,,ევროპა ნოსტრამ“ „ჭიათურის საბაგირო გზები“ დააჯილდოვა

„ევროპა ნოსტრამ“ „ჭიათურის საბაგირო გზებს“ „7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის“ სტატუსი მიანიჭა.

ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე - „ევროპა ნოსტრა საქართველოში“, ხსენებული პროექტი ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდა.


კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ წარმომადგენელს სიგელი „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა გადასცა. ღონისძიებაზე წარდგენილი იყო ევროპის კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოს „ევროპა ნოსტრას“ გამარჯვებული 7 პროექტი საქართველოდან და ასევე ,,ევროპა ნოსტრას“ ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი - ჭიათურის საბაგირო გზები და დავით გარეჯი.


ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე, ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და „ევროპა ნოსტრას“ გენერალური მდივანი სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩი დაესწრნენ. ,,ბედნიერი ვარ, რომ საქართველო „ევროპა ნოსტრას“ წევრია. ჩვენ ერთმანეთთან მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. მოხარული ვარ, რომ „ევროპა ნოსტრას“ სიაში ევროპული კულტურული მემკვიდრეობის 7 საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლის პროგრამის მიერ აღიარებული ორი ქართული ძეგლი მოხვდა", - აღნიშნა „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა სნეშკა ქაიდვლიგ-მიხაილოვიჩმა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის მიხეილ გიორგაძის თქმით, საქართველოსთვის ეს წინგადადგმული ნაბიჯია. „ევროპა ნოსტრას“ გენერალურმა მდივანმა ნინო ანანიაშვილი „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტად დაასახელა. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო „ევროპა ნოსტრას“ პრეზიდენტი საქართველოში. მე, როგორც ბალერინამ და ახლა როგორც ხელმძღვანელმა, უფრო მეტად მინდა, გავიტანო საქართველოს სახელი საზღვრებს გარეთ, უფრო მეტად შევძლებთ გავაშუქოთ და ვისაუბროთ ჩვენს ისტორიაზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე“, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.


,,ევროპა ნოსტრა" აღიარებს, რომ დავით გარეჯი საფრთხის ქვეშაა და დასაცავი ძეგლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დავით გარეჯის გადასარჩენად მობილიზაცია მოხდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო ფაქტია!“ - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ღონისძიების დასრულების შემდეგ. „ევროპა ნოსტრა კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვის ორგანიზაციების პან-ევროპული გაერთიანებაა, რომელიც 1963 წელს დაარსდა.


დღეისათვის იგი ყველაზე წარმომადგენლობითი ევროპული ქსელია. „ევროპა ნოსტრა“ ევროპის 50-მდე ქვეყნის 250 კერძო და საჯარო ორგანიზაციას, 150 ასოციაცირებულ და 1500-ზე მეტ ინდივიდუალურ წევრს აერთიანებს. ორგანიზაციის პრეზიდენტია ოპერის მომღერალი და დირიჟორი პლასიდო დომინგო. საზეიმო ღონისძიება საბალეტო სპექტაკლის ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავის“ წარმოდგენით დასრულდა.


ნაფეტვრებში ხანაძარია - ადგილზე 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს

ზემო ნაფეტვრებში ცეცხლი ბალახსა და ეკალბარდს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის პროცესში ამ დროისთვის 3 სახანძრო ბრიგადა მუშაობს.

„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

„BK Construction“-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

მესტიაში ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირები დაწვეს

მესტიაში ახალგაზრდულ ცენტრ „ბეთქილის“ შენობას მოაჯირები მოარღვიეს და დაწვეს.

პუტინმა აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე პასუხის მომზადების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.

მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.

ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.