გია აბაშიძე: EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის

„EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე. 

 


„EMC წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ პანკისის ხეობაში ჰესის აშენება
სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო ადგილობრივი მოსახლეობისთვის“ -
აცხადებს ექსპერტი გია აბაშიძე.



ექსპერტი პანკისის ხეობაში მცირე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთი წლის წინათ დაწყებულ მოლაპარაკებებს
იხსენებს, როდესაც მათ დეტალურად აუხსნეს, რა დადებითი მხარეები აქვს ჰესის
მშენებლობას, რამაც აბაშიძის თქმით, შედეგი გამოიღო და მოსახლეობის
აბსოლუტური უმრავლესობა რეალობაში გაარკვია.


„ამის საპირწონედ კი, არასამთავრობო სექტორის გარკვეულმა ნაწილმა
(განსაკუთრებით კი თამთა მიქელაძე და ორგანიზაცია EMC. მათ შორის, მათი
ადგილობრივი აქტივისტი სულხან ბორძიკაშვილი) მიზანმიმართულად
შეცდომაში შეიყვანა პანკისელები და დააჯერა, რომ ჰესის მშენებლობა
გამოიწვევდა დიდ კატასტროფას, აღარ ეყოლებოდათ ბავშვები და სხვა ბევრი
უმსგავსო ტყუილი, რომელმაც გარკვეული ზეგავლენა მოახდინა ადგილობრივი
მოსახლეობის მცირე კონტინგენტზე. რასაც მოწმობს მათი ის აქტივიზმი, რომელიც
აქამდეც თვალსაჩინოდ იყო წარმოდგენილი. კერძოდ, EMC მთელი წლის მანძილზე
წინასწარვე ქმნიდა განცდას, რომ ჰესი სასიცოცხლო საფრთხის შემქმნელი იყო
ადგილობრივი მოსახლეობისთვის. მეტიც, ის ახდენდა ამ აზრის პროპაგანდასაც
ქმნიდა ვიდეოებს და ასპონსორებდა მათ დისტრიბუციას სოციალურ ქსელში“, -
აცხადებს გია აბაშიძე.


იმის დასტურად, რას აკეთებდა EMC, ექსპერტს ანალიტიკურ მიმოხილვაში
მაგალითები მოჰყავს:


https://www.facebook.com/watch/?v=443827109755405
https://www.youtube.com/watch?v=KXNBVvWrcQI&feature=youtu.be


„როდესაც კომპანიამ ადგილობრივ მოსახლეობასთან დაიწყო მოლაპარაკებები
EMC-მ გაავრცელა დეზინფორმაცია, რომ ადგილობრივებზე ხორციელდებოდა
ძალადობა-დაშინება. https://news.ge/hesebis-mshenebloba-pankisis-xeobashi-emc-…/, რაც
თვითონ ადგილობრივებმაც კი არ დაადასტურეს „კურიერის“ სიუჟეტში.
ინტერნეტში ძიებისას გვხდება დამატებით სხვა პროექტები/პლატფორმები
პანკისში: https://emc.org.ge/…/kvemo-kartlsa-da-pankisshi-adgilobrivi…
[დაფინანსება „სოროსის ფონდის“ მეშვეობით. ბიუჯეტი 25 000$].


https://emc.org.ge/…/proekti-sakartveloshi-mtskhovrebi-musl… [ბიუჯეტი 97,978$]
https://osgf.ge/grants/projects/…
პროექტები:
• საინფორმაციო ცენტრების ქსელის გაერთიანებული ნიუსრუმი - შპს
საინფორმაციო ცენტრების ქსელი [45,851$]. https://reginfo.ge/about
• „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ჩვენ ვართ პანკისიდან - კახეთის
რეგიონალური განვითარების ფონდი [18,000$].
• ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლისთვის - საქართველოს
უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი [29,329$]
• რადიო WAY - პანკისის ხეობის თემის განვითარებისთვის - ააიპ „სამოქალაქო
აქტივობების ცენტრი“ [6,000$]
• პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების ინტეგრაციის ხელშეწყობა - კახეთის
რეგიონალური განვითარების ფონდი, [14,194$]


 



„ჯორჯიან მანგანეზის" ხელშეწყობით, სოფელ რგანში სკოლის რეაბილიტაცია განხორციელდა

„ჯორჯიან მანგანეზმა“ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის საჯარო სკოლის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების თანადაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა.

ოკუპირებული აფხაზეთის ჯარის მოდერნიზებას რუსეთი დააფინანსებს

რუსეთის ფედერაცია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. შეიარაღებული ძალების მოდერნიზებას დააფინანსებს.

ნათია თურნავა და თორნიკე რიჟვაძე მცირე სასტუმროების მფლობელებს მთავრობის ახალ ინიციატივას აცნობენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქობულეთში მცირე სასტუმროებს მფლობელებს ხვდებიან.

26 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანას მაცხოვრებლებს.

 

შსს სუჯუნაში აკაკი ხოშტარიას საუკუნოვან სასახლეში ბარელიეფის დაზიანების საქმეს იძიებს

აბაშაში, სოფელ სუჯუნაში 104 წლის წინ ბიზნესმენ აკაკი ხოშტარიას მიერ აგებული სასახლის ბარელიეფის შეცვლის ფაქტზე გამოძიება სს კოდექსის 259² პრიმა მუხლით მიმდინარეობს.

 

ლარის ახალი კურსი

23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.9279 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9336 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.57 თეთრი შეადგინა.
 

სატყეო სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

3 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ტემპერატურის მატება.

 

რეკომენდაციები მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი  მოსალოდნელ ძლიერ სიცხესთან დაკავშირებით, საზოგადოებას რეკომენდაციით მიმართავს.

ტერაქტი ისრაელში. არის მსხვერპლი

ისრაელში დასახლება დოლევთან მომხდარი ტერაქტის შედეგად 17 წლის გოგო დაიღუპა, მისი ძმა და მამა მძიმე მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

„BK Construction“-მა ჩაფხუტების დღის აღსანიშნავი კამპანია დაიწყო

„გაიაზრე, თუ რას გთხოვ, მოისმინონ ყურებმა, იმუშავეთ უსაფრთხოდ, ჩაფხუტდახურულებმა“, „ჯანმრთელობაა სათუთი, გთხოვ, დაიხუროთ ჩაფხუტი“ - თბილისის ცენტრალური ქუჩების ტროტუარებზე დღეს დილით ეს და სხვა მსგავსი შინაარსის სტენსილები გამოჩნდა.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ

საერთაშორისო ორგანიზაცია „ტრანსფერენსი ინთერნეიშენალს“ თანამშრომლების ბულინგსა და შევიწროებაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ წერს.

მესტიაში ახალგაზრდული ცენტრის მოაჯირები დაწვეს

მესტიაში ახალგაზრდულ ცენტრ „ბეთქილის“ შენობას მოაჯირები მოარღვიეს და დაწვეს.

პუტინმა აშშ–ის მიერ სარაკეტო გამოცდაზე პასუხის მომზადების განკარგულება გასცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ საშუალო და ნაკლები სიშორის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან აშშ–ის გასვლის შემდეგ მოსკოვი საკუთარ უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს.

მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მინსკის საავტომობილო ქარხანაში იმყოფებოდა.

ბერიკა შუკაკიძე: კუკავას მიერ გავრცელებული ინფორმაცია სრული სიცრუეა

პარტია "თავისუფალი საქართველოს"   თავმჯდომარის, კახა კუკავას  ბრალდებას მასწავლებელთა შემცირების თაობაზე, პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ბერიკა შუკაკიძე პასუხობს.

23-24 აგვისტოს ჯივიპი ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე ტექნიკურ სამუშოებს ჩაატარებს  

ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე წყალმომარაგების სისტემის მასშტაბური რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. 

საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში ძლიერი სიცხეა მოსალოდნელი. 

შსს-მ ერთ-ერთ ღამის კლუბში მობილური ტელეფონების ქურდობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ქურდობის ფაქტზე 1997 წელს დაბადებული მ.გ. დააკავეს.

დავით ზალკალიანი: აღნიშნული ვიზიტით საქართველოსა და ბელორუსს შორის ურთიერთობები თვისობრივად ახალ დონეზე გადავა 

„ბელორუსი არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი და ეს კიდევ ერთხელ უმაღლეს დონეზე დადასტურდა“.

ანაკლიაში, ფესტივალის დასრულებამდე, სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და 1 რეანიმობილი განთავსდა

ჯანდაცვის  სამინისტრომ ანაკლიაში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალის დასრულებამდე, პირველადი სამედიცინო დახმარების 2 პუნქტი, სასწრაფო დახმარების 4 ეკიპაჟი და შესაბამისი აღჭურვილობის  1 რეანიმობილი  განათავსა.

ანდრეიჩენკომ და ბახტაძემ ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო თანამშრომლობის განვითარებაზე ისაუბრეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბელარუსის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს ვლადიმერ ანდრეიჩენკოს შეხვდა.