ევროსაბჭოს გადაწყვეტილება უკრაინისთვის ზურგის შექცევაა?! რას მოუტანს ეს საქართველოს?

ევროსაბჭომ რუსეთს, უკვე ყირიმიანად, ხმის უფლება დაუბრუნა. რას მოუტანს ეს ევროპას, მათ შორის უკრაინას და რა გავლენები ექნება საქართველოზე – ამ საკითხებზე „პირველი“ „საქართველოს უნივერსიტეტის" პროფესორს გია ჯაფარიძეს ესაუბრა.

– რას წარმოადგენს ევროსაბჭო – რა ძალა აქვს მას და რას ნიშნავს რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნება? ან რატომ მოხდა ყირიმის ანექსიის გამო ჩამორთმეული უფლების დაბრუნება, როდესაც ნახევარკუნძულზე სტატუსკვო არ შეცვლილა?

თავდაპირველად დავიწყოთ იმით, რომ ჩვენს საზოგადოებაში ხშირად უჭირთ გარჩევა და ევროსაბჭო, ევროპის კავშირის სტრუქტურული ერთეული ჰგონიათ.

რეალურად, ევროსაბჭო არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც მოიცავს ევროპის სახელმწიფოებს და რომლის წევრი საქართველოც გახლავთ. აპრილში ჩვენ აღვნიშნეთ, ზემოხსენებულ სტრუქტურაში გაწევრიანების 20-წლისთავი.

თავის დროზე ევროსაბჭოდან რუსეთი არავის გაუძევებია და მხოლოდ ხმის მიცემის უფლება შეუჩერეს. ეს მოხდა იმიტომ, რომ 2014 წელს რუსეთმა უკრაინას, ასე პირდაპირ, „მტაცებლურად“ წაართვა ყირიმის ნახევარკუნძული.

მომდევნო ხუთი წლის მანძილზე, 2019 წლის 17 მაისამდე, მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ერთიანი გადაწყვეტილებით რუსეთს ხმის უფლება დაუბრუნდა, ყირიმის ტერიტორიაზე უკეთესობისკენ არაფერი შეცვლილა. პირიქით, უარესი მდგომარეობაა და ამ მიმართულებით ოფიციალურ მოსკოვს არცერთი ნაბიჯით უკან არ დაუხევია.

უფრო მეტიც, განახორციელა ყირიმის ანექსია და ახლა ნახევარკუნძულის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ცდილობს რუსეთის სივრცეში.

რა ფასად ახორციელებს კრემლი ამ პოლიტიკას, ეს ცალკე განხილვის თემაა, მაგრამ არსებითი ცვლილებები არ მომხდარა. მაშინ რა მოხდა ევროსაბჭოში?

უკანასკნელ პერიოდში (განსაკუთრებით ავსტრიაში მომხდარი ამბების შემდეგ, ის რომ ვიცე-კანცლერი, ჰაინც-კრისტიან შტრახე რუსეთთან თანამშრომლობდა) ბევრი რადიკალური პოზიციების მქონე პარტიები თანამშრომლობენ ოფიციალურ მოსკოვთან. ზოგიერთ მათგანს პირდაპირი, ღია ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული პუტინის „ედინაია რასიასთან“, მათ შორის შტრახეს „თავისუფლების პარტიას“.

ხშირად ამბობენ, რომ ევროპაში არიან პოპულისტური ძალები, მაგრამ რამდენად პოპულისტურები არიან და გახდნენ თუ არა ეს ძალები უკვე მეინსტრიმულები, ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია. მაშინ, როდესაც მსგავსი ტიპის პოლიტიკური სუბიექტები ძლიერდებიან, მხოლოდ ამ დროიდან იწყება საზოგადოების მხრიდან „განგაშის ზარების“ შემოკვრა.

ევროსაბჭოში კი სულ რამდენიმე ქვეყანა იყო რუსეთისთვის ხმის აღდგენის წინააღმდეგი.

ეს გამოწვეულია იმით, რომ ევროსაბჭოს ბიუჯეტის გარკვეული წილი ოფიციალურ მოსკოვზე მოდის, რომელსაც შესაბამისი თანხები შეაქვს მათთან.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა შეწყვიტა აღნიშნული ფინანსური შენატანის უზრუნველყოფა, პრობლემა შეექმნა ბიუჯეტის შევსებას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის სწორი პოზიცია, როდესაც მან გააჟღერა ინიციატივა, რომ ოფიციალური თბილისი მზად არის გაზარდოს თავის ფინანსური კონტრიბუცია. ეს არის ძალიან სწორი გადაწყვეტილება. ამის აღნიშვნა აუცილებელია, რადგან ხელისუფლებაში არ იფიქრონ, თითქოს მხოლოდ „ჩასაფრებულის“ პოზიციიდან ვუყურებთ მთავრობას და მათ საგარეო პოლიტიკას. ეს ასე ნამდვილად არ არის.

ევროსაბჭოში ფინანსური კონტრიბუციის გაზრდის თემა, რაც პრემიერ-მინისტრმა აპრილში გააჟღერა, საქართველოს გაწევრიანების 20 წლისთავთან დაკავშირებით მიძღვნილ ღონისძიებაზე, სწორი გზავნილია.

მართებულია აგრეთვე ჩვენი ქვეყნის პოზიცია, როდესაც იმ სახელმწიფოთა მცირე ჯგუფში აღმოვჩნდით, უკრაინასთან, ბრიტანეთთან, პოლონეთთან, ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან ერთად, რომლებიც რუსეთისთვის ხმის დაბრუნების წინააღმდეგ წავიდა. აღნიშნული ნაბიჯი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უნდა შევუქოთ.

რაც შეეხება პირვანდელ თემას, ევროსაბჭოში რუსეთის ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა უკვე დღისწესრიგში და აქ საფრანგეთმა და გერმანიამ მოიშველია პირადად ჩემთვის ძალიან უსუსური არგუმენტი, რომ თითქოს თუ ოფიციალური მოსკოვი ორგანიზაციის წევრი აღარ იქნება, მაშინ რა ეშველებათ რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებსაც დღეს აქვთ შანსი მიმართონ ე.წ. სტრასბურგის სასამართლოს (ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს).

ოფიციალური განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებს არ უნდა დაუკარგონ შანსი, გამოიყენონ მათი უფლება მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს თუ ჩათვლიან, რომ მათი უფლებები არის დარღვეული.

ზემოაღნიშნული არგუმენტი უსუსურია იმ მხრივ, რომ საჭიროების შემთხვევაში თუ რუსეთის ხელისუფლებას დააკისრეს გარკვეული კომპენსაცია, ის ამ კომპენსაციას აუცილებლად გადაიხდის და საერთაშორისო ევროპულ თანამეგობრობას არ აქვს საშუალება ამ სასამართლოს გამოყენებით, რაიმე სახის წნეხი მიიტანოს ოფიციალურ მოსკოვზე.

ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას მოჰყვა უამრავი კითხვა - რა კავშირშია ეს გადაწყვეტილება ყირიმთან? შეიცვალა რაიმე და შევეგუეთ იმას, რაც ჩაიდინა რუსეთმა ნახევარკუნძულზე?

ზოგადად, საერთაშორისო ურთიერთობებში დიდი მნიშვნელობა აქვს რეპუტაციას, მათ შორის რუსეთისთვის და ამ დეკლარაციით, ოფიციალური მოსკოვის რეაბილიტაცია შედგა.

არანაირი მიზეზით არ შეიძლება გამართლდეს კრემლისთვის ხმის დაბრუნების უფლება. ეს გვაფიქრებინებს, რომ სრულიად სხვა საფუძვლები ჰქონდა ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებას.

აქ უფრო იყო ის პოლიტიკური და შესაძლებელია ეკონომიკური ინტერესები, რომელიც ევროპულ სახელმწიფოებს რუსეთთან მიმართებაში გააჩნიათ.

ეს არ იყო კარგი გადაწყვეტილება არც უკრაინისთვის, არც საქართველოსთვის და საბოლოო ჯამში არც ევროპისთვის.

– საქართველოსთან მიმართებაში რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს რუსეთისთვის ხმის უფლების დაბრუნებას?

რუსეთს ხმის უფლება 2014 წლამდეც გააჩნდა. ევროპის საბჭოში, და ნებისმიერ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში ძალიან აშკარა და ცალსახაა.

ის რეზოლუციები თუ გადაწყვეტილებები, რომელიც ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით მიიღება და ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესებითვის არის სასარგებლო, რუსეთი ყოველთვის ეწინააღმდეგება და ცდილობს სხვა ქვეყნებზეც მოახდინოს გავლენა, არ დაუჭირონ მხარი საქართველოს.

აქედან გამომდინარე, ჩვენთვის დიდად არაფერი იცვლება, რუსეთის ფედერაცია კვლავ გააგრძელებს ოფიციალური თბილისის წინააღმდეგ მოქმედებებს.

ნეგატიური არის ის რომ, საერთაშორისო სამართლის ასეთი უხეში დარღვევა, რასაც ჰქონდა ადგილი რუსეთის მხრიდან, უკრაინის წინააღმდეგ, ეს დაუსჯელი დარჩა. იყო მხოლოდ მინიმალური სანქციები და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სანქციებიც ნელნელა იშლება. ანუ კრემლის განზრახვა, ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო ურთიერთობათა სისტემას, რომელიც კონკრეტულ ნორმებზეა დაფუძნებული, თუ სრულად ვერა, მეტნაკლები წარმატებით მაინც ახორციელებს.

მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო სამართლის მიხედვით ყველანი თანაბარი ვართ, ჩვენ არ გაგვაჩნია ის პოლიტიკური, დიპლომატიური, გნებავთ ეკონომიკური რესურსი, რომელიც ობიექტურად ჩვენზე დიდ რუსეთს აქვს.

აქედან გამომდინარე, როდესაც რუსეთს პირდაპირი შეტევა მიაქვს საერთაშორისო სამართალზე, ანგრევს მას, ეს ჩვენთვისაც არ არის კარგი.

მნიშვნელოვანია, უკრანისი გამო, რუსეთს დამატებითი სანქციები ჰქონდეს და ამ კონტექსტში საქართველოც იყოს მოხსენიებული.

აღნიშნულის ნაცვლად კი საპირისპირო ხდება. წარმოდგინეთ ახლა უკრაინის იმედგაცრუება, როდესაც ევროპა (ზემოთ აღნიშნული შვიდი სახელმწიფოს გარდა), უგულვებელჰყოფს ოფიციალური მოსკოვის მიერ, საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების და იმ მსოფლიო წესრიგის რღვევას, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არის ჩამოყალიბებული.

– რა გამოხმაურება მოჰყვება აღნიშნულ გადაწყვეტილებას უკრაინის მხრიდან?

ნამდვილად არ ვისურვებდი რომელიმე სახელმწიფოს ყოფნას უკრაინის მდგომარეობაში. წარმოიდგინეთ, ერთ-ერთი უმთავრესი ევროპული საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის უკრაინა, ვართ ჩვენც და ყველა ევროპული სახელმწიფო, ფაქტიურად „უპრავებს“, უგულებელყოფს რუსეთის მიერ ჩადენილ იმ ქმედებებს, რომელიც 2014 წელს, ყირიმის ნახევარკუნძულზე განხორციელდა.

უკრაინა, რომელიც უდიდესი სახელმწიფოა, ფაქტიურად მიტოვებული დარჩა ევროპული პარტნიორების მხრიდან და კიევში შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებში კვლავ „დიდი ქვეყნების“ გარიგებებს ენიჭება მნიშვნელობა.

ამ შემთხვევაში გერმანია-საფრანგეთის პოზიცია იყო გადამწყვეტი და სხვა სახელმწიფოები იმ პოზიციას დაიკავებდნენ, რასაც ოფიციალური ბერლინი და პარიზი გააჟღერებდა. შესაბამისად, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რუსეთს დაბრუნებოდა ხმის უფლება.

არვიცი, შესაძლებელია ახლა ჩვენც ბერლინში, ან პარიზში რომ ვიყოთ, ასე მოვქცეულიყავით, რადგან გვეფიქრა, რომ რეალპოლიტიკა ამას გვკარნახობს, თუმცა, ჩემი პირადი მოსაზრებით, რეალპოლიტიკა სულ სხვა რაღაცას გვკარნახობს.

აღნიშნული არ არის რეალპოლიტიკა, არამედ ეს უფრო იდეალისტური პოლიტიკაა, უფრო რაღაც სასურველის შესაძლებლად დანახვა, იმიტომ რომ გასული წლები, თუნდაც საუკუნეები ადასტურებს, რომ რუსეთთან მსგავსი მიდგომები მას მხოლოდ აძლიერებთ.

იმ შემთხვევაში, თუ გსურს რუსეთთან, გნებავთ დიპლომატიაში, გნებავთ გეოპოლიტიკურ პაექრობაში გაიმარჯვო, მსგავსი პოზიცია, რაც ევროპულმა სახელმწიფოებმა დააფიქსირეს, წარმატების მომტანი არ არის. ეს განწირულია მარცხისთვის.

ავტორი: რატი ერისთავი #მედიალაბორატორია


სართიჭალაში ავტოსაგზაო შემთხვევას ხანდაზმული ემსხვერპლა

სართიჭალაში, ცენტრალურ მაგისტრალზე მოხუც კაცს ავტომობილი დაეჯახა. 

 

ისრაელის გენერალურმა პროკურატურამ ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრალი წაუყენა

უწყება მინისტრ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ქრთამის აღებისა და თაღლითობის საქმეებთან დაკავშირებით ედავება. 

მეზვრიშვილი: მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა

„საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური საშუალებებით ბრძოლაა“, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნათია მეზვრიშვილმა სტრატეგიული კომუნიკაციებისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე გამართული კონფერენციის ოფიციალურ საზეიმო მიღებაზე განაცხადა.

„სუფთა ხელებით და სუფთა წარსულით“ - ქუთასიის მერიასთან აქცია გაიმართა

სამოქალაქო მოძრაობების წევრებმა და სტუდენტებმა ქუთაისის მერიასთან სუფთა ფურცლები მიიტანეს. 

ესტონეთში საქართველოს ელჩმა ესტონეთის პრეზიდენტს სიგელი გადასცა

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ესტონეთის რესპუბლიკაში, არჩილ ყარაულაშვილმა ესტონეთის პრეზიდენტს კერსტი კალიულაიდს რწმუნებათა სიგელები გადასცა.

დიმიტრი სამხარაძე: „ნაცების“ ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი

„ნაცების ახალი მოკლეფეხებიანი, ყალბი ნარატივი“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე სოციალურ ქსელში წერს.

განათლების მინისტრს სამი ახალი მოადგილე ჰყავს 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს მიხეილ ჩხენკელს სამი ახალი მოადგილე ჰყავს.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი ესტონელ კოლეგას ანდრეს რუნდუს შეხვდა.

„დელტა“ საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს

სამხედრო-ტექნიკური ცენტრი "დელტა"  საავიაციო ქარხანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ჩარხ-დანადგარებს აღადგენს.

 

ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა

 ყვარელში საბავშო ბაგა-ბაღი გაიხსნა.  შენობას სრული რეაბილიტაცია მიმდინარე წელს ჩაუტარდა.

"ქართული ოცნების" ოფისთან აქციაზე პოლიციამ 3 პირი დააკავა

პარტია "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული წესით 3 პირი დააკავა. 

 
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით იტალიაში იმყოფება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე  სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკის ქალაქ რეჯიო ემილიას ეწვია.

წყნეთში დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ვაკის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთში სხვადასხვა საგზაო სამუშაოებთან ერთად, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე დასასვენებელი სივრცის განახლება მიმდინარეობს.

ლარი ისევ გაუფასურდა

21 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და  2.9781 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9776 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში -0.05 თეთრი შეადგინა. 
 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მრგვალი მაგიდა თემაზე „ჰოლოდომორი: უკრაინელი ერის ტრაგედია და გენოციდი“ გაიმართა.

 

ქეთევან ციხელაშვილი: ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება დაუშვებელია 

“ცხადია ვერც ადვოკატით, ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სამართლებრივ პროცესებში. ამაზე საუბარი არ მიდის და არც შეიძლება იყოს”, - ეს განცხადება სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილისათვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილი ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ატლანტიკურ საბჭოში მრგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო.

აბაშიძე დეკანოიძეს: თქვენი შვილი 10 დღეში როგორ გათავისუფლდა პატიმრობიდან, რომელსაც ბრალად ნარკოდანაშაული ედებოდა?

ექსპერტმა პოლიტიკურ საკითხებში გია აბაშიძემ „ალ ჯაზირას“ ეთერში „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს დებატებისას მის შვილთან დაკავშირებული ფაქტი გაახსენა.

ცხინვალის КГБ ქართველი ექიმის მეგობართან და პაციენტთან საუბრის ჩანაწერს აქვეყნებს

ცხინვალის "КГБ" აცხადებს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათვისუფლებისთვის ცხინვალის ე.წ. ხელისუფლებაზე ოფიციალური თბილისის, ქართული ოპოზიციისა და მისი დასავლელი კურატორების ზეწოლის მცდელობები უპერსპექტივოა.

გუდაური-კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.