ბათუმის პორტში აშშ-ის კიდევ ერთი სამხედრო ხომალდი შევიდა

ბათუმის ხელისუფლებამ ამერიკელ სამხედრო მეზღვაურებს, რომლებიც გემით USS Ross შევიდნენ ბათუმის პორტში, საზეიმო დახვედრა მოუწყო.

ამერიკული სამხედრო ხომალდი სახელწოდებით USS Ross საქართველოს წყლებს პირველად სტუმრობს. ვიზიტი აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას ემსახურება რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.

USS Ross (DDG 71) Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს აქვს ტექნიკური მონაცემები, მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.

ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები აჭარაში ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ. დაგეგმილია ამხანაგური საფეხბურთო მატჩები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან, საკალათბურთო მატჩი ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებთან და შეხვედრები ახალგაზრდებთან ბათუმის ამერიკულ კუთხეში.

23 აპრილს გემზე ოფიციალური მიღება იგეგმება, რომელსაც ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელიც დაესწრება. ხომალდი შავი ზღვის საქართველოს აკვატორიას 25 აპრილს დატოვებს.


ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო დაიხურა

პარიზის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობა- ეიფელის კოშკი თანამშრომლების გაფიცვის გამო დაიხურა. ამის შესახებ გაზეთი "ლე ფიგარო" იყტობინება. 

პროკურორი: გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობითი სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი

„გასაკვირია, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დროს პირობითი სახელების გამოყენება გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილისთვის დღეს გახდა ცნობილი“, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

პროკურორი: 2 დღის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა, ვინ სარგებლობდა დაახლოებით 300 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილით

„2 დღის განმავლობაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზანი იყო დაგვედგინა, ვინ სარგებლობდა დაახლოებით 300 ათასი ლარის ღირებულების ავტომობილით“, - ამის შესახებ „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორის საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილი საკრებულოში დაპირისპირებაზე: ერთი ერთზე ვერ მერევიან, მასეთი მაგარი ბიჭები ვერ არიან

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი თბილისის საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატებს, რომლებიც მას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, ლაჩრებს უწოდებს.

გიორგი ტყემალაძე: ორივე მხარეს მოვუწოდებ თავი შეიკავონ შეურაცხყოფისა და დაპირისპირებისგან

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოში მომხდარი ინციდენტის შემდეგ მხარეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ვითარების გამწვავებისგან.

ომბუდსმენი: თეა წულუკიანმა პატიმრებს ძალიან სახიფათო "მესიჯები" გაუგზავნა

"თეა წულუკიანმა პატიმრებს ძალიან სახიფათო გზავნილები გაუგზავნა, რომ მათი ურთიერთობა და შეხვედრები სახალხო დამცველთან არ არის დაცული კონფიდენციალურობის გარანტით და ნებისმიერ დროს შეიძლება გასაჯაროვდეს",-ამის შესახებ ომბუდსმენმა ნინო ლომჯარიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი ნადარეიშვილი: 2014 წლიდან ევროკავშირში ექსპორტიორი ქართული კომპანიების რაოდენობა 44%-ით არის გაზრდილი

"ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების იმპლემენტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ისეთი პლატფორმების არსებობა, როგორიც არის  ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭო,  რომელიც, წლების განმავლობაში, ძალიან წარმატებულად  მუშაობს ქართული და ევროპული ბიზნესის დაახლოებასა და ინტეგრაციაზე" - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა.

გიგა ბოკერია საკრებულოში დაპირისპირებაზე: როცა აგონიასა და ისტერიკაში ხარ, ძალადობას მიმართავ

"ეს არის ასლან აბაშიძის კურსის გაგრძელება, როცა ხარ აგონიაში, ფეხიდან დასაყრდენი გეცლება და ისტერიკაში მყოფი მიმართავ ძალადობას",- ასე შეაფასა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საკრებულოში მომხდარი დაპირისპირება. 

ბექა დავითულიანი: ძალადობა არ უნდა წავახალისოთ, მაგრამ არც დედის გინებაა წასახალისებელი

"ადამიანები ვართ, ზოგი სიტყვიერად აყენებს ერთმანეთს შეურაცხყოფას, ზოგი ფიზიკურად", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა დავითულიანმა დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა

საქართველოს საელჩომ კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს უმასპინძლა. შეკრების მთავარ მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და დიასპორასთან დაკავშირებით ქვეყნის ხელისუფლების ხედვების თაობაზე ინფორმაციის გაცნობა.

"შენ ხარ "ფარჩაკი" - თბილისის საკრებულოში დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

თბილისის საკრებულოში, სარევიზიო კომისიის სხდომაზე უმრავლესობის დეპუტატები და "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ხაბეიშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. 

ნათია თურნავა: საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების კუთხით

"საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია რეგიონში ინვესტიციების განხორციელების  კუთხით და ამაზე საუკეთესო პასუხია თვითონ ის ამერიკული კომპანიები, რომლებიც ჩვენთან მოღვაწეობენ".

აშშ-ში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველ ქალებზე ვიზების გაცემის რეგულაცია ამოქმედდა

დღეიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში სამშობიაროდ ჩასვლის მსურველ ქალებზე ვიზების გაცემის ახალი რეგულაცია ამოქმედდა.

ვინ იბრძვის გენერალური პროკურორობისთვის - კანდიდატების სია

საპროკურორო საბჭოში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე 17 კანდიდატი იყო წარდგენილი. თუმცა, აქედან ერთმა კანდიდატმა გრიგოლ გაგნიძემ კანდიდატურა მოხსნა. 

ლევან იზორიას დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს

თავდაცვის ყოფილი მინისტრის ლევან იზორიას დედა გულიკო კვირკველია სოციალურ ქსელში „მთავარი“ არხის მიერ გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

ცაგერში, ცხენისწყლის არხში დაღუპული კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

ცაგერის რაიონში, მდინარე ლაჯანურში სამძებრო სამუშაოების შედეგად მაშველებმა მეორე დაღუპულის ცხედარი იპოვეს.

ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებისა და დაყაჩაღებისთვის პირს ხუთწლიანი პატიმრობა მიესაჯა

არასამთავრობო ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობის" ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალის გაუპატიურებასა და დაყაჩაღებაში ბრალდებულს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

ორპირი-საწირეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად,  ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 1-38კმ (ორპირი-საწირე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

სასამართლომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ქ.ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კ.დ. დამნაშავედ ცნო.

პროკურორი: თუ გუგა ბარბაქაძე ბრალს არ აღიარებს, მასთან საპროცესო შეთანხმებას ბრალდების მხარე არ დასთანხმდება

პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.