აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერთი წლის ანგარიშს აბარებს

თორნიკე რიჟვაძეს აჭარის უმაღლეს საბჭოში ამ წუთებში უსმენენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ერთი წლის წინ დანიშნული რეგიონის პირველი პირი საკანონმდებლო ორგანოს დეტალურ ანგარიშს აბარებს. 

"ერთი წლის განმავლობაში, შევძელით დაგვეწყო სამი ქალაქის მშენებლობა. მე პირობა დავდე, რომ მუყაოს ქალაქის პრობლემის მოგვარება იქნებოდა ღირსების საქმე. სამი თვის წინათ, ქობულეთში დავიწყეთ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცენდენტო ნახევარი მილიარდის ღირებულების პროექტის-მწვანე ქალაქის მშენებლობა. 7 ჰექტარზე დავიწყეთ განათლებისა და მეცნიერების ქალაქის მშენებლობა,"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.


ჩხოროწყუში ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ახუთში, ხე-ტყის უკანონო ჭრის ფაქტი გამოავლინეს.

ქუთაისში, პატრულის თანამშრომლებმა სუიციდის ფაქტი აღკვეთეს

ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზირზე კაცმა თვითმკვლელობა სცადა. ის ქალაქის გასასვლელში არსებული ხიდიდან, წყალში თვითმკვლელობის მიზნით გადახტა. ფაქტი საპატრულო ეკიპაჟმა დააფიქსირა.

პატრიარქი: ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს

ვინც მოიპოვებს ღვთის მადლს, ის მოიპოვებს სიყვარულსა და სიხარულს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს პატრიარქმა, ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე მესამე სექტორსა და ოპოზიციაზე: ეს ხალხი იტყუებოდა, სტრასბურგმა თქვა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება არ დარღვეულა

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ დაადასტურა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის და ოპოზიციის კრიტიკული შეფასებები ქართული სასამართლოსა და მართლმსაჯულების შესახებ მცდარია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გურამ ნიკოლაშვილი: სალიამ არხის მიმართ უნდა შეინარჩუნოს ცივი და ფლეგმატური დამოკიდებულება

“გუშინდელმა მოძალადეებმა, პროპაგანდისტებმა, აგრესორებმა დაიწყეს არა მხოლოდ ხალხის დამოძღვრა, არამედ სტანდარტის დაწესება, რა არის სწორი და რა არასწორი“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

VIDEO- ომალოში დაშავებული ამერიკელები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა

ამერიკის მოქალაქეები, რომელიც გუშინ მაშველებმა გადაარჩინეს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მოინახულა.

გურამ ნიკოლაშვილი: არასამთავრობო სექტორი „რუსთავი 2-ის“ დირექტორის მესიჯბოქსისა და ნარატივის გამხმოვანებელ მოლაპარაკე თავებად იქცა

„ეს განაჩენი არის არა მხოლოდ რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, ეს არის განაჩენი არასამთავრობო სექტორის წინააღმდეგაც“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში.

გურამ ნიკოლაშვილი: სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი დავა „რუსთავი 2-ის“ მფლობელებს შორის

„სტრასბურგმა თქვა, თუ რა არის ევროპული ღირებულებები, ადამიანის ფასი, ევროპის ფუნდამენტი, მართლმსაჯულება და თავისუფლება“, - წერს საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი გურამ ნიკოლაშვილი საკუთარ ბლოგში - „ევროპული გაკვეთილი საქართველოს“.

შესრულდება თუ არა ჟურნალისტების მოთხოვნები - როგორ დასრულდა პაატა სალიას შეხვედრა ,,რუსთავი2"-ის თანამშრომლებთან

მე არ მინდა ამ ადამიანებს მესამე პირების საშუალებით ველაპარაკო,- ასე უპასუხა სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ჟურნალისტების კითხვას იმის შესახებ, შეიქმნება თუ არა საზოგადოებრივი საბჭო.

ზუგდიდელმა მომღერალმა აშშ-ში ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა

ზუგდიდელმა მომღერალმა თამუნა ლილუაშვილმა ამერიკაში, კალიფორნიის შტატში გამართულ საერთაშორისო მუსიკის ფესტივალზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ახალციხეში სომხურ ეკლესიაში შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს

ახალციხეში, რაბათის უბანში, გრიგოლ განმანათლებლის სახელობის სომხური სამოციქულო ტაძრიდან, გასაყიდი ეკლესიური ნივთები და შესაწირი ყუთიდან თანხა მოიპარეს.

არჩილ თალაკვაძემ მერილენდში წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი მოინახულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი მერილენდის შტატში, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში სტუმრობით დაასრულა.

სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სწავლებაში ”Sea Breeze 2019”

შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ოდესაში მონაწილეობა მიიღეს ორკვირიან საერთაშორისო სწავლებაში "Sea Breeze 2019".

დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, რომლებმაც პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 20 ივლისს თემქაზე მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს.

რატომ არ შემოუშვეს იულია სუსლიაკი საქართველოში - შსს-ს განმარტება

უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით იყო დაკავებული, სამართალდამცველებმა ქვეყანაში არ შემოუშვეს და აზერბაიჯანში გააბრუნეს. ამის შესახებ „პირველს“ შს სამინისტროში განუცხადეს.

ენზელ მკოიანი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ენზელ მკოიანი ნინოწმინდის ბაღების გაერთიანების დირექტორის ნარინე გინოსიანის მიერ მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

წყალდიდობა თურქეთში - არის მსხვერპლი

თურქეთში წყალდიდობის შედეგად ერთი დაიღუპა, ხოლო დაკარგულად ითვლება 6 ადამიანი.

ტყეკაფებამდე მისასვლელი გზების აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტყეკაფებამდე მისასვლელი სატყეო - სამეურნეო გზების აღდგენით სამუშაოებს აგრძელებს. ამ ეტაპზე სამუშაოები თიანეთში,  სოფელ ალოტთან, სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.

უკრაინაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

უკრაინაში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება. არჩევნებში 22 პარტია მონაწილეობს. პროცესს 1719 დამკვირვებელი აკვირდება.

დედაქალაქის მერი ჭავჭავაძის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვაკის რაიონში, ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა და საზოგადოებას რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე გააცნო.

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

ხვალ, ჯივიპი აღმაშენებლის გამზირზე ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. ამის შესახებ ,,პირველს" კომპანიიდან აცნობეს.