15-წლიანი დავა დასრულდა - პაციენტის დედამ ექიმებს სტრასბურგი მოუგო

2004 წელს ექიმების დაუდევრობით გარდაცვლილი პაციენტის გიორგი ბოლქვაძის დედამ სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგო.

"დადგინდა, რომ არასწორი ოპერაციის გამო გარდაიცვალა ჩემი 25 წლის სრულიად ჯანმრთელი შვილი. მოვითხოვ სისხლის სამართლის საქმე თავიდან აღიძრას დამნაშავე ექიმების მიმართ და დაისაჯონ დამნაშავეები, ეს აღარ უნდა განმეორდეს", - განაცხადა დღეს გარდაცვლილის დედამ გულნარა სარიშვილიმა.


დაზარალებული სტარსბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოსთვის მიმართვამდე, 15 წლის განმავლობაში სამართლის აღსრულებას საქართველოს სასამართლოების ყველა ინსტანციაში ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.


შემთხვევა 2004 წლის 16 თებერვალს მოხდა. აჭარგანათებაში მომუშავე გიორგი ბოლქვაძე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა. იგი ბათუმის ყოფილ პირველ საავადმყოფოში 14 მარტს გარდაიცვალა.


გიორგი ბოლქვაძის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ექიმების დაუდევრობას, სახელმწიფომ ვერ დაიცვა სიცოცხლის უფლება და კომპენსაციის სახით მას 20 ათასი ლარი დააკისრა.


საქმის ადვოკატის ემზარ პაქსაძის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმით, რომ სამოქალაქო კოდექსში სტრასბურგის სასამართლომ ცვლილებები მოითხოვა, რადგან ქართულ კანონმდებლობაზე დაყრდნობით, უზენაესმა სასამართლომ 2008 წელს უარი თქვა გარდაცვლილის დედისთვის მორალური ზიანის გამო კომპენსაციის გაცემაზე.


მაისში სტრასბურგის სასამართლოზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ გააუქმა 2008 წლის გადაწყვეტილება და კომპენსაცია სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში ჯანდაცვის სამინისტროს დააკისრა:


"მორალური ზიანის ანაზღაურების დაშვება პირის გარდაცვალების გამო, მისი ახლო ნათესავითვის ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის. ფაქტობრივად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიუთითა, რომ ეს ხარვეზი გამოსწორდეს. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების ინიციატივით პარლამენტს ხვალ მივმართავ", - განაცხადა გიორგი ბოლქვაძის ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ.


იგი დღეს კომპენსაციის მიღების მოთხოვნით ბათუმის იუსტიციის სახლში აღსრულების ბიუროშიც იმყოფებოდა.


თბილისში, დოლიძის ქუჩაზე 2 მოქალაქეს ხე დაეცა

თბილისში, დოლიძის ქუჩაზე რამდენიმე წუთის წი 2 კაცს ხე დაეცა.

პრემიერ-მინისტრმა ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები განიხილა.

m2-ს გაყიდვების ინოვაციური კულტურა

დეველოპერული კომპანია „m2 უძრავი ქონება“ გაყიდვების მიმართულებით მომსახურების კულტურისა და ხარისხის ახალ ეტაპზე გადავიდა.

2020 წლის ბიუჯეტის პროექტში ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხს დააყენებენ

ჯანდააცვის კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წლის  ბიუჯეტის პროექტზე მუშაობისას გათვალისწინებული იქნება ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეების მედიკამენტებით უზრუნველყოფის საკითხი.

GWP-ის საწყობში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ფეიქრების ქუჩაზე არსებულ საწყობში, შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.

პარტია "თავისუფალი საქართველო" თვითმმართველობის კანონის გადახედვას მოითხოვს

პარტიის თანათავმჯდომარე გოგი წულაია მიიჩნევს, რომ ქალაქში არსებული ნებისმიერი შენობა-ნაგებობა თვითმმართველობას უნდა ეკუთვნოდეს და თავად განკარგავდეს.

ბათუმში თურქეთის მოქალაქე ნარკორეალიზატორი დააკავეს

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკორეალიზაციის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ე.ი. დააკავეს.

2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს პარლამენტი პირველ ოქტომბერს მიიღებს

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვაში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, გამოთქვას თავისი მოსაზრება.

 

უახლესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.

მინისტრის მოადგილე: ადიგენის მუნიციპალიტეტში სასმელი და სარწყავი წყლის საკითხიებია მოსაგვარებელი

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების ლელოვანის, უდეს, ფხეროსა და ვარხანის მოსახლეობას  შეხვდნენ და სოფლებში არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს.

საქართველოში, პირველადი ჯანდაცვის განვითარების საკითხი ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ კოლეგებთან განიხილა

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელებს შეხვდა.

 

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

21 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა შესრულდება.

KfW საქართველოს 8 მილიონი ევროს გრანტით დაეხმარება

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) საქართველოს ენერგეტიკული რეფორმების განხორციელებისთვის რვა მილიონ ოთხას ორმოცი ათასი ევროს ოდენობის გრანტით დაეხმარება.

ჟინვალში 15 თანამშრომელზე გათვლილი პოლიციის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა, კახაბერ საბანაძემ და ლევან კაკავამ მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დაბა ჟინვალში, პოლიციის ახალი შენობა გახსნეს.

საფრანგეთი საქართველოსთან თავდაცვის სფეროში მრავალმხრივ თანამშრომლობას განამტკიცებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს უმასპინძლა.

ვაჟა-ფშაველას I კვარტალში სპორტული მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის III კორპუსის მიმდებარედ საკალათბურთო მოედნისა და სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა.

სამეგრელოში ლოკოკინების ფერმა ამოქმედდა - პროდუქციის რეალიზაცია იტალიაში იგეგმება

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლოკოკინების ფერმა "ნადი გრუპი" სახელმწიფოს დახმარებით, "ერთიანი აგროპროექტის" ფარგლებში შეიქმნა.

მაღაზია ”ზუმერის” გაქურდვის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია 2 პირი

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად
ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, 2 პირი: 2003 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2003
წელს დაბადებული თ.გ. დააკავეს.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომანქანის დაჯახების შედეგად, 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

აღმაშენებლის ხეივანზე ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე.

 
ვილნიუსის რეაბილიტირებულ სკვერში თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა

მთაწმინდის რაიონში, ახლადრეაბილიტირებულ ვილნიუსის სკვერში, თბილისის მერიის „ბიგ ბენდის“ კონცერტი გაიმართა. საკონცერტო რეპერტუარი ბიგ-ბენდის სოლისტებმა შეასრულეს.