ირაკლი ჩიქოვანი: რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ,,ნაციონალური მოძრაობა", გპირდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე

პოლიტიკური გაერთიანება ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის საარჩევნო შტაბის უფროსმა ირაკლი ჩიქოვანმა წინასაარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა.

"ქართულმა ოცნებამ" და ჩვენმა კანდიდატმა გიორგი შენგელიამ წარმართა მშვიდი, ევროპული კამპანია, რომელიც მიმართული იყო ზუგდიდელების პრობლემების მოგვარებაზე, იმ პროექტებზე, რომლებიც ზუგდიდშია დაგეგმილი, რა პროექტებსაც აპირებს გუნდი განახორციელოს შემდეგი წლების განმავლობაში.


ჩვენ ძალიან ბევრ პრობლემას გავეცანით. ძალიან ბევრი პრობლემის გადაწყვეტის გზაც შევთავაზეთ ჩვენს ამომრჩევლებს და რა თქმა უნდა იდენტიფიცირებულ პრობლემებზეც, რომელზეც ჯერ-ჯერობით არ არსებობს კონკრეტული პროექტი, გეგა შენგელია საკუთარი მერობის პირობებში უზრუნველყოფს მათ გადაწყვეტას.


ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გეგა შენგელიას კამპანიაში დიდი როლი ითამაშა მისმა პიროვნულმა თვისებებმა. ზუგდიდელები მასთან აკავშირებენ ზუგდიდის ნორმალურ, თავისუფალ და მშვიდ განვითარებას. მათ კარგად იციან, რომ ზუგდიდის მკვიდრი უკეთესად მიხედავს ზუგდიდს, ვიდრე ნებისმიერი სხვა.


გეგა შენგელიამ ნამდვილად და თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც ვიყავით საარჩევნო კამპანიაში ჩართული, გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მშვიდად წარგვემართა ეს კამპანია, თუმცა თქვენც კარგად დაინახეთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცადა დაძაბულობის და არეულობის შეტანას საარჩევნო კამპანიაში. იყო ძალიან ბევრი პროვოკაცია. იყო ძალიან ბევრი მცდელობა იმისა, რომ საზოგადოება და მოსახლეობა შეეყვანათ შეცდომაში, თუმცა ყველა კარგად ხედავს ზუგდიდში, რომ ჩვენს ინტერესს წარმოადგენს ზუგდიდის განვითარება და არა ის ძალადობრივი მეთოდები, რა მეთოდებითაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ზუგდიდში ატარებდა არჩევნებს. „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამ ქალაქში აქვთ ძალიან რთული გამოცდილება. ძალიან კარგად ახსოვთ ყველა ის ძალადობის ფაქტი, და ის სიმძიმეები, რაც ამ ქალაქში ტრიალებდა. დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელები ამას არ დააბრუნებენ და ხმას მისცემენ ზუგდიდის შემდგომ განვითარებას.


აქვე გეტყვით იმას, რომ ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ მედიის მუშაობას და მზად ვართ ღიად მოგაწოდოთ ინფორმაცია და თავის მხრივ თქვენზეც ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული, რომ საზოგადოებას მიაწოდოთ ზუსტი და გადამოწმებული ინფორმაცია. მიუხედევად იმისა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამდენიმე ათასი ადამიანი ჩამოიყვანა ზუგდიდში არჩევნების ასარევად და შესაძლო საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციისთვის და მიუხედავად იმისა, რომ 3 ათასზე მეტი ადამიანი სხვადასხვა ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით იქნება წარმოდგენილი საარჩევნო კომისიებში, ჩვენ ვართ ორგანიზებულები იმისათვის, რომ ვუზრუნველყოთ ჩვენი ამომრჩევლის მობილიზება საარჩევნო დღეს და ასევე რა თქმა უნდა წარვმართოთ სრულიად სამართლიანად მთლიანად საარჩევნო პროცესი. ამ ყველაფრის და მიუხედევად მოუწოდებ როგორც ჩვენს მომხრეებს, ასევე ნებისმიერ ზუგდიდელს, გამოიჩინონ მაქსიმალური მოთმინება მიუხედევად იმისა რაოდენ მწვავეც არ უნდა იყოს პროვოკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩამოყვანილი ადამიანების ქმედებები. ასე, რომ ჩვენ ყველანაირად მზად ვართ ამ კამპანიისთვის და რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს „ნაციონალური მოძრაობა“ გპირდებით, რომ სახელმწიფო იდგება მოწოდების სიმაღლეზე.


რისთვისაც არ უნდა ემზადებოდეს ნაციონალური მოძრაობა გპირდებით, რომ სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის , რომ ჩვენს ქალაქში და მთლიანად საქართველოში ნორმალურ და მშვიდ ვითარებაში წარიმართოს არჩევნები. აქვე დავძენ, რომ ჩვენი აქტივისტები და მოხალისეები , რომლებიც იქნებიან მობილიზებულები საარჩევნო დღეს მატ ექნებათ ისეთი საარჩევნო სიები, რომელ საარჩევნო სიებსაც საარჩევნო კომისია მიაწვდის აბსოლუტურად ყველა სუბიექტს და ამაში არანაირი კანონ დარღვევა არ არის და ამ სიებში არ არს არცერთი პირად ინფორმაცია მითითებული, შესაბამისად ამასი არანაირი კანონ დარღვევა არ იქნება და მოვუწოდებ ყველას გამოიჩინონ მაღალი აქტივობა იმიტომ, რომ მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენ ვიცით კვლევებით, რომ გეგა შენგელია პირველსავე ტურში იმარჯვებს .რა თქმა უნდა წინასწარი მონაცემები გააჩნია ნაციონალურ მოძრაობასაც , მაგრამ ისინი ვერ ბედავენ ამ ინფორმაციის წინასწარ გასაჯაროვებას და აპელირებას აკეთებენ , რაღაც სხვა ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ კვლევაზე , რომელშიც აპელირება მიმდინარეობს აბსოლუტურად განსხვავებულ თემებზე .აქედან გამომდინარე მივმართავთ ჩვენს ამომრჩეველს იაქტიურეთ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ზუგდიდელების მაღალი აქტიურობის პირობებში გეგა შენგელია პირველსავე ტურში გაიმარჯვებს ზუგდიდის მერობის არჩევნებში", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.


ნათია თურნავამ ICT-ის აღმასრულებელ დირექტორთან მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით თანამშრომლობა განიხილა

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითრების მინისტრი ნათია თურნავა საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელ დირექტორს არანჩა გონსალესს შეხვდა.

თამარ ჩუგოშვილი: საქართველოს მხარდამჭერი აქტი იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც აშშ მიიღებს საქართველოს მხარდასაჭერად

"ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი ცოტა ხანში დაიწყებს საქართველოს მხარდამჭერი აქტის განხილვას. მიღების შემთხვევაში ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების საკანონმდებლო ორგანო მიიღებს საქართველოსთან დაკავშირებით",-ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

შანტაჟი თაღლითობის დაბრალებით

თუ მოქალაქეს ბანკიდან, ან ნებისმიერი სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან აღებული აქვს სესხი და გადახდის ვადის დადგომიდან 3 წლის განმავლობაში არაფერი გადაუხდია, ვალი ვადაგასულად (სამართლებრივ ენაზე "ხანდაზმულად") ითვლება.

უანგ ლეი: საქართველო ცდილობს, წარმატებულად გახდეს გარანტირებული და უსაფრთხო ბუნებრივი აირის მიმწოდებელი ევროპული სახელმწიფოებისთვის

აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ჩინეთის ტიანჩენის საინჟინრო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა უანგ ლეიმ ენერგომომარაგების თანამედროვე ტენდენციებზე ისაუბრა.

დავით საგანელიძე: საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის ინვესტიციებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრ საჰარ ნასრის შეხვდა.

ნიკოლოზ ალავიძე: ხელოვნური ინტელექტის შემდეგი განვითარება დაეხმარება ჩვენს რეგიონს და ქვეყნებს უფრო პროდუქტიულები იყვნენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძემ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელობაზე, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტზე ისაუბრა.

დავით თვალაბეიშვილი: ელექტროენერგიის იმპორტზე დამოკიდებულების შესამცირებლად საქართველო ახალ სისტემაზე გადადის

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მისნიტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს ახალი კანონპროექტი გააცნო, რომელიც საქართველოს ენერგოსისტემის მოდერნიზაციას გულისხმობს. 

გოგა გულორდავა: ან დადასტურდება, რომ მაღალჩინოსნები ბიზნესმენს ემუქრებოდნენ ან ხაზარაძეს მოუწევს პასუხისგება ცრუ დასმენაზე

დეპუტატი გოგა გულორდავა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მასალების წარმოდგენას გამოეხმაურა.

SOCAR-ის ვიცე-პრეზიდენტი: ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ საუკეთესო პარტნიორი

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სოკარის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ახალციხის მერის კომპანიების მოგებულ ტენდერებზე გამოძიება დაიწყო

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ შესწავლის შემდეგ, ახალციხის მერთან დაკავშირებული კომპანიების მიერ მოგებული ტენდერების გამოძიება დაიწყო.

მამუკა მდინარაძე "მუქარის წერილზე": საქმე გვაქვს დაულუქავ, პროცედურული დარღვევებით წარდგენილ დოკუმენტთან, რომელზეც ხან ამბობდნენ, რომ 10, 17 და ხანაც 120 ანაბეჭდი იყო

მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე ისაუბრა.

ანრი ოხანაშვილი ანა დოლიძის: ძალიან ცუდია, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ტყუილის ტირაჟირებას ახდენს

ანრი ოხანაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ანა დოლიძის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტს გამოეხმაურა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ აქტს განიხილავს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა ორპარტიულ "საქართველოს მხრდამჭერ აქტს" განიხილავს.

ლარი 0.09 თეთრით გაუფასურდა

22 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.9710 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9701 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.09 თეთრი შეადგინა.

გურამ მაჭარაშვილი: თუ ე.წ წერილი თვეების განმავლობაში, სხვადასხვა ქვეყანაში, ბევრი ადამიანისთვის იყო ხელმისაწვდომი, ეს შეამცირებს ექსპერტიზის შედეგების სანდოობას

"კარგია, რომ პროკურატურა დეტალურად შეისწავლის წარმოდგენილ მასალებს და შედეგებს დამატებით გააცნობს საზოგადოებას",- ამის შესახებ გურამ მაჭარაშვილმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიერ გუშინ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში წარმოდგენილი მასალების თაობაზე განაცხადა.

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში სკრინინგ ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა.

ირაკლი სესიაშვილი: აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა

"აღარ არსებობენ პრივილეგირებული პირები, რომლებსაც არათუ გამოკითხვაზე მისვლას, არამედ კითხვის დასმასაც ვერავინ უბედავდა",- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბულგარეთის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

დავით მათიკაშვილი: მაღალჩინოსნების გამოკითხვის ფაქტში არაფერია გასაკვირი

პარლამენტის წევრი დავით მათიკაშვილი პროკურატურაში სუს-ის ყოფილი უფროსის ვახტანგ გომელაურის, მისი ყოფილი მოადგილის სოსო გოგაშვილისა და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიმაკაძის გამოკითხვას გამოეხმაურა.

გენადი არველაძე: ქვეყანაში გაცილებით მეტი საერთაშორისო მცირე და საშუალო საწარმოები გვჭირდება, რათა უფრო მეტი ექსპორტი განვახორციელოთ`

"აბრეშუმის გზის ფორუმზე" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ საერთაშორისო ვაჭრობასა და მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.