,,ჩვენი პროექტები ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას, რასაც შემდგომში მოყვება უკვე უფრო მსხვილი ინვესტიციები”

,,ჩვენი პროექტები  ხელს უწყობს ამა თუ იმ რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უკვე  უფრო მსხვილი ინვესტიციები”,-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელში სტუმრობისას. 

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა , რომ ,,შარშან დასრულდა კობი-გუდაურის საბაგირო გზა, რომელიც ხსნის ახალ სივრცეს. გაჩნდა კობის განვითარების შესაძლებლობა, გაჩნდა ახალი სივრცე, რომელიც მანამდე ტურისტული თვალსაზრისით ნაკლებად საინტერესო იყო. გვაქვს მცირე პროექტებიც, როგორიც არის ბაკურიანში ინფრასტრქუტურის შექმნა, არსებული რეალობის გაუმჯობესება - საზოგადოებვრი პარკინგები, ვიზიტორტა ცენტრები. მალე ნიკორწმინდაშიც დასრულდება პატარა ვიზიტორტა ცენტრის მოწყობაც და სხვა."

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, ინფრასტრუქტურის სამინისტრო ბევრი და ფართო დიაპაზონის პროექტებს ახორციელებს. განსახვავებულია პროექტების ღირებულებაც - 10 ათასი ლარიდან მილიარდ ლარამდე. მისი თქმით, სამინისტროს საქმიანობა მიმართულია ეკონომიკის ინკლუზიური ზრდისკენ, რისთვისაც იგეგმება რეგიონებში ახალი მიზიდულობის  ცენტრების შექმნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენის წინაპირობაა.  „მაგალითისთვის ონში შენდება მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობა, რომელიც გახდება ეროვნული მუზეუმების ნაწილი და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ონში უკვე ამის გამოც ჩავა ტურისტი.  ასევე,  დაანონსებული გვაქვს  მესტიაში „ლაღამის უბნის“ რეაბილიტაციაც,”- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ასეთი ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნა არა მხოლოდ მსხვილი ბიზენსისისთვის არის საინტერესო, არამედ უშუალოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის, რომელთაც ეძლევათ საშუალება წამოიწყონ ახალი საქმიანობა - გახსნან საოჯახო სასტუმრო, პატარა მაღაზია, რომელიც სწორედ ეკონომიკის ინკლუზიურ ზრდას შეუწყობს ხელს.

მაია ცქიტიშვილმა ისაუბრა საჯარო და კერძო პარტნიორობისთვის გათვლილ პროექტზეც, რომელიც მსოფლიო ბანკის მიერ ფინანსდება და რომელიც იძლევა საშუალებას  უკვე არსებული ბიზნესისთვის, მათ შორის, წარმოებისა თუ სასტუმროსთვის დაიგეგმოს და განხორციელდეს ესა თუ ის ინფრასტრუქტურული პროექტი.  ასეთი  პროექტები ხელს უწყობს რეგიონის განვითარებას,  რასაც შემდგომში მოყვება უფრო მსხვილი ინვესტიციები.

 


ქუთაისის შემოვლითი გზის ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დასრულდება

ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. 

ყაჩაღობისთვის ბრალდებულს 11 წლით  თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყაჩაღობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისთვის ბრალდებული კ.ჩ. დამნაშავედ ცნო.

საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 502 ფაქტი გამოვლინდა.

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში და ქობულეთში უაქციზო სიგარეტის (ჯამში 1,500 ღერი) შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

პოლიციამ ასპინძაში მკვლელობის ფაქტზე 1 პირი დააკავა

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ასპინძაში 1 პირი - 1971 წელს დაბადებული ბ.გ. დააკავეს.

წითელ ხიდზე და სარფში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „წითელი ხიდი“ და „სარფი", არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

20 ივლისამდე საქართველოს ზოგიერთ რეგიონში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ  „პირველს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.

გალელი გოგოს ცხოვრება – ერთი საერთო ისტორია

ქართულ ენასა და ლიტერატურას ართმევდნენ, მაგრამ უფრო გაძლიერებულად სწავლობდა. მიხვდა, ცრუ ისტორიას ასწავლიდნენ და ნამდვილი ისწავლა. სამშობლოს სიყვარულს უკრძალავდნენ და უფრო შეუყვარდა.

მაშველებმა ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს

მაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

პროკურატურამ შსს-ს თანამშრომელს ბრალი წარუდგინა

20-21 ივნისის აქციაზე სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე შსს-ს დაკავებულ თანამშრომელს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.

„რუსთავი 2“ და ზაზა ოქუაშვილი თამბაქოს ქართულ წარმოებას იმპორტიორების სასარგებლოდ უთხრიან ძირს

„თბილისის თამბაქოს“ მიმართვა საქართველოს მთავრობას.

მთავრობამ ბანკებისგან 30 მლნ ისესხა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 2019 წლის 16 ივლისს, 30 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 10-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.

დედაქალაქში სანიაღვრე სისტემის აღწერა მოხდება

თბილისის მერია მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში, წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის შექმნაზე მუშაობას იწყებს. ამის შესახებ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

საქართველოს მეცნიერები ციტირების ინდექსით პოსტსაბჭოთა სივრცეში ლიდერები არიან

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამეცნიერო ბაზის Web of Science-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მეცნიერების, მკვლევართა პუბლიკაციებს ციტირების ყველაზე მაღალი ინდექსი აქვთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის.

ახალი ნაბიჯი სამეცნიერო სივრცეში ინტეგრაციისკენ - განათლების სამინისტრო EURAXESS-ში გაწევრიანებისთვის ემზადება

„სექტემბერში საქართველო ევროპის სამეცნიერო სივრცეში - EURAXESS-ში გაწევრიანდება",-ამის შესახებ  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა. 

თბილისს 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები დაემატება

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმის საკითხები განიხილა.

პრემიერი ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის პროცესს გაეცნო

ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გაეცნო.

თბილისის მერია სპორტსმენებს სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარით უზრუნველყოფს

თბილისის მერია სპორტსმენებს, სპორტის 21 სახეობაში შესაბამისი ინვენტარითა და ეკიპირებით უზრუნველყოფს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

თბილისის მერია ახალგაზრდული ბანაკების და ლაშქრობების მოწყობას წელსაც გეგმავს

თბილისის მერიის ინიციატივით, ბაზალეთში ახალგაზრდული ბანაკები, თბილისის გარშემო კი ლაშქრობები მოეწყობა.

დედაქალაქის მერია თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს

დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს.

მერია მუნიციპალურ ტრანსპორტზე ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს

კიდევ ერთი საკითხი, რასაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმა ითვალისწინებს, ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებაა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.