თბილისის მერიასა და GIZ-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თბილისის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ და GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა კარლ ტესტენსენმა მოაწერეს.

მემორანდუმი რამდენიმე მიმართულებით თანამშრომლობას ისახავს მიზნად. კერძოდ,  კუს ტბისა და მთაწმინდის დამაკავშირებელ არსებულ ტურისტულ მარშრუტზე  დამატებით, შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რაც საპიკნიკე და დასასვენებელი ადგილების, ეკოსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის, საინფორმაციო-საინტერპრეტაციო დაფების, სპეციალური საკემპინგე ადგილისა და გადასახედი პლატფორმის მოწყობას გულისხმობს.

„GIZ-თან გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რამდენიმე თვეში,  ახალ  სიცოცხლეს შეიძენს ის საფეხმავლო ბილიკი, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან აკავშირებს. ამ ტერიტორიაზე დამატებით მოეწყობა საგანმანათლებლო ბილიკები და ასევე, ტყის ბუნებრივი აღდგენის ღონისძიებები გატარდება, რაც 20 ჰექტრამდე სატყეო ფართობს ახალ სიცოცხლეს შესძენს. ამით, როგორც ტურისტებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას მიეცემა უნიკალური საშუალება, იმ საფეხმავლო ბილიკებიდან გადაშლილი პანორამით დატკბნენ, რომელიც კუს ტბასა და მთაწმინდას ერთმანეთთან აკავშირებს“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.

კარლ ტესტენსენის განცხადებით, მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება თბილისის ტურისტული პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობ, რომ დღეს ხელმოწერილი მემორანდუმი წინგადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომ ამ ულამაზესი ქალაქის გარშემო არსებული ბუნებრივი გარემო უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ყველასთვის კარგად ცნობილია თბილისის ტურისტული პოტენციალი და ამ მემორანდუმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, ქალაქის გარშემო არსებული ტყე, მისი ბუნებრივი გარემო უფრო მეტად გაუმჯობესდება და მას უფრო მიმზიდველად ვაქცევთ, როგორც თბილისის მცხოვრებლებისთვის, ასევე მისი სტუმრებისთვის“, - აღნიშნა GIZ-ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე, ტყის ბუნებრივი განახლების მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებას ისახავს მიზნად, რაც მწვანე ნარგავების მართვის გეგმით რეკომენდებული ფართობების შემოღობვას, ნიადაგის დამუშავებას, ზეხმელი ხეების ჭრასა და ტერიტორიის გაწმენდას მოიცავს. ზემოაღნიშნული სამუშაოები 20-25 ჰექტარ ტერიტორიაზე ჩატარდება.  

გარდა ამისა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ქართველი და უცხოელი ექსპერტები მერიის თანამშრომლებს ტყის აღდგენა-განახლებასა და მართვასთან დაკავშირებით, საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.


უკრაინაში აჭარის შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს გამოაქვეყნებენ

აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ რეპორტაჟებსა და სტატიებს უკრაინელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით წელს უკვე მეორედ სტუმრობდნენ. 

ვაკის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე განახლდა

ვაკის რაიონში გზების რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის მონაცემებით, საგზაო ინფრასტრუქტურა 50 მისამართზე მოწესრიგდა.

სალომე სამადაშვილი ოთო კახიძეზე: მსგავსი განცხადების გაკეთება ძალიან მძიმე პოლიტიკური შეცდომა იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი თავის თანაპარტიელ ნიკა მელიაზე „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის ოთო კახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას მძიმე პოლიტიკურ შეცდომას უწოდებს.

Euromoney-მ თიბისი ბანკი 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა

თიბისი ბანკი ჟურნალმა „ევრომანიმ“  წარჩინების დაჯილდოების ცერემონიალზე 2019 წლის საუკეთესო ბანკად დაასახელა.

მაღალმთიანის სტატუსით 1 731 დასახლება სარგებლობს

საქართველოს პარლამენტმა 4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, მიიღო კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“. იმავე წელს შეიქმნა მთის ეროვნული საბჭო და მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდი. 

სტუდენტური დასაქმების ფორუმი შსს-ში - სტრუქტურულმა ქვედანაყოფებმა სტუდენტებს 400-მდე ვაკანსია და სტაჟირება შესთავაზეს

შინაგან საქმეთა სამინისტროში სტუდენტური დასაქმების მეორე ფორუმი გაიმართა. ღონისძიება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ გახსნა.

 

მწვანე ეკონომიკის განვითარების საკითხზე სამუშაო შეხვერდა გაიმართა

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე მიქაბაძემ სამთავრობო წრეების, კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან სამუსაო შეხვედრა გამართა.

ხობში მიტოვებულ შენობაში ნაპოვნ მამაკაცს ოპერაცია უტარდება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში ადგილობრივებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი იპოვნეს, რომელსაც სხეულზე სხვადასხვა დაზიანება აღენიშნებოდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას ავრცელებს

საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი განცხადებას კიდევ ერთხელ ავრცელებს.

ქუთაისის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში და ქობულეთში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

პოლიციამ ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი - 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

წითელ ხიდზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი", არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ  „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

მაშველებმა ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„თბილისის თამბაქო“ ზაზა ოქუაშვილს ქართული თამბაქოს წარმოების ძირის გამოთხრაში ადანაშაულებს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 16 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.