ირაკლი ჩიქოვანი: რასაც "ნაციონალური მოძრაობა" აკეთებს ამაზრზენი და შეურაცხმყოფელია ზუგდიდელებისთვის

ზუგდიდიში "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისა და წევრების მიერ საკრებულოს შენობაში შეჭრის ფაქტს მორიგ პროვოკაციად აფასებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი.

 ჩიქოვანი მომხდარს ამაზრზენს და ზუგდიდელებისთვის შეურაცხმყოფელს უწოდებს.

,,ის, რაც ზუგდიდში მოხდა არის ამაზრზენი და უტიფარი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებისთვის. "ნაციონალური მოძრაობა", ბოლო დღეების განმავლობაში ცდილობს, საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას და ცდილობს აქ მცხოვრები ადამიანების შეურაცხყოფას ჩამოყვანილი ხალხით. საარჩევნო პროცესის წარმოება შეუძლია ყველას თავისფლად და მშვიდად. მათ შეუძლიათ მიმართონ პოლიციასაც, საკრებულოსაც, გამგეობასაც, საოლქო კომისიასაც, ამაში ხელს არავინ არ უშლით, მათი პრობლემა ის არის, რომ ყველა ასეთი ფაქტიდან მათ უნდათ გამოიყვანონ პროვოკაცია და შექმნან უაზრო აურზაური, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს აქ არ გაუვა, ამ ქალაქის შეურაცხყოფა არ გაუვა, დაიღალა ეს ქალაქი იმით რომ "ნაციონალური მოძრაობა" ზუგდიდიდან ქმნის გამოსაცდელ პოლიგონს, ეს ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდება 19 მაისს”,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდიატის საარჩევნო შტაბის უფროსი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ზუგდიდის საკრებულოს შენობაში შევარდნას პროვოკაციულ ქმედებად აფასებს და ამბობს, რომ ყველა უნდა გაემიჯნოს ძალადობას. ირაკლი ჩიქოვანის განმარტებით, საკრებულოში წერილის შეტანას ერთი ადამიანი სჭირდებოდა და არა 200 აქტივისტი, რომელიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ.

„ ჩვენ ვემიჯნებით ყველანაირ ძალადობას, აბსოლუტურად ყველა ფაქტზე მიმართული გვაქვს სამართალდამცველი ორგანოებისთვის. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე ან დაწყებულია გამოძიება ან დაკავებულები არიან ადამიანები. მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რომ ზუგდიდში შეინარჩუნოს მშვიდობა, ასევე მივმართავ ყველა ჩვენს მხარდამჭერს და პირდაპირ ვეუბნები მათ რაოდენ მძიმე არ უნდა იყოს პროვოკაციები, რომლებზეც ,,ნაციონალური მოძრაობა“ მოდის, გამოიჩინეთ სიმშვიდე, ნებისმიერ შემთხვევაში მიმართეთ სამართალდამცველებს და მხოლოდ რამდენიმე დღე დაგვრჩა, რომ ესენი ავიტანოთ ჩვენს ქალაქში, 19 მაისს ეს ყველაფერი დამთავრდება” ,- განაცხადა ფაქტზე ჟურნალისტებთან კომენტირებისას ირაკლი ჩიქოვანმა.


რუსეთის ახალი მთავრობა: ვინ ვინ არის და რა ვიცით მათ შესახებ

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 21 იანვარს ხელი მოაწერა ბრძანებულებას მინისტრთა ახალი კაბინეტის სტრუქტურისა და შემადგენლობის შესახებ.

ომბუდსმენი თეა წულუკიანთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს მიმართავს  

სახალხო დამცველმა სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის მიერ 2020 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა.

 

ლაშა დარსალია თბილისში აკრედიტებულ ევროპული ქვეყნების დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია საქართველოში აკრედიტებული ევროპული ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 

სარალიძე გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმებაზე: ვის რამდენ წელს მიუსჯიან ნაკლებად მადარდებს

ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხს გამოეხმაურა.

"დემოკრატიის ინდექსში" სომხეთმა საქართველოს პირველად გაუსწრო

ანალიტიკური კვლევების ორგანიზაციის The Economist Intelligence Unit-ის 2019 წლის "დემოკრატიის ინდექსის" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სარეიტინგო ქულა 0.08-ით შემცირდა და 165 ქვეყანას შორის კვლავ 89-ე ადგილზეა. 

საქართველოს ელჩი ესტონეთის იუსტიციის მინისტრს შეხვდა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა შეხვედრა გამართა ესტონეთის იუსტიციის მინისტრთან რაივო აგეთან.

ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიური სამსახურის გენერალურ დირექტორს, ვოლკან კოსკუნის შეხვდა.

მაია ზავრაშვილი: მნიშვნელოვნად იზრდება წიაღისეულზე საინვესტიციო მომართვიანობის მაჩვენებელი როგორც უცხოელი, ისე ადგილობრივი მეწარმეებისგან

„იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული წიაღის რესურსები მაქსიმალურად ჩაერთოს ქვეყნის ეკონომიკურ საქმიანობაში როგორც დასაქმების, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა თუ ექსპორტის კუთხით, ვახორციელებთ წიაღის მასშტაბურ რეფორმას, რაც განავითარებს სანედლეულო ბაზას, გაზრდის ეკონომიკური სარგებლიანობას და საინვესტიციო მიმზიდველობას“ - ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს წიაღის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, მაია ზავრაშვილმა მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

ჩუგოშვილი კონგრესმენების წერილზე: ქვეყანას დიდი რეპუტაციული ზიანი მიადგა

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი ოთხი ამერიკელი კონგრესმენის წერილს გამოეხმაურა.

ბათუმში ავტომობილი ორ არასრულწლოვანს დაეჯახა

ბათუმში რუსთაველის ქუჩაზე ავტომობილი ორ არასრულწლოვანს ქუჩაზე გადასვლის დროს შეეჯახა.

ირაკლი ბენდელიანი პარლამენტთან სარეაბილიტაციო სამუშაოებზე: საპროტესტო ზონასთან კავშირში არ არის

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ირწმუნება, რომ რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობასთან მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზანი საპროტესტო აქციების შეწყვეტა არ არის.

„ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსები ხვალიდან 4 მარშრუტზე განაწილდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, „ისუზუს“ მარკის 8-მეტრიანი ავტობუსები ხვალიდან მგზავრებს დამატებით 4 მარშრუტზე მოემსახურება. 

ზაზა ხუციშვილი: დიმიტრი ხუნდაძე თავიდანვე პროპორციულზე გადასვლის წინააღმდეგი იყო

როდესაც ეს გადაწყვეტილება გამოცხადდა, მინდა სამართლიანობისთვის აღვნიშნო, რომ ბატონი ხუნდაძე მაშინაც წინააღმდეგი იყო, თუმცა შემდეგ გუნდურ გადაწყვეტილებას დაეთანხმა,- ამის შესახებ ზაზა ხუციშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.

ბრიტანული კომპანია OneWeb საქართველოს ბაზრით დაინტერესდა

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, რომელიც რეგიონს დაფარავს.

ვაშაძე პარლამენტის წინ ჯებირების დადგმაზე: ხელისუფლებამ თავი შემოიღობა

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე თბილისის მერიის მიერ პარლამენტის წინ მწვანე ჯებირების დადგას გამოეხმაურა.

ოპოზიცია და სამოქალაქო მოძრაობის წევრები პარლამენტის წინ ჯებირების დადგმას აპროტესტებენ

ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წევრები საკანონმდებლო ორგანოს წინ მერიის მიერ ჯებირების დადგმას აპროტესტებენ.

ტრამპი: ჩვენ გვაქვს გეგმა "კორონავირუსთან" საბრძოლველად

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ  ქვეყანას "კორონავირუსთან" საბრძოლველად გეგმა აქვს.

რეკომენაციები ვუჰანში წამსვლელებისთვის, სადაც "კორონავირუსია" გავრცელებული

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ვუჰანში წამსვლელებისთვის რეკომენდაციებს გასცემს, სადაც "კორონავირუსია" გავრცელებული.

გელა ნიკოლაიშვილი: შოთაძემ თავი დაგვამახსოვრა, როგორც არაკორუმპირებულმა, პრინციპულმა ადამიანმა, რომელმაც სისტემა დააყენა კანონის საფუძველზე

ადვოკატი, უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი მთავარი პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენას დადებითად აფასებს.

"ლა ლიგის ბიზნეს სკოლის" კურსზე სწავლა დაიწყო

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში სპორტის მენეჯმენტისა და მარკეტინგის წამყვანი ორგანიზაციის, "ლა ლიგის ბიზნეს სკოლის" სპორტის მარკეტინგის სასერტიფიკატო კურსი დაიწყო.

პირველად ისტორიაში საბერძნეთს ქალი პრეზიდენტი ჰყავს 

პირველად საბერძნეთის ისტორიაში ქვეყნის პარლამენტმა სახელმწიფოს მეთაურად ქალი აირჩია.