გადაწყვეტილებით პრაიდი არ ჩატარდება

შინაგან საქმეთა სამინისტროში სახალხო დამცველსა და პრაიდის ორგანიზატორებთან შეხვედრა დასრულდა. ნინო ლომჯარიას განცხადებით, უწყების პოზიციაა, რომ პრაიდი არ უნდა ჩატარდეს.

ვითიბი ბანკის საზაფხული აქცია სამომხმარებლო სესხზე

ვითიბი ბანკი მომხარებელს სთავაზობს აქციას სამომხარებლო სესხზე, შემოთავაზების ფარგლებში სესხის გადახდის დაწყება 6 თვეში არის შესაძლებელი.