ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონებს შორის საზღვრების დადგენის საკითხი ერთი წლით გადავადდა

დაღესტანის სახალხო ყრილობის თავმჯდომარის, ხიზრი შიხსაიდოვის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ-კავკასიის ფედერალურ ოლქში მიიღო გადაწყვეტილება, ჩეჩნეთთან საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესები 2020 წლისთვის გადაიდოს

„სამთავრობო დონეზე გადაწყდა, რომ საზღვრებთან დაკავშირებით მოსაგვარებელი საკითხები მომდევნო წლისთვის გადაიწევს. ამ პერიოდში მოხდება შესაბამისი მომზადება, დოკუმენტების შესწავლა და 2020 წლიდან აღნიშნულ სამუშაოებს გავაგრძელებთ. მასში ჩართული იქნებიან მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები, ჯამათები და ყველაფერი ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროდ იქნება შესრულებული.“


„რაიმეს დაბრუნებაზე საუბარი არ არის, ჩვენ ყველაფერს მშვიდობიანად გადავწყვეტთ. უამრავჯერ მომხდარა მსგავსი ფაქტები, მაგრამ სასურველს ყოველთვის სამართლიანად ვაღწევდით“ - განაცხადა შიხსაიდოვმა.


·         2018 წლის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ ჩეჩნეთს პრეტენზია აქვს ინგუშეთის სუნჟენსკის რაიონის რამდენიმე ნაწილზე, სადაც ინგუშთა კუთვნილი ისტორიული კოშკები და საგვარეულო სასაფლაოებია განლაგებული.


ინგუშურ საზოგადოებაში განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ჩეჩნეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ამ ტერიტორიებზე გზების გაყვანა დაიწყეს და მშენებლობები შეიარაღებული დაცვის პირობებში მიმდინარეობდა. ისინი ადგილობრივებს არ უშვებდნენ ამ ადგილებში.


·         ინგუში აქტივისტები უკმაყოფილებას არ მალავდნენ მეზობელთა ქმედებებით და პრეტენზიებით საკუთარ ხელისუფლებას მიმართეს.


·         სექტემბრის ბოლოს, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ლიდერებმა, რამზან კადიროვმა და იუნუს-ბეკ ევკუროვმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რეგიონებს შორის „თანაბარი“ მიწების გაცვლის თაობაზე, რასაც ინგუსი აქტივისტები არასამართლიანად მიიჩნევენ. მათი შეფასებით ინგუშეთი წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდა.


·         ხსენებული შეთანხმება რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად ცნო, რის გამოც ინგუშეთის მოსახლეობას არ მიეცა საშუალება რეფერენდუმის ან საყოველთაო ხმის მიცემით დაედგინათ რეგიონის საზღვრები.


გარდა ამისა, მიიღეს კანონი, რომლის მიხედვით, ინგუშეთის მთავრობას ეძლევა სრული უფლებამოსილება, მოსახლეობის ნების გვერდის ავლით პირდაპირ გადასცეს კონკრეტული მიწის მონაკვეთი მეზობელ რეგიონს.


აღნიშნულმა ფართო გამოხმაურება და რამდენიმე თვიანი აქციები გამოიწვია როგორც დედაქალაქ მაგასში, ასევე სხვა ქალაქებში.


·         დაღესტანში, ადგილობრივი აქტივისტები ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებდნენ ჩეჩნეთისთვის მხოლოდ კიზლიარის ტერიტორიის ნაწილი გადაეცათ.


 


კონკრეტულად რა ვერ გაიყვეს ჩეჩნეთმა და დაღესტანმა?


·         2019 წლის 7 თებერვალს ცნობილი გახდა ჩეჩნეთის პრეტენზიები დაღესტანის კუთვნილ მეხელთ გუმბეტოვსკის რაიონი სიახლოვეს მდებარე მიწის ნაწილზე. ადგილობრივი ისტორიკოსის და საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით არსებული საზოგადოებრივი კომისიის წევრის, შაჰბან ხაპიზოვის ინფორმაციით, ზემოაღნიშნული ნაწილი ოფიციალურად გროზნოს 16 მარტს გადაეცა.


·         13 თებერვალს ბოტლიხოვსკის რაიონის სოფელ ანსალტის და ცუმადინსკის რაიონის სოფელ გაკკოს მცხოვრებლებმა განაცხადეს, რომ ჩეჩნეთი ამ ტერიტორიებზეც აცხადებდა პრეტენზიებს.


·         მარტის ბოლოს ასევე ცნობილი გახდა ინფორმაცია იმაზე, რომ ჩეჩენი ლიდერები არ დაელოდნენ მოლაპარაკებების შედეგებს დაღესტანთან და საკადასტრო მონაცემებში შეიტანეს ნოვომონასტირსკის და კიზლიარსკის რაიონები და მიაბეს ჩეჩნეთის ბოროზდინოვსკის შელკოვსკის რაიონს.


·         2 აპრილს დაღესტანის სახალხო კრების საიტზე გაცნდა ცნობა, რომელიც ეხებოდა „საზღვრების ცალმხრივი დადგენის დაუშვებლობა“. რამდენიმე საათში ეს ინფორმაცია გაქრა ვებ-გგვერდიდან.


 #მედიალაბორატორია


ხვალ პარლამენტში ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ

ხვალ პარლამენტში გენერალური პროკურორობის კანდიდატს ირაკლი შოთაძეს მოუსმენენ.

ქუთაისში ბაზარი იწვის

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე ბაზარი იწვის. ადგილზე სახანძრო-სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. 

ჩინეთმა კორონავირუსის წინააღმდეგ პირველი პრეპარატის წარმოება დაიწყო

ჩინეთში, ქალაქ ტაიჩჟოუში შექმნეს პრეპარატი, რომელიც, პოტენციურად, ადამიანებს კორონავირუსისგან განკურნავს. 

სოფელ ჭუბერში მამაკაცი დაჭრეს

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერში მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. 

დავით ზალკალიანი პოლონელ კოლეგას შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში პოლონელ კოლეგას იაცეკ ჩაპუტოვიჩს შეხვდა.

მინისტრის განმარტება - ეკატერინე ტიკარაძე საპარლამენტო კომიტეტზე ვიზიტის გადადებას ითხოვს

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტზე ვიზიტის გადადებას მარტის ბოლომდე ითხოვს“, - ამის შესახებ ტიკარაძის მიერ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის სახელზე გაგზავნილ წერილშია ნათქვამი.

ირანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ირანის სამხრეთ ნაწილში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა. 

გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

პოლიციამ გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმეზე 1981 წელს დაბადებული მ.კ. განზრახ მკვლელობისა  და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავა. 

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, კახეთში რეგიონული შეხვედრა ჩატარდა.

გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტი: ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში

"ჩვენ, გერმანელებმა - როგორც ევროპელებმა, უფრო ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ვალდებულნი ვართ მხარი დავუჭიროთ საქართველოს გამოწვევების დაძლევაში",-ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტმა კლაუდია როთიმ განაცხადა.

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის 66-107კმ მონაკვეთზე, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

მეუფე გრიგოლ კაცია: მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს

ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლ კაცია აცხადებს, რომ ის მეუფე პეტრესთვის ხარისხის დაბრუნების მომხრეა, თუკი პეტრე ცაავა მოინანიებს. 

დავით ზალკალიანი: საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობა ურყევია

საგარეო საქმეთა მინისტრმა მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს დელეგაციის მონაწილეობა შეაჯამა.

ამერიკამ სირიაში სამხედრო ტექნიკა გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან სირიაში სამხედრო ტექნიკის კოლონა გაგზავნა.

ეკოლიდერთა სკოლა მოსწავლეთა მიღებას აცხადებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 9-13 მარტის სკოლაში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს.

თელავში საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა

თელავში საზოგადოებრივმა მოძრაობა "ლელომ" რეგიონული ორგანიზაცია დააფუძნა. 

ბაღდადში ამერიკული სამხედრო ბაზა დაიბომბა

ბაღდადში ამერიკის საელჩოსა და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მებრძოლი კოალიციური სამხედრო ძალების ბაზასთან, საჰაერო თავდასხმების შედეგად, აფეთქებები მოხდა. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენში შეხვედრები დაასრულა

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრები დაასრულა.

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ქუთაისში საპროტესტო აქცია გაიმართა

"თავისუფალი მედია შეზღუდვების გარეშე"- ამ სლოგანით ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს.

გუდაურში მკვლელობა მოხდა

გუდაურში გამთენიისას ერთი ადამნიანი მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრილია. 

დევნილთა სააგენტოს დირექტორმა იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის სოფლად შესყიდული სახლი მოინახულა

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ გიორგი წოწკოლაურმა და დევნილთა სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა წყალტუბოს სოფელ ხომულში დევნილი ოჯახისთვის გადაცემული სახლი მოინახულეს.