„უკრაინა მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი არის რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მცდელობა, მოახდინოს სიტუაციის ლეგიტიმაცია საქართველოს რეგიონში, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მათ შორის მოახდინოს „ეთნიკური წმენდისა“ და უამრავი სხვა ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევების ლეგიტიმაცია. უკრაინა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ მშვიდობიან ნაბიჯებს. მათ შორის იმ ნაბიჯებს, რომლებიც ეფუძნება ინიციატივას სახელწოდებით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რაც მიზნად ისახავს „ქართველებისა და ოსების შერიგებას“, – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.