ბახტაძე: თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ

თუ არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვს სურვილი, ყოფილი მინისტრის მოსაზრებებს მოუსმინოს, ჩვენ თავისუფალ საზოგადოებაში ვცხოვრობთ და ეს ნორმალური მოვლენაა. 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ყაზახეთში, ჟურნალისტების მიერ გიორგი ქობულიას პარლამენტში მისვლასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, გიორგი ქობულიასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, რაც წარსული ნაბიჯია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჰყავს ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც სრული მხარდაჭერა აქვს.

“რაც შეეხება სწრაფ გადაწყვეტილებებს, არ ვიცი რა კონტექსტში თქვა მან ეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გვჭირდება, ეს არის ეფექტური და ამავე დროს, სწრაფი გადაწყვეტილებები. ჩვენ გვჭირდება მეტი ეკონომიკური ზრდა, ინკლუზიური ზრდა, ისეთი ზრდა, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეეხება და ბუნბრივია, ასეთ დროს აქცენტი სწორეს ეფექტურ და სწრაფ გადაწყვეტილებებზე უნდა კეთდებოდეს. ეს არის ჩემი, როგორც მთავრობის მეთაურის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა ამის ერთ-ერთ მაგალითად დაასახელა ის ფაქტი, რომ ინფრასტრუქტურული დანახარჯების გაზრდის მიუხედავად, მათი ათვისება მოხდა გადაჭარბებით. მისი თქმით, 2019-2020 წლებში ბიუჯეტი ჯამურად 26 მილიარდზე მეტი იქნება და მთავრობის ამოცანაა, ეკონომიკის სხვადასხვა მიმართულებაში ამ თანხის ისე ინვესტირება, რომ მოქალაქეებს დღეს ობიექტურად არსებული პრობლემები მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ.

“ჩვენი მიზანია, თითოეულმა ქართულმა ოჯახმა იგრძნოს, რომ მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რათა ნებისმიერი ოჯახის პრობლემები დაძლეული იყოს და მათ ამაში მაქსიმალურად ეხმარება. როდესაც ვსაუბრობთ ამხელა რესურსის მართვაზე, ბუნებრივია, ამას სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები სჭირდება. სხვაგვარად ვერ შევძლებთ, ამ თანხიდან მომდინარე სიკეთე ჩვენს მოქალაქეებამდე დროულად მივიტანოთ. არ ვიცი, რა კონტექსტში ახსენა ყოფილმა მინისტრმა სწრაფი გადაწყვეტილებები, მაგრამ მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება კიდევ უფრო მეტად სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები და ამას აუცილებლად უზრუნველვყოფთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ჟურნალისტის კითხვას, გიორგი ქობულიას კონკრეტულად რომელი ინიციატივები ფერხდებოდა, მამუკა ბახტაძემ უპასუხა, რომ ეს თავად ყოფილმა მინისტრმა უნდა დააკონკრეტოს.

“გოგა ქობულია არის ძალიან მაღალი დონის ეკონომისტი, აქვს შესაბამისი გამოცდილება, იგი მუშაობდა დარგების განვითარების ძალიან მნიშვნელოვან სტრატეეგიებზე და ამ ნაწილში რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი და საინტერესო დოკუმენტი შედგა. თუმცა, ამავე დროს, ჩვენ გვჭირდება კონკრეტული შედეგები, ეფექტური და სწრაფი გადაწყვეტილებები. არც ერთი ინიციატივა, რომელმაც შეიძლება დამატებითი დოვლათი და ღირებულება შექმნას ჩვენი ეკონომიკისთვის, არასოდეს გაჩერდება. მეტიც, თითოეული სამინისტროს, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ეკონომიკის სამინისტროს მთავარი დავალებაა, მეტი ინიციატივა მოდიოდეს უწყებებიდან, რისი გაკეთება შეგვიძლია ახლებურად, რა სიახლე შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს საზოგადოებას, ინვესტორებს და კერძო სექტორს. სწორედ ასე უნდა მუშაობდეს ეფექტური მთავრობა, ჩვენ ამას ვაკეთებთ და კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.


ანაკლიაში მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს

ანაკლიის ისტორიული ციხის ტერიტორიაზე ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის პირველი საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს.

ქედაში ახალგაზრდა გოგო ხევში გადავარდა

უბედური შემთხვევა მოხდა ქედაში. 25 წლამდე გოგო შემთხვევით ხევში გადავარდა და ადგილზე გარდაიცვალა. 

არჩილ თალაკვაძემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაიწყო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად,  ამერიკის შეერთებულ შტატებში პირველი სამუშაო ვიზიტი დაიწყო.

ნათია თურნავა - ტურიზმის სექტორში გამოწვევების დასაძლევად მთავარ აქცენტს საოჯახო ტიპის სასტუმროებზე ვაკეთებთ

„მთავარი აქცენტი საოჯახო ტიპის სასტუმროებზე გაკეთდება. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

მთავრობამ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების საშუალოვადიანი სტრატეგია დაამტკიცა

საქართველოს მთავრობამ „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგია 2019-2023“ დაამტკიცა. დოკუმენტი მაღალმთიანი დასახლებების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და არსებული პოტენციალის ანალიზის საფუძველზე მომზადდა.

VIDEO - როგორ იქცეოდა აქციაზე სამართალდამცველი, რომელიც დღეს დააკავეს - პროკურატურა ვიდეოს ავრცელებს

პროკურატურა იმ ვიდეომასალას ავრცელებს, რომელშიც 20 ივნისის მოვლენებისას სამართალდამცველის მხრიდან ძალის გადამეტებაა ასახული. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი პროკურატურამ დღეს დააკავა.

20-21 ივნისის აქციაზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს ბრალი წარედგინათ

20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენებისას ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის დაკავებულ პირებს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარუდგინა.

დიმიტრი ხუნდაძე: სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფები საჭირო მედიკამენტებს მიიღებენ ერთ ლარად

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე აცხადებს, რომ მთავრობა ჯანდაცვის სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს გეგმავს და ერთ-ერთია მედიკამენტებთან დაკავშირებით, პრემიერის დღევანდელი ინიციატივა.

დაკავებულია შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი

პროკურატურამ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში დღეს საღამოს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" სპეციალური განცხადება

ხვალ, საღამოს კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", ნაძალადევის რაიონში, სააკაძის ქუჩაზე N37-თან, წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს განახორციელებს.

აკაკი ზოიძე: 35 დასახელების მედიკამენტების შეძენა 1 ლარად, მოსახლეობისთვის დიდი შეღავათი იქნება

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი ზოიძის განცხადებით, მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით პრემიერ -მინისტრ მამუკა ბახტაძის ახალი ინიციატივა მოსახლეობის მდგომარეობას კიდევ უფრო შეამსუბუქებს. 

პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი 20:00 საათზე გაიმართება. 

რატი იონათამიშვილი: ეს ცვლილება მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოსახლეობის ფინანსურ ტვირთს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რატი იონათამიშვილი მამუკა ბახტაძის, დღევანდელ ინიციატივას სოციალურ ქსელში ეხმაურება და მას პოზიტიურად აფასებს.

მესტიაში ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა

ძლიერი წვიმის შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტში, იფარი-ადიშის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად გზის სავალი ნაწილი დიდი რაოდენობით ქვა-ღორღიანი ნაშალი მასალით ჩაიკეტა.

სადელიმიტაციო კომისია მუშაობას უახლოეს კვირებში განაახლებს

სადელიმიტაციო კომისია უახლოეს კვირებში მუშაობას განაახლებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძე: ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე

"ბუნებრივია, მე მზად ვარ, პარლამენტში მივიდე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

 

შსს: ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ ადგილი აქვს შს მინისტრის მოადგილის კომენტარის მიზანმიმართულად არასწორ ინტერპრეტაციას

21-21 ივნისის მოვლენების დროს აქციაზე შეკრებილების მიმართ შსს-ს მხრიდან დაშლის მოწოდების შესახებ მოთხოვნის ირგვლივ მსჯელობა არ წყდება.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი ძალოსნობაში კახი კახიაშვილი 50 წლისაა

ლეგენდარული ქართველი ძალოსანი კახი კახიაშვილი 50 წლისაა. 

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის გაცნობეთ, რომ თბილისის მერია იწყებს მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან თამარ მეფის გამზირის (გმირთა მოედნის) მიმართულებით არსებული პანდუსის სრულ რეაბილიტაციას.

ნინო თანდილაშვილი: „სამინისტროს პრიორიტეტი ქვეყანაში მწვანე წარმოების ხელშეწყობაა“

"სოფლის მეურნეობის დარგს აქვს ყველანაირი რესურსი, რათა მოხდეს მწვანე წარმოების წახალისება",-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა განაცხადა. 

გია ვოლსკი: წინასწარ საუბარი იმაზე, რომ პოლიტიკური ნიშნით ხდება ადამიანების დაკავება, ხელს უშლის გამოძიებას

ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ პირებზე საუბრისას გააკეთა.