ირაკლი ჩიქოვანი: ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევით გიორგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს

,,ზუგდიდის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ორგანიზაცია ,,ეი სი თი"-ს მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის მერობის კანდიდატი გიორგი შენგელია 12 პროცენტით იმარჯვებს".

ამის შესახებ განცხადება სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე, "ქართული ოცნების" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა გააკეთა.


„მოგმართავთ, ზუგდიდის არჩევნებში, "ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ გეგმებთან დაკავშირებით, ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში, "ქართული ოცნების" კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ზუსტად ანალოგიური ინფორმაცი აქვს ნაციონალურ მოძრაობასაც და რუსთავი 2-ს, თუმცა ამას არ აქვეყნებენ. სააკაშვილმა მეგრულადაც, რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი უშველით. ამის დასტურია ისიც, რომ რუსთავი 2-მა არჩვნებამდე 2 დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც ის საუბრობს 2020 წლის არჩევნებისათვის განწყობილებებზე და ერთი სიტყვაც არ აქვს ნახსენები ზუგდიდში მიმდინარე არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ ნაციონალური მოძრაობა ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ის ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები, რომელიც უკავშირდება საოლქო საარჩევნო კომისიას. მათ თითიდან გამოწოვილი მიზეზის გამო შეეცადნენ დესტრუქცია შეეტანათ საოლქო საარჩევნო კომისიის მუშაობაში და შესაბამისად შეექმნათ პრობლემები კომისიის მუშაობაში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, როგორც მათ განაცხადეს, ზუგდიდში ჩამოდის 5000 დამკვირვებელი, მათგან 3000 კი სხვადსხვა საფარს ქვეშ იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა დონის კომისიებში, მათ შორის საუბნო კომისიებშიც.


ნათელია, რომ ამ რაოდენობის ადამიანი, რომელიც ჩამოსულია ზუგდიდში და საერთოდ წარმოდგენა არა აქვთ ზუგდიდთან მიმართებაში, შესაძლოა იყოს სერიოზული პრობლემა, რისთვისაც ემზადება ნაციონალური მოძრაობა. სამწუხარო ფაქტი, ასევე გახლავთ ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩამობრძანებული არიან ჩვენს ქალაქში იქცევიან ძალიან აგრესიულად და დესტრუქციულად, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და მოვუწოდებ მათ შეინარჩუნონ სიმშვიდე და არჩევნების ბატალიების მიუხედავად იმოქმედონ ყველა იმ პროცედურის გათვალისწინებით, რომელიც კანონშია გაწერილი. ფაქტია, რომ ნაციონალურ მოძრაობას მშვიდი არჩევნები არ სურს, ამას თითოეული თქვენგანი კარგად ამჩნევს. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ამომრჩეველს და ყველა ზუგდიდელს, მაქსიმალური მოთმინებით მოეკიდონ ყველა პროვოკაციას და საჭიროების შემთხვევაში მიმართონ სამართალდამცველებს. ჩვენ ღირსეულად უნდა ჩავატაროთ ეს არჩევნები და ზუგდიდში ზუგდიდელებმა მივიღოთ გადაწყვეტილება და ზუგდიდელებმა ავირჩიოთ ჩვენი მერი. მათგან განსხვავებით თქვენ კარგად ხედავთ, რომ ჩვენ გვქონდა შინაარსიანი კამპანია, რომელიც ზუგდიდელებზე იყო ორიენტირებული და არც ერთ შემთხვევაში არ იყო საუბარი არც აგრესიაზე და არც შემთხვევაში არ იყო საუბარი იმაზე, რომ რაიმე ფორმით ვინმეს შეშლოდა ხელი. მივმარტავ ყველას, მშვიდად გავიაროთ შემდეგი 2 დღე და დამაჯერებლად გავიმარჯვოთ არჩევნებში“ - განაცხადა ბრიფინგზე ირაკლი ჩიქოვანმა.


19 იანვარს მართლმადიდებლური სამყარო ნათლისღებას აღნიშნავს

ხვალ, 19 იანვარს მართლმადიდებელი ეკლესია ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს.

ნინოწმინდაში საკრებულოს თავმჯდომარესა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკაში საკრებულოს თავმჯდომარე და ადგილობრივი მოსახლეობა ერთმანეთს დუპირისპირდა, რის შედეგადაც კლინიკაში ორი დაშავებულის გადაყვანა გახდა საჭირო.

ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. 

გმირთა მოედანთან პოლიციამ ნატა ფერაძე დააკავა

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდნეიმე წუთის წინ პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი ნატა ფერაძე დააკავა.

შიდა ქართლში ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1984 წელს დაბადებული ლ.ლ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

მიხეილ ჩხენკელმა 2019 წლის საუკეთესო ნაკრების ტიტული წყალბურთის ეროვნულ ნაკრებს გადასცა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 2019 წლის სპორტული მოვლენების შემაჯამებელი ღონისძიება - „წლის სპორტსმენი“ გაიმართა.

ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ ჯარიმა დააკისრა

პროკურატურის შენობასთან დაკავებულ ზვიად კუპრავასა და ლაშა ცუცქირიძეს სასამართლომ 600-600 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა. 

ექსპერტი: გამორიცხულია, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ დე-ფაქტო მთავრობასთან რაიმე სახის ხელშეკრულება გააფორმოს

ექსპერტი კონფლიქტების საკითხებში ზაზა ცოტნიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, იმ მოთხოვნით, რასაც ისინი აჟღერებენ, გამორიცხულია რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმება, რადგან ეს მათი “დამოუკიდებლობის” აღიარებას გულისხმობს.

 

პოლიციამ სოფელ ნუკრიანში სიმამრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

50 წლის არჩილ ჯანგულაშვილი პოლიციამ ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავა. თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება მკვლელობის ფაქტზეც.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარედგინა

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ბრალი წარუდგინეს. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ მაჭარაში ავტოსაგზაო შემთვევის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.

შამბა: საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს

"საქართველოსთან მოლაპარაკებები შედეგს მხოლოდ სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ მოიტანს",- ამის შესახებ პარტია "ეძინაია აფხაზიას" ლიდერმა სერგეი შამბამ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების კომენტირებისას განაცხადა. 

გურამ ნიკოლაშვილი NDI-ის კვლევებზე: „რეალური რეიტინგი დგინდება არჩევნებზე“ - POSTV - "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად"

„NDI-ს ბოლო და ასევე წინა წლებში ჩატარებულ კვლევებს არანაირი შეხება არ აქვს რეალურ რეიტინგებთან, ის მედიაში მანიპულაციის ინსტრუმენტად გამოიყენება, რეალური რეიტინგი კი დგინდება არჩევნებზე“, - ამის შესახებ საჯარო პოლიტიკის სპეციალისტმა გურამ ნიკოლაშვილმა POSTV-ის თოქშოუში "პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად", განაცხადა.

დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსთან აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განხილვას არ აპირებს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებლობას მიესალმება, თუმცა აფხაზეთის პოლიტიკურ სტატუსის განხილვას არ აპირებს 

ალექსეი გონჩარუკი ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ალექსეი გონჩარუკმა კოემნტარი გააკეთა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც მან გონჩარუკის მიერ თანამდებობის დატოვებას მხარი არ დაუჭირა.

კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

საბურთალოს რაიონში, დიდ დიღომში, მირიან მეფისა და ფარნავაზის ქუჩების კვეთაზე, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

სურამში ქმარმა ცოლი მოკლა

სურამში მეუღლემ ახალგაზრდა ქალი სავარაუდოდა ნაჯახით მოკლა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალს თავის არეში რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

საქართველოს რკინიგზა 2019 წელს 3 000 000 მგზავრს მოემსახურა

საქართველოს რკინიგზამ 2019 წელს 3 000 000 მგზავრი გადაიყვანა, რაც წინა წელთან შედარებით 7%-ით მეტია.   

პროკურატუტასთან ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს

გენერალური პროკურატურის შენობასთან პოლიციამ ზვიად კუპრავა და ლაშა ცუცქირიძე დააკავეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს დარგობრივი ინგლისურის ტრენინგი ჩაუტარდათ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებს სასერთიფიკატო კურსი-“დარგობრივი ინგლისური გარემოსდაცვასა და სოფლის მეურნეობაში” ჩაუტარდათ.

სავალუტო ჯიხურის ჯგუფურად დაყაჩაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ძველი თბილისის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, ირანის მოქალაქე ჰ.მ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.