ლევან იზორია: ახალი სამხედრო ქალაქი ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა დღეს ბინების მშენებლობის ახალი პროექტის პრეზენტაცია თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისთვის მახათას მთაზე გამართეს.

 მათი განცხადებით, 700-მდე სამხედრო მოსამსახურეს საკუთრებაში მახათას მთაზე არსებული მიწა გადაეცემათ. პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება. საცხოვრებელი ფართები  „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება, ბინის საფასურის 40%-ს კი, სახელმწიფო დაფარავს.

„ბატონი პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეს ვიწყებთ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს და განსაკუთრებით, მას მინდა ვუთხრა მადლობა მხარდაჭერისთვის, რომელსაც მე პირადად და თითოეული თქვენგანი გრძნობთ -იქნება ეს თავდაცვის ძალების ტრანსფორმაცია და მისთვის საჭირო ფინანსური უზრუნველყოფა, იქნება ეს ახალი სახელფასო პაკეტი, თუ დღეს უკვე ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებით - ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება. ეს არის სწორედ თავდაცვის პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტი“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა პროექტის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბინათმშენებლობის პროექტს, რომელიც სახელმწიფოს თანადაფინანსებით ხორციელდება, საფუძველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩაეყარა და „ამხანაგობის“ პრინციპით აშენდება. ახალი პროექტი ორიენტირებული იქნება ასევე, ახალგაზრდა თაობის მოტივირებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

„ეს არის იმ ღვაწლის დაფასება, რაც თქვენ ქვეყნის მიმართ გაგაჩნიათ, ზოგიერთი თქვენგანი 20 წელზე მეტია ემსახურებით თქვენს ქვეყანას. თქვენ ხართ მაგალითი ახალი თაობისთვის, იმ ახალი ოფიცერთა კორპუსისთვის, რომლებსაც აქვთ ამბიცია გაიარონ იგივე გზა, რომელიც თქვენ გაიარეთ. ამიტომ ეს დამატებითი მოტივაციაა  მათთვის, რომ მომავალში შეძლონ გახდნენ მაიორები, ვიცე-პოლკოვნიკები და უფრო მაღალი რანგის ოფიცრები და სერჟანტები, რათა ჰქონდეთ სახელმწიფოსგან ადეკვატური სოციალური პაკეტით უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ლევან იზორიამ.

თავდაცვის უწყება ბინებით უზრუნველყოფის პოლიტიკას მომავალშიც გააგრძელებს და ხელს შეუწყობს როგორც სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ისე პროფესიონალი სამხედროების შენარჩუნებას.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო მადლიერება თითოეული თქვენგანისა და ბატონი პრემიერის მიმართ, რომელმაც ეს იდეა პირველივე დღესვე აიტაცა და მაშინვე იყო მხარდაჭერა გამოთქმული, რომ აქ გაშენდებოდა სამხედრო ქალაქი,  რომელიც ჩვენი მომავალი წარმატებების, გამარჯვების და კეთილდღეობის სიმბოლო იქნება“- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ.


ზუგდიდში პოლიციელს თავს დაესხნენ

ზუგდიდის ე.წ. ფაიფურის დასახლებაში პოლიციელს თავს დაესხნენ.

 
მიხეილ ჩხენკელი ლონდონში მიმდინარე "განათლების მსოფლიო ფორუმში" მონაწილეობს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. 

 სუს-ი: საოკუპაციო ძალებმა გუგუტიანთკარში უკანონო ინსტალაციები აღმართეს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აგრძელებენ პროვოკაციულ ქმედებებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ბაკურიანში სათხილამურო ტრასა "ნოდო" გაიხსნა

დიდველის სათხილამურო "ნოდოს" გზა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის დახმარებით გაიხსნა.

სუს-ი ჩორჩანას მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავით მონიშვნაზე განცხადებას ავრცელებს 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩორჩანან მიმდებარედ რუსი მესაზღვრეების მიერ ხეების წითელი საღებავებით მონიშვნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

ნინოწმინდის სოფელ გორელოვკის მოსახლეობის საპროტესტო აქცია დასრულდა

ადგილობრივები ხელისუფების წარმომადგენლებს, ნინოწმინდა-ახალქალაქის მაჟორიტარ დეპუტატსა და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს შეხვდნენ.

სამეგრელოში უაქციზო თამბაქოს ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის  დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლების მიერ,  ქალაქ ზუგდიდში, განხორცილებული ღონისძიებების შედეგად, უაქციზო სიგარეტის (8 000 ღერი) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. 

 
გურამ ნიკოლაშვილი: „კონგრესმენი მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერასგან“

„კონგრესმენი მარკვეინ მალინი ღიად ფიქსირდება იმ პირთა სიაში, რომელთაც პოლიტიკური მხარდაჭერისთვის ფული აქვთ მიღებული „ფრონტერა რისორსისგან“ - განაცხადა საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა ტვ „იმედის“ „დღის ქრონიკაში“.

დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს დანამატები დაუწესდათ 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, 2020 წლის იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდათ. 

გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ PIA.GE -ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

ლარი 0.11 თეთრით გამყარდა

20 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და  2.8770 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8781 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.11 თეთრი შეადგინა.

კანზას სიტიში სროლას 2 ადამიანი ემსხვერპლა, 15 დაშავდა

აშშ-ში, კანზას სიტიში სროლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 15  დაშავდა. 

ხვალ, პარლამენტში ნინო ლომჯარიას და თეა წულუკიანს მოუსმენენ

ხვალ, პარლამენტში სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მოუსმენენ. 

სოფო კილაძე "გაბედეს" წევრებზე: მათი მიზანი იყო პოლიტიკური შოუ

სამოქალაქო მოძრაობა "გაბედეს" წევრებმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან სოფო კილაძესთან და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მიზეზი შეხვედრაზე მედიის არ დასწრებაა.

იტალიაში სადეპორტაციო ცენტრში მომხდარი ინციდენტის თაობაზე საგარეო უწყებაში იტალიის ელჩთან შეხვედრა გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ იტალიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში ენრიკო ვალვოსთან შეხვედრა გამართა.

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე სამოქალაქო გმირობისთვის დააჯილდოვა. 

ირაკლი ნადარეიშვილი ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას დაესწრო

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ტექნოლოგიების გადაცემის საპილოტე პროგრამის (TTPP) მრჩეველთა საბჭოს შეხვედრის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო, რომელიც ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ტექნოპარკში გაიმართა.

"გაბედეს" წევრები პარლამენტში სოფო კილაძეს და ანრი ოხანაშვილს არ შეხვდნენ

სამოქალაქო მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა პარლამენტში სოფო კილაძესთან და ანრი ოხანაშვილთან შეხვედრაზე უარი განაცხადეს. მათი უარის მიზეზი ის გახდა, რომ შეხვედრაზე მედიის წარმომადგენლები არ დაუშვეს.

26 ოჯახს თბილისის მერიისგან საცხოვრებელი ფართის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადაეცა

თბილისის მერმა კახა კალაძემ გლდანში მცხოვრებ 26 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა.

რუსეთის გენერალური პროკურორი თანამდებობას ტოვებს

რუსეთის გენერალური პროკურორი იური ჩაიკა თანამდებობას ტოვებს. 

"ვითიბი ბანკი" საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ულოცავს

"ვითიბი ბანკი", როგორც ნაკრების გენერალური სპონსორი, ულოცავს წყალბურთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონტზე წარმატებით ასპარეზობას.