ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების დონეზე საბოლოოდ შეთანხმდა საქართველოშიყაზახური ხორბლის იმპორტის საკითხი.
„დღეს ქართულ ბაზარზე ძირითადად რუსული ხორბალი დომინირებს, რაც არ ნიშნავს დივერსიფიკაციას და არ არის მაინცდამაინცსახარბიელო. ჩვენ საბოლოოდ შევთანხმდით - ყაზახური მხარე ფინანსურ დახმარებას გაუწევს და დაასუბსიდირებს ხორბლის გადაზიდვებსთავის ტერიტორიაზე, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ყაზახური ხორბალი საქართველოში უფრო დიდი მოცულობით შემოვიდეს დაშედარებით ხელმისაწვდომ ფასად. ეს ზოგადად მოხსნის ამ სტატეგიული პროდუქტის ბაზარზე მიწოდების პრობლემას“, - აღნიშნაეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, ნათია თურნავა საქართველოში დაბრუნებისთანავე გეგმავს შეხვედრებს ამ სექტორის წარმომადგენლებთან. „
თბილისში დაბრუნებისთანავე დავიწყებ შეხვედრებს ქართველ მეხორბლეებთან და ამ დარგში მომუშავე ასოციაციებთან, რათა ჩვენმა,ქართულმა კომპანიებმა, იმპორტიორებმა, ვინც ჩართულნი არიან ამ ბიზნესში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით, რომელიც სამთავრობოდონეზეა შეთანხმებული“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ნათია თურნავა ყაზახეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.