სალომე ზურაბიშვილი: დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარება იქნება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბორჯომში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და რეგიონის განვითარების შესაძლებლობასა და პოტენციალზე ესაუბრა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, ბოლო ექვს თვეში რამდენიმე რეგიონს ესტუმრა, მათ შორის გუშინ ეწვია აბასთუმანს, სადაც სრული აღმშენებლობა მიმდინარეობს, ეს კი მთლიანი რეგიონის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

„აბასთუმნიდან ძალიან კარგი შთაბეჭდილებით წამოვედი. მიმდინარეობს სრული აღმშენებლობა ამ პატარა და მნიშვნელოვანი ქალაქის, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია, პოტენციალი რომელიც ვრცელდება მთელ რეგიონზე. დარწმუნებული ვარ, შემდეგი ეტაპი სამედიცინო და სარეაბილიტაციო ტურიზმის განვითარებაა, რომელიც ერთ დიდ სტრატეგიაში იქნება მოქცეული”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი განცხადებით, ჩვენი ვალდებულებაა, მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ეს სიმდიდრე და კლიმატური ცვლილებების პრობლემების მიუხედავად, მაქსიმალურად გადავარჩინოთ ის.

საქართველოს პრეზიდენტმა საზღვარგარეთ რეგიონის პოპულარიზაციის მზადყოფნა გამოთქვა, უმუშევრობის პრობლემაზე და პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე საუბრისას კი აღნიშნა, რომ დღეს გარკვეული პროფესიის სპეციალისტების ნაკლებობაა, რაც თავისთავად პრობლემას წარმოადგენს.

„დღეს უმუშევრობის ძალიან მაღალი დონეა ქვეყანაში, მეორე მხრივ, ძალიან ბევრგან ვერ ვპოულობთ საჭირო სპეციალისტებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას სჭირდება და კადრები უცხოეთიდან შემოდიან, ეს უნდა დავაბალანსოთ. ნაწილობრივ ეს ხელისუფლების გასაკეთებელია, რათა უფრო კარგად დაგეგმოს და მოსახლეობას წინასწარ უთხრას ეკონომიკის პრიორიტეტები, სად რა მუშახელი დასჭირდება, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა. პრობლემა დღეს ხელოსნების ნაკლებობაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას”,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, იგი ძალიან ოპტიმისტია, რადგან ხედავს, რომ ქვეყანას დიდი შესაძლებლობები და პოტენციალი გააჩნია.

„ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და გვაქვს შანსი ვიყოთ მოქნილი. ესეც საზოგადოების მზაობაზეა დამოკიდებული, რათა განვავითაროთ ყველაზე მთავარი – პირადი ინიციატივა, რომლის გარეშეც არაფერი არ ხდება და სამწუხაროდ დღეს ქვეყანაში კიდევ ის განწყობაა, რომ ელოდებიან რაღაც მითითებებს, განკარგულებებს და რჩევას. გადის დრო და ყველაზე წარმატებულები არიან ისინი, ვინც თავიანთ თავზე იღებენ ინიციატივას, მართალია რთულია საქმის დაწყება, მაგრამ არსებობს ბევრი სახელმწიფო პროგრამები, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს საშუალებას წარმოაჩინონ საკუთარი თავი. ძალიან ბევრი წარმატებული ქალი ვნახე რეგიონებში, რომლებიც დაუბრუნდნენ მიწას, თავიანთ რეგიონს, იმიტომ რომ აიღეს ინიციატივა, რადგან გაბედეს. ხშირ შემთხვევაში ქალები უფრო გამბედავები არიან“, – განაცხადა პრეზიდენტმა და მოსახლეობას მეტი აქტივობისაკენ მოუწოდა.

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაიმართა. პრეზიდენტთან შეხვედრისას ადგილობრივებმა აღნიშნეს, რომ ისინი რეგიონში გარემოსდაცვითი მიმართულებების გაძლიერების საჭიროებას ხედავენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პრეზიდენტის განცხადებით, ის აპირებს ამ მიმართულებით როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო გარემოსდაცვით კონფერენციებში მონაწილეობას და მაღალ ტრიბუნიდან ამ პრობლემის ხაზგასმას.

ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.


ქუთაისის "ტორპედოს" პრეზიდენტმა ფეხბურთელები თამაშზე ვერ დაითანხმა

ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელები დღეს ბაზაზე შეიკრიბნენ. საუბარი სამომავლო გეგმებსა და სავარაუდო ინვესტორებს შეეხო.

ეკონომიკის სამინისტრო: ნათია თურნავას თბილისის აეროპორტის კერძო ინვესტორისთვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა არ მიუღია

ეკონომიკის სამინისტრო, მინისტრ ნათია თურნავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, განცხადებას ავრცელებს. როგორც სამინისტროში აცხადებენ, ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

იენს სტოლტენბერგი: საქართველო გახდება ნატო-ს წევრი, თუმცა ამ პროცესის დრო განსაზღვრული არ გვაქვს

ჩვენ ვხედავთ უფრო მეტ ნატო-ს საქართველოში, საქართველო გახდება ნატო-ს წევრი ,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა, ლონდონში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე განაცხადა.

ხობში ხანძარია

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში ორსართულიანი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ელიზაბეტ II-მ ბრექსითის თარიღი დაადასტურა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ განაცხადა, რომ მთავრობა ბრექსითს 31 ოქტომბერს განახორციელებს. 

დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახი ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას აანონსებს

მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე, აქციებს აანონსებს. როგორც მან "პირველს" განუცხადა, 15 ოქტომბერს აქცია-მსვლელობა გაიმართება, სადაც დეკანოზის საპატიმროში დარჩენას გააპროტესტებენ.

თამთა თოდაძის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილს პასუხობს

ისნის რაიონის ბიუროს თანამშრომლის თამთა თოდაძის ადვოკატი თამარ ლუკავა აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის მონაწილეობით, სისხლის სამართლის სხვა საქმე არ არსებობს. აღნიშნული განცხადებით თამარ ლუკავა, ილია ჯიშკარიანის ადვოკატს მარიამ კუბლაშვილს პასუხობს.

პრემიერ-მინისტრი სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობას ულოცავს

მთავრობის მეთაური სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვას დაესწრო.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ 14 ოქტომბერს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პრემიერ-მინისტრად ვალერი ბგანბა დაინიშნა.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაურკვეველი ვადით გადაიდო

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების რიგით მე-8 შეხვედრა, რომელიც 16 ოქტომბერს თბილისში იყო დაგეგმილი, გადაიდო.

გიორგი გახარია სომხეთს ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ოფიციალური ვიზიტები საქართველოს მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. 2019 წლის 15 ოქტომბერს მთავრობის მეთაური სომხეთს ეწვევა.

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა

პაშა ბანკის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციამ აუტიზმის ცენტრი „პირველი ნაბიჯი“ გახსნა. გახსნის ოფიციალური საზეიმო ღონისძიება 9 ოქტომბერს გაიმართა.

მომავალი 3 წლის განმავლობაში, ენერგოსისტემას 500 მგვტ-მდე დამატებითი სიმძლავრე შეემატება

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა "არაგვიჰესი" მოინახულა და ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა.

მეუფე ანანია: ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ არ ვაღიარებთ უკრაინის ავტოკეფალიას

წმიდა სინოდის წევრი, მიტროპოლიტი ანანია ამბობს, რომ ქართული ეკლესია მხარს უჭერს უკრაინის ავტოკეფალიას, თუმცა არ აღიარებს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „გურჯაანის ღვინის ფესტივალი 2019“  გაიმართა

საქართველოს ბანკი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობასა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციას განაგრძობს.

პოლონეთის ხელისუფლებაში კონსერვატორები რჩებიან

"დოიჩე ველეს" ინფორმაციით, პოლონეთში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ამ შედეგებით მმართველი პარტია "სამართალი და სამართლიანობა" [Law and Justice] - 43.6 პროცენტით ლიდერობს. მეორე ადგილს კი, ოპოზიციური სამოქალაქო კოალიცია 27.4%-ით იკავებს.

კენი ლარკინმა თსუ-ის სტუდენტებისთვის იმღერა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, პირველკურსელ სტუდენტებს სწავლის დაწყება კენი ლარკინის კონცერტით მიულოცა.

 
ანრი ოხანაშვილი: დაპირება, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა იქნებოდა მაქსიმალურად გახსნილი, გამჭვირვალე და ხანგრძლივი პროცესი, შევასრულეთ

"ეს არის ისტორიული პროცესი. ეს პროცესი შედგა", - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესარჩევ პროცედურებთან დაკავშირებით.

ანრი ოხანაშვილი: სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია

„სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილმა გასაუბრების პროცესი პოლიტიკურ სეირად აქცია“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

იაპონიაში ტაიფუნის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა

იაპონიაში ტაიფუნი "ჰაგიბისის" მიერ გამოწვეული წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხი 39-მდე გაიზარდა. ინფორმაციას იაპონური მედია ავრცელებს. 

დღეს სვეტიცხოვლობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება.