"გადახედეთ რუსული მედიის გამოხმაურებებს განვითარებულ მოვლენებზე და დავფიქრდეთ, ის რაც მოხდა იწყება და მთავრდება თუ არა ჰესით"

პოლიტიკის ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე პანკისის ხეობაში განვთარებულ მოვლენებს აფასებს:

 

 

"1. სამართალდამცავებზე თავდასხმა არაფრით არ მართლდება, თორემ სახელმწიფო დაგვემხობა თავზე და ეს არ ეპატიება საქართველოს არც ერთ მოქალაქეს: არც პანკისის ხეობიდან, არც არც ივრის ჭალებიდან და არც კოლხეთის სანახებიდან;


2. თუ სვანეთის ან პანკისის მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს პრობლემები აქვთ, ეს ჩვენი საერთო პრობლემებია და მათ არ უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ ისინი მარტონი არიან საკუთარ პრობლემებთან. ასე რომ, სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენც გვაქვს, საზოგადოებას - სხვისი ჭირი, ღობეს ჩხირის - დამოკიდებულებას რომ ვერ გავცდით;


3. ხელისუფლებამ იცოდა, რომ ჰესის მშენებლობის დაწყებას პრობლემები მოჰყვებოდა, ამიტომაც გააყოლა თავიდანვე პოლიციის რაზმი;


4. ამიტომაც, ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და აუცილებლად პასუხი უნდა აგოს მან, ვინც სახელმწიფო ამ პროვოკაციაზე წამოიკიდა ანუ ვინც პანკისიდან სწორი ინფორმაცია არ ჩამოიტანა დედაქალაქში;


5. შესაბამისმა სტრუქტურებმა ყურადღებით უნდა შეისწავლონ "ლაივ" ჩართვების კადრებში ისმოდა თუ არა ცალკეული, სხვადასხვა ტიპის მოწოდებები რუსეთთან ურთიერთობის თუ რუსული იარაღის შესახებ;


6. გადახედეთ რუსული მედიის გამოხმაურებებს დღეს განვითარებულ მოვლენებზე და დავფიქრდეთ, ის რაც დღეს მოხდა იწყება და მთავრდება თუ არა ჰესით;


7. იქნებ ახლა მაინც მიხვდეს "ოცნებებში" ჩარჩენილი ხელისუფლება, რომ - თუ სახელმწიფო გინდა იყო და არა დუქანი - აუცილებლად გჭირდება უსაფრთხოების სისტემისთვის ისეთი ფუძემდებლური დოკუმენტები, როგორიცაა საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და ა.შ. უბრალოდ, ელემენტარულია, რაზეც ეხლა ვსაუბრობთ, რომ სახელმწიფოს სჭირდება უსაფრთხოების გამოწვევების სისტემატიზაცია;


8. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად დაძრული გაფხორილ-გასნობებული ქართული ბიზნესი: პანკისში სოციალური პროგრამების დაფინანსება დაიწყოთ ის დროა, სანამ თავზე დაგმხობიათ ქვეყნის სტაბილურობა და თქვენი გაბღენძილი ბიზნესებიც;


9. პასუხისმგებლიანი იყო გრიგოლ ვაშაძის გამოსვლა;


10. ასევე, პასუხისმგებლიანად იმუშავა მედიამ;


11. ამჯერად გახარიამ კვლავ შეძლო სიტუაციის განმუხტვა, მაგრამ სანამ უნდა იყოს ეს ხელისუფლება თავის მიერვე დანთებული ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში?! დიდხანს ვეღარ გაუძლებს ვერც ხელისუფლება და ვერც ქვეყანა ასეთ რყევებს" - წერს ხათუნა ლაგაზიძე.


პანკისის ხეობაში, სოფელ ბირკიანთან მცირე ჰესის მშენებლობის პროცესი, რომელიც კომპანიებმა "ალაზანი ენერჯი"-მ და "ფერი"-მ დღეს, 21 აპრილს დაიწყეს, ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა და მშენებლობის პროცესი შეაფერხეს.


ვითარების გამწვავების გამო შსს–მ ადგილზე სპეცდანიშნულების რაზმები გაგზავნა, რასაც ვითარების უკიდურესი დაძაბვა მოჰყვა.


26 მაისის საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში ფოთში საპატიო მოქალაქესა და წარჩინებულ მოსწავლეებს გამოავლენენ

ფოთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს საზეიმოდ აღნიშნავენ. ქალაქში დაგეგმილ ღონისძიებებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დაესწრება.

რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები გადაეცა

ბრაზილიაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებათა ციკლის ფარგლებში, რიო დე ჟანეიროს პორტუგალიური ლიტერატურის სამეფო ბიბლიოთეკის წიგნთა ფონდს „ვეფხისტყაოსნის“ ქართული და ინგლისური ეგზემპლარები.

ბულგარეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

სასტუმრო „ჰილტონში“, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით  საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება გაიმართა.

 

„ჯორჯიან მანგანეზი“ : ჭიათურაში შექმნილ ვითარებაში, შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ

"ჭიათურაში შექმნილი ვითარების განმუხტვაში შესაძლოა, სახალხო დამცველმა და ბიზნესომბუდსმენმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ", - ამის შესახებ კომპანიის ფინანსურმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.

ჩეხეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა

ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრაღის მარტინიცკის სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

წალენჯიხაში, სავარაუდოდ, უკანონოდ მოპოვებული ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოცხოეწერში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ხის მორებით სავსე სატვირთო ხრამში გადაიჩეხა.

თურქმენეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

თურქმენეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქალაქ აშხაბადში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სამხრეთ აფრიკაში საქართველოს საელჩოსა და საპატიო კონსულის დოქტორ ჯერალდ ვოლმანის ორგანიზებით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის საპარლამენტო დედაქალაქ კეიპ თაუნში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მსოფლიო დედაქალაქებშიც აღინიშნება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე - 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ანდრია ჯაღმაიძე: დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია

საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის გაყვანის სამუშაოები ამ ეტაპზე შეწყვეტილია და ადგილიდან ტექნიკა გაყვანილია.

120 დევნილ ოჯახს მცხეთაში ბინა გადაეცა

120 დევნილი ოჯახი მცხეთაში, ახალაშენებულ კორპუსებში, ბინის მფლობელი გახდა.

კუს ტბის მიმდებარე ფერდობის გამწვანება დაიწყო

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა, კუს ტბის მიმდებარე ფერდობის აღდგენის მიზნით, გამწვანების მასშტაბური ღონისძიება გამართა.

თემქაზე მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა

თემქაზე, მე-7 სართულიდან 4 წლის ბავშვი გადმოვარდა და გადარჩა. 

ზუგდიდის ახლადარჩეულმა მერმა შვილთან ერთად საარჩევნო პლაკატები ჩამოხსნა

ზუგდიდის არჩეული მერი გიორგი შენგელია შვილთან და პარტიის აქტივისტებთან ერთად ქალაქის ტერიტორიის ნაწილი წინასაარჩევნო პლაკატებისგან გაასუფთავა.

დიღომში სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა

დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე სამი წლის ბავშვი მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა.

გაზგასამართ სადგურზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

ბათუმში გაზგასამართ სადგირზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

თბილისში ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონოდ გასაღების მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული ს. ა. დააკავეს.

ტოჩინოშინმა ოძეკის ტიტული დაიბრუნა

ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ ოძეკის ტიტული დაიბრუნა. აღნიშნულ ინფორმაციას "საზოგადოებრივი მაუწყებელი" ავრცელებს. 

“საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შს მინისტრს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია "საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის" შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას განცხადებით მიმართავს. 

სვანეთში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ფესტივალი იმართება

დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წელს  პირველად მთაში, კერძოდ მესტიაში ორდღიანი ფესტივალით დაიწყო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

26 მაისის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების მზადებისას და ღონისძიების დღეს, დედაქალაქში ავტომანქანების მოძრაობა შეიზღუდება.